კერამიკული კომბინატი

ავტორი: მარიამ გვაზავა და ანა გრიგოლია
ფართობი: 2100 m2
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)
კერამიკული კომბინატი
ავტორი: მარიამ გვაზავა და ანა გრიგოლია
ფართობი: 2100 m2

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

შენობის ძლიერი დაზიანების გამო მოხდა საძირკვლის, ჩრდილო-დასავლეთის კუთხისა და ღიობების გამაგრება, ფასადის მთლიანი გასუფთავება ნალესისგან და ძველი აგურის წყობის წარმოჩენა, კოშკის დემონტაჟი და მისი ჩანაცვლება იდენტური მოცულობით. აგურის წყობა გამოჩნდა ფასადსა და კოშკზე. ფასადის ყველა არქიტექტურულმა ელემენტმა – ფანჯრებმა, კარის ღიობებმა, მოჩარჩოებამ შეინარჩუნა მანამდე არსებულის ავთენტურობა. გათვალისწინებულია ასევე პირველი სართულის შემომსაზღვრელი ცისფერი კერამიკის მოპირკეთების შენარჩუნება და აღდგენა. მოჩარჩოების, კარნიზისა და კოშკის პილასტრების თეთრი ფერი კონტრასტს ქმნის აგურის წყობასთან და გამოჰკვეთს მათ. შენობას გაფართოების მიზნით დაემატა მეოთხე სართულზე სრულფასოვანი მინა-ბლოკის სართული, რამაც გამოიწვია სახურავის დემონტაჟი. მისი სიმაღლე უტოლდება ოდნავ სახეცვლილი კარნიზის სიმაღლეს და ის ერთ მთლიან სიბრტყედ წარმოჩნდება. კომბინატის შენობას არ ჰქონდა ქუჩის მხრიდან შესასვლელი. ამიტომ დაემატა მთავარი შესასვლელი მოსკოვის პროსპექტის მხრიდან. პანდუსების სისტემა და კიბეები ლურჯი ფერის იქნება. ის შესასვლელი, რომელიც არსებობდა დასავლეთის მხრიდან, შენარჩუნდა და დამონტაჟდა ზიგზაგისებური ცისფერი სახანძრო კიბე. მესამე სართულიდან დაემატა კოშკში ასასვლელი კიბე, რომელიც მთელი კოშკის პერიმეტრს მიუყვება მესამე სართულის სახურავამდე და ზედა კოშკამდე. ინტერიერში თეთრი კიბე მოკლე გვერდის შიგა მხრიდან გაუყვება პირველიდან მესამე სართულამდე და საინტერესო ვიზუალურ ეფექტებს ქმნის. თეთრი შელესვისა და აგურის კონტრასტი შექმნილია როგორც სამუშაო სივრცეებში, ასევე დერეფნებსა და დამხმარე სათავსებში. ასევე, სადაც შესაძლებელი იყო, შენარჩუნდა შენობაში არსებული ძველი შპალერები და კედლის მოპირკეთებები, მოზაიკები და ფილები.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია