Location: კახეთი,თელავი
საქართველოში ღვინის მრეწველობა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული დარგია,აქედან გამომდინარე დიდია მოთხოვნა ღვინის ქარხნების სრულფასოვან პროექტებზე.ჩემს მიერ წარმოდგენილ პროექტში,გათვალისწინებულია მსოფლიო არქიტექტურაში განვითარებული ტენდენციები.სამრეწველო ინტერიერი მხატვრულ- ესთეტიკური გამომსახველობით უფრო მაღლა დგას ვიდრე საზოგადოებრივი სივრცეების არქიტექურა,აქედან გამომდინარე პროექტირებისას უნდა გათვალისწინებულიყო საწარმოს შეუფერხებელი ფუნქციონირება და ამასთანავე ვიზიტორებისთვის გემოვნებიანი და მათზე მორგებული დასასვენებელი ტურისტული ზონების შექმნა. კონკრეტულ პროექტში გადავწყვიტე ჩარჩოებიდან გამოსვლა და შევეცადე შემექმნა თანამედროვე ტექნოსტილის ინტერიერი,სადაც ძირითად მასალებად გამოვიყენე ხე,დაუმუშავებელი ბეტონი და ქვა.ასევე განწყობა მინდოდა შემექმნა განათებით,სადაც წამყვანი თემა ტურისტულ/სადემონსტრაციო სათავსში იქნებოდა ის.