კაფე-კოი

Area: 900 m2
Best Public Building Student Project
კაფე-კოი
Area: 900 m2

Location: ბათუმი

„კაფე-კიო“ – სივრცე ბუნებასა და კულტურას შორის კაფე წარმოადგენს ინტერიერის კონცეპტუალურ გადაწყვეტას, რომელიც ინსპირირებულია კოის თევზით. კოი აზიურ კულტურაში აღიქმება როგორც სიმბოლო გამძლეობისა, კეთილდღეობისა და შინაგანი ჰარმონიისა.კოი არა მხოლოდ დეკორატიული არსებაა, არამედ ფსიქოლოგიური სიმბოლო, რომელიც ადამიანის ცნობიერებაზე დადებითად მოქმედებს: მისი მშვიდი მოძრაობა წყალში ამცირებს სტრესს, აძლიერებს კონცენტრაციას და ქმნის მედიტაციურ გარემოს. ინტერიერის დიზაინი გადაწყვეტილია ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვის პრინციპზე. სივრცის მთავარი ელემენტი არის წყლის აუზები, რომელთა შიგნით ინტეგრირებულია დასასხდომი ზონები. აუზების გარშემო მოძრავი კოის თევზები ქმნიან დინამიკურ გარემოს, სადაც ვიზიტორი ერთდროულად ხდება არქიტექტურის, ბუნებისა და ცოცხალი სიმბოლიკის მონაწილე. „კაფე-კიო“ არ არის მხოლოდ კაფე, არამედ სივრცე, სადაც არქიტექტურული გადაწყვეტა, კულტურული შრეები და ფსიქოლოგიური ფაქტორები ერთიანდება. იგი გვთავაზობს გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს ბუნების ესთეტიკას, სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობასა და სიმბოლურ მნიშვნელობას, რის შედეგადაც იქმნება უნიკალური ატმოსფერო.

Jury authorization

Name
Password
Registration Authorization

Password recovery

Email
Recovery

Participant registration

Name
Password
Repeat password
Email
Password recovery Registration