BCCT (Batumi City Central Tower)

Urban planning project
BCCT (Batumi City Central Tower)

Location: Batumi, Georgia

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის დასასრულში და შოთა რუსთაველის გამზირის დასაწყისში. მულტიფუნქციური კომპლექსის BCCT_ის მთავარი დანიშნულება იქნება: ქალაქის ინფრასტუქტურის, განაშენიანების სტილისა და ქალაქის არქიტექტურული კონტექსტის იდეალიზება. ცათამბრჯენის სტილსა და ფორმას დიდი გავლენა ექნება ქალაქის ინფრასტრუქტირისა და არქიტექტურის მომავალ განვითარებასთან. გარდა ტურისტებისა მულტიფუნქციური კომპლექსი გათვლილია, როგორც ქალაქის ადგილობრივი, ასევე ქვეყნის მოსახლეობისთვის. მულტიფუნქციური კომპლექსი BCCT პასუხობს მსოფლიოს არქიტექტურის განვითარების დონესა და სტანდარტს, როგორც ფუნქციების, არქიტექტურული გეგმარებისა და ინტერიერის, ასევე ექსტერიერის ფორმის, სტილისა და ა.შ. დონის თვალსაზრისით. BaTumi City Central Tower გახდება ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა არსებულ განაშენიანებასთან ერთად და ქალაქ ბათუმს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გადააქცევს, ასევე ცატამბრჯენი გააუმჯობესებს და მეტიც იდეალურს გახდის ქალაქის მნიშვნელოვან ხედებს. მულტიფუნქციური კომპლექსი BCCT მოიცავს: სასტუმროს, ბიზნეს ცენტრს, რამოდენიმე საკომფერენციო დარბაზს, კაზინოს, ღამის კლუბს, კაფე-ბარებს, რესტორნებს, რამოდენიმე ტერასას, ღია და დახურულ აუზებს, ლაგინას, მრავალფუნქციურ სპორტულ და გასართობ სივრცეებს, სპა გამაჯანსაღებელ სივრცეს, ბუტიკებსა და დეფილეებისთვის განკუთვნილ სივრცეს, იახტკლუბს, ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს, ოფსერვატორიას და ა.შ.

Jury authorization

Name
Password
Registration Authorization

Password recovery

Email
Recovery

Participant registration

Name
Password
Repeat password
Email
Password recovery Registration