არქიტექტურული პრემია 2023

ჩვენი სპონსორები

Sponsors
  • გენ.სპონსორი

ჩვენი მხარდამჭერები

საუკეთესო ნამუშევრები

"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" და ჟურნალი STYLE-ს  ორგანიზატორობით,

თბილისში, 2023 წლის  11ოქტომბერს,  17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუს“ საპრეზენტაციო დარბაზში, გაიმართა:

თბილისის მე-17 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2023"-ის დაჯილდოების  საზეიმო  ცერემონიალი.

კონკურსში  მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა (უკრაინა, აზერბაიჯანი, ინდოეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, პოლონეთი, იტალია) არქიტექტორებმა და დიზაინერებმა. შემოსულია 180-მდე არქიტექტურული, ქალაქგეგმარებითი და დიზაინერული ნამუშევარი.

არქიტექტურული კონკურსი   ჟურნალი "სტილის" ორგანიზებით პირველად  2006 წელს ჩატარდა.  მას შემდეგ ტრადიციულად, ის ყოველ წელს ტარდება არქიტექტურისა და ინტერიერის დიაზინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის. 

    საერთაშორისო კონკურსში - „არქიტექტურული პრემია“ - მკაფიოდ აისახება არქიტექტურაში მომხდარი ყველა უახლესი აქტუალური მოვლენა, შედეგი საზოგადოების ჯეროვან ინტერესს იწვევს და მის წარმატებას განაპირობებს.

«არქიტექტურული პრემიის»  ერთგული მხარდამჭერი და გენერალური სპონსორი კომპანია «კაპაროლი».

კონკურსის  სპონსორები:

არქიტექტურული პრემიის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი კომპანია „ახალი ნათება“ და „ფორუმი“

რომელიც, საქართველოში, 1999 წლიდან წარადგენს   მსოფლიოში ფურნიტურის ყველაზე ცნობილი, გიგანტი ბრენდების პროდუქციას.

 

კომპანია „ზოდი“:

სარემონტო მოსაპირკეთებელი მასალები.

ბუნებრივი ქვების, შიდა და გარე კარის ყველაზე დიდი არჩევანი საქართველოში!

ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალების მულტიბრენდული შოურუმი -  „გალერეა რუმ დიზაინი

 

კომპანია „ორიონი“. ევროპაში ერთ-ერთი  უმსხვილესი

დეკორატიული სანათების მწარმოებელი ავსტრიული

კომპანია.  საქართველოში ორიონის ოფიციალური წარმომადგენელია „სინათლის სახლი ორიონი“.

 

 საერთაშორისო კონკურსის მხარდამჭერები:

        ლანდშაფტის დიზაინის და საბაღე ცენტრის კომპანია -  „გრინლენდი

მედია მხარდამჭერები  - რადიო «ფორტუნა»,  «ფორტუნა პლიუსი» და ინტერნეტ ჟურნალი homeis.ge

ჩვენი პროექტის ფოტო უზრუნველყოფას ახორციელებს – ახალგაზრდა არქიტექტორი  ალექსი ჯეირანაშვილი.

ტრადიციულად წელსაც ყველა ნომინანტი დასაჩუქრდა.

საჩუქრებ  გამარჯვებულებს გადასცა გენერალური სპონსორმა „კაპაროლი“. ყველა ნომინანტს საჩუქარი ასევე მოუმზადა ჩვენმა სპონსორმა კომპანიამ “ახალი ნათება“.

თავის რჩეულ ნომინანტებს  საჩუქრებგადასცე ჩვენი სპონსორებმა. კომპანიებმა:  „ზოდი“, „გალერეა რუმ დიზაინი“,  „ორიონი“. კიდევ უფრო სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ნომინანტები ექსტავაგანტული ბამბუკის თაიგულებით კომპანიაგრინლენდმა“ დაასაჩუქრა.

არქიტექტორთა  ასოციაციამ  დააწესა  ასოციაციის საპატიო ჯილდო. წელს უკვე მეათედ, ქართული კულტურის განვითარების და  პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ეს ჯილდო გადაეცათ საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორებს: ზურაბ ჯალაღანიასა და ალექსანდრე ჩხეიძეს


დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია