დიდუბის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფცია (შემდეგი სადგური - დიდუბე)

Author: ბექა ჯინჭარაძე , თამარ ჩერქეზიშვილი , თათა ლოლაძე
Area: 446000 m2
City planning project
დიდუბის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფცია (შემდეგი სადგური - დიდუბე)
Author: ბექა ჯინჭარაძე , თამარ ჩერქეზიშვილი , თათა ლოლაძე
Area: 446000 m2

Location: თბილისი

საპროექტო არეალის ძირითადი ნაწილი მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. იგი შეადგენს 446 000 მ2 -ს და მოიცავს მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას, „ოკრიბა“-ს ავტოსადგურებს, სამრეწველო და ინდუსტრიულ ობიექტებს („გორგია“-ს შენობა, მაუდის ქარხანა, მეტალის და ტექსტილის მცირე საწარმოები) და სასაწყობო ტერიტორიებს. მნიშვნელოვანი მიზიდულობის ლოკაციაა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მშენებლობის პროცესში მყოფი საცხოვრებელი კომპლექსი M3 –ის ტერიტორიაზე არსებული პარკი. საპროექტო ტერიტორია განფენილია ორი ძირითად გეოგრაფიულ დონეზე. ისინი ერთმანეთისგან მეტროს ხაზითაა გამიჯნული, ნიშნულებს შორის სხვაობა კი 12 მეტრია. საკვლევი არეალი მოიცავს საპროექტო ტერიტორიიდან 300-დან 620 მ-დე რადიუსში შემავალ სივრცეს. საპროექტო ტერიტორიის დათვალიერებისა და ანალიზის შემდგომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მოუწესრიგებელი სატრანსპორტო მიმოსვლის სახით გამოიკვეთა. როგორც აღმოჩნდა, არსებული ტერიტორია ვერ უძლებს ავტომობილთა მძლავრ ნაკადებს და საჭიროა მათი განტვირთვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევამ გამოავლინა, რომ დიდუბის მეტროს სადგური დღეს გამართულად ვერ ფუნქციონირებს, მისი სტრუქტურა და მექანიზმი მოშლილია. იგი, თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ძირითადი და ცენტრალური ობიექტია და დღის განმავლობაში ათასობით მგზავრის გადაყვანას კომფორტულად და შუფერხებლად უნდა უზრუნველყოფდეს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნა მასშტაბური, ბევრად უფრო განვითარებული ობიექტის შექმნა, რომლის ქვეშაც გაერთიანდება მეტროსა და რკინიგზის სადგურები. პროექტირების დროს ფუნდამენტური გადაწყევტილება თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო და სამგზავრო ლიანდაგების გადატანისა და რკინიგზის სადგურის ჩიხურ სადგურად ქცევა იყო, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, გამოთავისუფლებული ტერიტორია სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით დავტვირთოთ. შენობა, მეტროს ლიანდაგების მდებარეობიდან გამომდინარე, 12 მ-იანი სხვაობის მქონე ორ ნიშნულს შორის არის განთავსებული და, შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიის ორი დონის მაკავშირებლად გვევლინება. ამ ფაქტმა საშუალება მოგვცა ურბანული თვალსაზრისით მოგვეწესრიგებინა შენობის მიმდებარე ტერიტორია როგორც ზედა, ისე ქვედა პლათფორმაზე. აღსანიშნავია, რომ შენობაში გამჭოლად გადის საფეხმავლო ხიდი, რომელიც ერთმანეთთან შეუფერხებლად აკავშირებს თორნიკე ერისთავის ქუჩის დონეზე მოძრავ მოსახლეობას წერეთლის გამზირის დონეზე არსებულ სივრცესთან. აღნიშნული ხიდი საკმაოდ ხისტი ელემენტია სკულპტურული ვიზუალის მქონე შენობის. მისი გეომეტრიით ხაზგასმულია ზედა და ქვედა დონის ქუჩებს შორის პირდაპირი კავშირი. იგი ვიზუალურად მიანიშნებს ქვეითებს, რომ შენობის გავლით, უმოკლესი მანძილით შესაძლოა ზედა პლატფორმიდან ფართო სარეკრეაციო, გამწვანებულ სივრცეში მოხვედრა. მაშასადამე, ტერიტორიაზე ჩვენს მიერ შეთავაზებული ურბანული და არქიტექტურული გადაწყვეტებით შესაძლებელია შეიქმნას გამართული სოციალური და საინჟინრო ინფრასტრუქტურა; მოწესრიგდეს ამ დროისთვის ქაოტური და დეგრადირებული სივრცე და დაუბრუნდეს ქალაქს, როგორც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდვის წერტილი. ეს ყოველივე შემდგომში უბიძგებს და ხელს შეუწყობს მისი მიმდებარე არეალის ეტაპობრივ განვითარებასაც. მოსაზღვრე უბნებში მაცხოვრებლებს შეუქმნის ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოსა და პირობებს.

Jury authorization

Name
Password
Registration Authorization

Password recovery

Email
Recovery

Participant registration

Name
Password
Repeat password
Email
Password recovery Registration