Location: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია
მოცემული პროექტი გულისხმობს საპროექტო ტერიტორიაზე შეიქმნას საგანმანათლებლო და შემოქმედებითი სივრცე,რომელიც გახდება რეგიონის კულტურულ-იდეოლოგიური ცენტრი და სრულყოფს იმ ურბანულ უჯრედს, რომელიც წარმოდგენილია "საქართველოს მატიანე" ურბანული ელემენტის სახით.პროექტს სწორად შერჩეული კონცეფციით აქვს შესაძლებლობა გახდეს ურბანული ტერიტორიის ერთიანობის სიმბოლო.მუზეუმი სწორედ ის საშუალებაა რომლის მეშვეობითაც მიიღწევა "ურბანული განახლების" მეტად ფართომასშტაბიანი პროცესი.ესთეტიკის მუზეუმი შეიძლება დანახული იქნეს,როგორც ქალაქის "ვიტრინა" კულტურული მიმზიდველობით შეცვალოს ქალაქის უჯრედის ღარიბული სახე და ამით ხელი შეუწყოსი მისი კულტურული ღირებულების ზრდას. უშუალოდ ესთეტიკის მუზეუმი მოიცავს შემოქმედებით და საგამოფენო სივრცეებს,სადაც იქმნება და საზოგადოებასთან ზიარდება ხელოვნების ნიმუშები. სიტყვა "ესთეტიკა" საკვანძო როლს თამაშობს მოცემული პროექტის კონცეფციის გააზრებაში, რამეთუ ესთეტიკა არის ადამიანის უმაღლესი მდგომარეობა შეიმეცნოს სილამაზე. პროექტის "ნოუ-ჰაუ"-ს წარმოადგენს ესთეტიკის კვლევა დაძიება, მეთოდოლოგიური გზებით