Urban planning concept of Radio-City

Area: 140 m2
Best Urban Planning Student Project
Urban planning concept of Radio-City
Area: 140 m2

Location: Georgia, Tbilisi, Mukhiani - Old radio factory territory

შესავალი ბრაუნფილდის არქიტექტურა: პოსტსაბჭოთა პეიზაჟების რენოვაცია ბრაუნფილდები წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას გარდაქმნას პოსტსაბჭოთა ქალაქები, ახალი სიცოცხლის შთაბერვა მიტოვებულ ინდუსტრიულ ობიექტებად. ეს პრეზენტაცია იკვლევს ბრაუნფილდის არქიტექტურის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია დიზაინის ინოვაციურ სტრატეგიებს გააცოცხლოს ეს სივრცეები და ჩამოაყალიბოს ურბანული ლანდშაფტების მომავალი. ტერიტორიის განვითარება - მისი როლი მიმდებარე ტერიტორიების განვითარებაში რადიოქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციაში საყურადღებოა მისი როლი მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაში, როგორც ფუნქციური მნიშვნელობით ასევე სატრანსპორტო და საფეხმავლო მისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით. რადიო ქალაქის კონცეფტუალური პროექტი ითვალისწინებს ისეთი ტიპის გეგმარებას რომელიც გარშემო მიმდებარე ქუჩების შეკავშირებას უზრუნველყოფს. მაქსიმალურად გახსნილი ტიპის გეგმარება მიმდებარე ჩიხური და დაბალ გამტარ უნარიანი ქუჩების განვითარების წინა პირობაა რაც სასარგებლოდ აისახება მუხიანის დასახლებისთვის. კონცეფცია ითვალისწინებს საბაგირო სადგურს ტერიტორიის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში საიდანაც მოსახლეობას პირდაპირი კავშირი ექნება თბილისის ზღვასა და მუხიანის კერძო დასახლებასთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მიზიდულობას აღნიშნულ ტერიტორიებთან და სამომავლოდ მათ განვითარებას შეუწყობს ხელს. მრავალფუქციური პროექტის განვითარებისთვის აუცილებელია არსებული ფუნქციური ზონის ცვლილება, სამრეწველო ზონიდან საზოგადოებრივ საქმიან ზონამდე.

Jury authorization

Name
Password
Registration Authorization

Password recovery

Email
Recovery

Participant registration

Name
Password
Repeat password
Email
Password recovery Registration