|
Public opinion |
Location: ვაკე-ბაგები
სასამართლოს საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ვაკეში, აბულაძის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის. ტერიტორია უმნიშვნელოდ ქანობიანია. პროექტი ითვალისწინებს ამჟამად ტერიტორიაზე არსებულ 4 განსაკუთრებულად შეუხედავი საცხოვრებელი ბლოკის დემონტაჟს და მის ადგილას სასამართლოსა და შესაბამისი რეკრეაციის პროექტირებას. პროექტში თავმოყრილია ყველა სივრცე, რომელიც სასამართლოს გამართულად ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. ტერიტორიაზე მოწყობილია ცალკე პარკინგი აბულაძის ქუჩის მხრიდან, საჯარო პარკინგი ჭავჭავაძის გამზირიდან და რკინის ღობით შემოსაზღვრული მონაკვეთი, მსჯავრდებულთა იზოლატორში ჩასაყვანად. მიწისქვეშა სართულზე განლაგებულია საკნები და ბადრაგის ოთახები. ზედა სართულებზე განლაგებულია დარბაზები და შესაბამისი სათავსები. სასამართლოში წარდგენილია 4 სხვადასხვა სიდიდის დარბაზი სხვადასხვა ტევადობით. ფასადები მოპირკეთებულია დეკორატიული ლესვითა და ფოლადის კორტენით. ფლიგელების დაბოლოებებში გამოყენებულია პერფორირებული პანელების სისტემა.