განაცხადი

განაცხადი საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის

საერთაშორისო კონკურსზე განიხილება ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საცხ. სახლების, ბინების, საზოგადოებრივი შენობების რეალიზებული პროექტები და საინტერესო, საინვესტიციო საპროექტო გადაწყვეტები.

კონკურსზე განიხილება ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
  • საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
  • საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
  • საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
  • რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
  • ლანდშაფტური არქიტექტურა (რეალიზებული)
  • სტუდენტური პროექტი
  • არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)
  • ქალაქგეგმარებითი პროექტი
  • ავეჯის დიზაინი (რეალიზებული)


"არქიტექტურული პრემია 2023"- ის მოსაპოვებლად საკონკურსო მასალა მიიღება 2023წლის3 ივლისის 24:00 საათამდე.

- კონკურსანტებმა  გაიარეთ რეგისტრაცია, შექმენით „ჩემი პროექტი“, ატვირთეთ ნამუშევრები და როცა დარწმუნდებით, რომ მასალა სრულყოფილადაა ატვირთული დააჭირეთ ღილაკს (პატარა თასის გამოსახულებით) კონკურსში მონაწილეობა.

ფოტო-მასალა უნდა შეიცავდეს: არქიტექტურული, დიზაინერული პროექტის, ტექნიკური ნახაზების, რეალიზებული მოცულობის, ექსტერიერის, ინტერიერის ან მისი ნებისმიერი დეტალის,  (არაუმეტეს 1600X1600 px);

- სურვილისამებრ, ანიმაციური გამოსახულება

გამოგზავნონგანაცხადი საერთაშორისო კონკურსში "არქიტექტურული პრემია 2023" მონაწილეობის მისაღებად შემდეგი თანმიმდევრობით:

  • პროექტის აღწერა:
  • ნომინაცია (კონკურსგარეშე მონაწილეობა):
  • დასახელება:
  • საერთო ფართი:
  • ადგილმდებარეობა:
  • სამუშაო ადგილი
  • სამუშაო ადგ. საფოსტო ინდექსი
  • ტელ: სამსახური
  • ტელ: მობილური
  • ტელ: სახლი
  • საფოსტო ინდექსი
  • E-mail:


საკონკურსო ნამუშევართა შერჩევის ეტაპები:

კონკურსანტთა ნამუშევრების შერჩევა სამ ეტაპს მოიცავს.

საერთაშორისო კონკურსში - "არქიტექტურული პრემია 2023" მონაწილეობის მისაღებად განაცხადები განიხილება კონკურსის ორგკომიტეტის მიერ.

- კონკურსანტთა ნამუშევრები შეფასდება პროფესიული ჟიურის მიერ, კონკურსის პირობებისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვის შესაბამისად;

- კონკურსანტთა ნამუშევრები შეფასდება საზოგადოების მიერ, კონკურსის პირობებისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვის შესაბამისად, რაც კონკურსის საერთაშორისო ჟიურის შედეგებთან შეჯერებით ავტომატურად ჯამდება და ფიქსირდება. შედეგად გამოავლინდებიან საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2023" ლაურეატები ნომინაციების მიხედვით.

საერთაშორისო კონკურსის"არქიტექტურული პრემია 2023"-ისსაპრიზო ფონდს ნომინაციების მიხედვით შეადგენს:

  • დიპლომი;
  • კონკურსის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
  • ნომინანტებისათვის ნომინაციების მიხედვით კონკურსის სპონსორებისა და მხარდამჭერების სპეციალური დიპლომი.

კონკურსანტთა საყურადღებოდ:

- საერთაშორისო კონკურსის არქიტექტურული პრემია 2023" ნებისმიერი ნომინაცია ავტომატურად მოიხსნება იმ შემთხვევაში, თუ კი შემოტანილი მასალის რაოდენობა არ აღემატება სამ ობიექტს;

- ობიექტის ვებგვერდზე დაფიქსირებამდე, დაზუსტდეს ავტორთა ვინაობა;

- საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ობიექტების ავტორები, მათი პერსონით თუ პროექტით მასმედიის დაინტერესებისას, მზად უნდა იყვნენ, ყოველ მოცემულ შემთხვევაში, კომენტარის თუ ინტერვიუს მისაცემად.



საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2023" დაჯილდოების ცერემონიალზე საჯაროდ გამოიფინება თითოეულ ნომინაციაში წარმოდგენილი საუკეთესო ობიექტების ამსახველი სტენდები. სადემონსტრაციო მასალის მოსამზადებლად ნომინანტებს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.

დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია