Gastro Bar__Alco Hall

Author: Tornike Dadiani - Dadiani Architects
Area: 280 m2
Public interior (realized)
Gastro Bar__Alco Hall
Author: Tornike Dadiani - Dadiani Architects
Area: 280 m2

Location: 15 I. Mosashvili Street, Tbilisi, Georgia

მუშაობის პროცესში, ჩვენს ძირითად მიზანს წარმოადგენდა კოქტეილ და გასტრო ბარის ზოგადი მოცემულობის გადააზრება და ახლებური სახით წარმოდგენა. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტების ეკლექტურმა სახემ გვიბიძგა „ალკო ჰოლის“ ერთიანი სტუმართმოყვარე სივრცე ჩამოგვეყალიბებინა მაქსიმალურად დახვეწილ და მიმზიდველ ადგილად. „ალკო ჰოლის“ ინტერიერის მთავარ ელემენტს წარმოადგენს სპეციალურად ამ ობიექტისთვის შექმნილი უზარმაზარი კედლის პანო, რომელსაც ერთიანი კოლაჟის სახე აქვს და შედგება რენესანსისა და ბაროკოს ეპოქების მნიშვნელოვანი ფერწერული ტილოებისა და ფრესკების დეტალებისგან. ინტერიერში გამოყენებულია სამი ძირითადი მასალა , - გაჯი, რომლითაც შელესილია ობიექტის ძირითადი კედლები, თითბერის ფურცლები და სხვადასხვა ფრად ტონირებული ბუნებრივი ხის მასალა. ინტერიერის აქცენტირებულ ელემენტს წარმოადგენს რვა მეტრის სიგრძის, უწყეტი განათებული ბარი, მინიმალური, აქცენტირებული ნათებით, რომელიც მთავარ როლს ასრულებს მეტად მყუდრო და საინტერესო გამოცდილების მომცემ გარემოს შექმნაში. დღის სხვადასხვა პერიოდში, ვიტრაჟებიდან ინტერიერში შემომავალი ბუნებრივი ჭარბი სინათლე სრულიად განსხვავებულ აქცენტებს წარმოაჩენს. ამგვარი მხატვრული გადაწყვეტების შედეგად მივიღეთ მსგავსი ტიპოლოგიის მქონე ობიექტებისგან განსხვავებული და ამავდროულად პოეტური ატმოსფერო.

Jury authorization

Name
Password
Registration Authorization

Password recovery

Email
Recovery

Participant registration

Name
Password
Repeat password
Email
Password recovery Registration