|
Public opinion |
Location: Tbilisi, Ioseliani Street
ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი წარმოადგენს დაბალი ინტენსივობის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მწკრივს იოსელიანის ქუჩის გასწვრივ; დაგეგმარება მიზნად ისახავდა სტილისტურად იდენტური 4-5 სართულიანი მრავალბინიანი სახლების პროექტირებას, რომლებიც გამორჩეული იქნებოდა არსებული განაშენიანებისაგან და შექმნიდა დამახასიათებელ სახეს იოსელიანის ქუჩისთვის. მთავარ საპროექტო გამოწვევას წარმოადგენდა საპროექტო ნაკვეთების ფართობის სიმცირე და ქანობიანი რელიეფი. ქალაქის მიწათსარგებლობის გენგემის მიხედვით ტერიოტირიას განსაზღვრული ქონდა საცხოვრებელი ზონა 3-ის დაფარვის არეალი 15 მეტრიანი სიმაღლის შეზღუდვით. შენობების არქიტექტურულ გადაწყვეტად იქცა კუბის ფორმის მოცულობები, რომელთა არქიტექტონიკა იძლეობა ერთიანი გრძივი ფასადის გატეხვის შესაძლებლობას და განსხვავებული ფაქტურის მქონე სიბრტყეების შექმნას. ქანობიანი რელიეფისა და ცალმხრივი მისადგომი გზის გათვალისწინებით, მიწისქვეშა სამანქანო პანდუსების გაჩენის თავიდან ასარიდებლად, რაც ერთის მხრივ შეამცირებდა გამწვანებული ტერიტორიის ფართობს და მეორეს მხრივ გაზრდიდა მიწისა და ბეტონის სამუშაოების ხარჯს, ავტოსადგომების სართულების დაგეგმარება მოხდა მიწისპირა სართულზე, რამაც საშუალება მოგვცა ბუნებრივად განიავებადი ავტოსადგომისა და დერეფნული სისტემის გარეშე მისაწვდომი სადარბაზო შესასვლელის მოწყობის. თითოეულ ბლოკში არის 16 ბინა, არაუმეტეს სამი ერთეულისა სართულზე. ფასადების შემავსებლად გამოყენებულია მაღალი ხარისხის თბომედეგობის ბეტონის ბლოკი, ხოლო გარე ზედაპირის მოპირკეთებულია აგურის ფაქტურიანი ფილებით, რომლებიც შენობის თბომედეგობის ხარისხს აუმჯობესწებს. მოაჯირებზე გამოყენებულია ბეტონის და ლითონის სტრუქტურა.