მირის გარდენი

Author: ანა კუბეცია, გვანცა მარგიანი
Area: 150000 m2
The best student project
მირის გარდენი
Author: ანა კუბეცია, გვანცა მარგიანი
Area: 150000 m2

Location: სტარიგრადი, ხორვატია

პროექტი “მირის გარდენი” მოიცავს ხორვატიის სოფელ სტარიგრადის მახლობლად არსებულ არეალს. სტარიგრადი ტრადიციული ხორვატიული სოფელია ხანგრძლივი ისტორიით, რომელიც ყოველწლიურად 90 000-მდე ტურისტს მასპინძლობს. შესაბამისად, პროექტი “მირის გარდენი” მოიაზრებს მოცემულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კურორტის მშენებლობას. კურორტის მიზანია მაცხოვრებლებსა და ტურისტებს შეუქმნას მრავალფეროვანი საცხოვრებელი, გასტრონომიული, სპორტული და დასასვენებელი სივრცეები, რომლებიც მაქსიმალურად ადაპტირდება არა მხოლოდ მის ფუნქციურ დანიშნულებასთან, არამედ ტერიტორიის გარემო- პირობებთან, ლანდშაფტთან და ადგილობრივ კლიმატთან. კომერციული ცენტრის ფორმის განვითარება მოიაზრებს ტერიტორიის ლანდშაფტთან და ნაკვეთის საზღვრებთან მორგებას. კერძოდ, შენობა იმეორებს საპროექტო ტერიტორიის ტერასულად დაღმასვლით განვითარებას და იყოფა ოთხ დონედ, რაც თავისთავად აისახება ფუნქციურ დიფერენციაციაში. სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფორმა და გეგმარება განაპირობა როგორც ადგილობრივმა კოეფიციენტებმა და შეზღუდვებმა, ასევე ტერიტორიის მდებარეობის, საშუალო ტემპერატურისა და მზის ბილიკის მონაცემებმა. ვინაიდან სტარიგრადი მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მზე ტერიტორიას სამხრეთიდან უდგება, ამიტომ მზის ენერგიის სრულად ათვისებისთვის შენობის ფორმა მოდიფიცირდება დონეების ჰორიზონტალური მოტრიალებით სამხრეთისკენ. ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ზონა ყველაზე მაღლაა და ბუნებრივია, პროექტირებისას მნიშვნელოვანი ამოცანაა ვენტილირებისა და მზის დიზაინის გამოყენებასთან ერთად მაქსიმალურად ათვისებული იყოს ხედის ხელმისაწვდომობა. კონცეფციად შეირჩა საცხოვრებელი მოდული, რომელიც საჭიროებისამებრ მოდიფიცირდება სხვადასხვა ნაკვეთზე. პროექტის სახელწოდება “ეზო” სწორედ ამ კონცეფციიდან მომდინარეობს. მცდელობა ეზოს ელემენტის არქიტექტურულ ნაწილში გადატანისა, კიბის უჯრედის ცენტრალურ ნაწილში განთავსებით. კიბის უჯრედი წარმოადგენს ორი შემხვედრი მიმართულებით განლაგებული კიბის სინთეზს, რომლის იდეაც კორპუსის მაცხოვრებლების, ვიზიტორების კიბის უჯრედზე მობილობისას ხედზე დაკვირვებისა და ამ გამოცდილებისას დაახლოვების შესაძლებლობაა. მცირე კიბე-ეზო, რომელიც როგორც პრივატული, ისე საჯაროა. კორპუსის ორ გეომეტრიულად ელემენტად დაყოფა და ამგვარად დაკავშირებაც სამეზობლოს ცნების ორგანულად სინთეზისთვის გადაწყდა.

Jury authorization

Name
Password
Registration Authorization

Password recovery

Email
Recovery

Participant registration

Name
Password
Repeat password
Email
Password recovery Registration