|
Public opinion |
Location: პირობითი
გლობალიზაცია, დემოგრაფიული აფეთქება, თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიები და მათი მუდმივი განვითარების პროცესი ცხადყოფს გარემოს გარდაუვალ ცვლილებას. ცვლილება უპირველესყოვლისა ჩვენს ყოველდღიურობაზე აისახება, რაც პირდაპირ კავშირშია სივრცესთან, რომელშიც ვცხოვრობთ. პანდემიამ კიდევ უფრო მკაფიო გახადა უტოპიური მომავალი, რომელიც, ვფიქრობ, არც თუ ისე შორი მომავლის პერსპექტივაა. პროექტის შექმნის მიზანს წარმოადგენს მომავლის ქალაქის და მასში არსებული საცხოვრებელი კაფსულების კონცეპტუალური მოდელის შექმნა, რომელშიც ადამიანი ადაპტირებული არის გარემოსთან, პანდემიის დროსაც კი, მისი ინტერესებისა და კომფორტის შეზღუდვის გარეშე. საცხოვრებელი კაფსულები არის ტრანსფორმირებადი, მოძრაობს როგორც საკუთარი, ასევე საყრდენი ღერძის გარშემო. შესაძლებელია მათი დისტანციურად მართვა და საყრდენი სვეტის გასწვრივ მოძრაობა. კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, რომ კაფსულამ დღის განმავლობაში მაცხოვრებლის სურვილისამებრ შეიცვალოს ხედი. შესაძლებელია მათი ისე განლაგება, რომ ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ დისტანციურად კომუნიკაციაც კი. სვეტებს შორის დამონტაჟებული