არქიტექტურული პრემია 2010

ჩვენი სპონსორები

Sponsors
  • გენ.სპონსორი
  • სპონსორი

ჩვენი მხარდამჭერები

  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა

დაჯილდოების ცერემონია

2010 წლის 24 ოქტომბერს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია"-ში გაიმართა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2010"-ის დაჯილდოების ცერემონია


საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორები, თბილისის მერიის მხარდაჭერით, არიან ჟურნალი "სტილი", "არქიტექტორთა კლუბი",
გამოფენა- კონკურსის გენსპონსორი
დეველოპერული  კომპანია White Development Group და კომპანია "საიმონი"

სპონსორი :
კაპაროლ ჯორჯია

მხარდამჭერები:
"ახალი ნათება", ბაზისბანკი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი
ზარაფხანა,
I სტუდიო, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტი,
კომპანია "ჰერბოვიტალ 2-ს წარმომადგენლობა საქართველოში",  მოდერნ გრაფიკი,

საინფორმაციო მხარდამჭერები:
ტელეკომპანია "რეალ ტივი"
გაზეთები: "24 საათი", "პრაიმ თაიმი",
"ფოტო ლაიფ სტუდიო", "ე-ინფო"

არქიტექრურული პრემია 2010" -ს პრიზი დამზადებულია თბილისის "ზარაფხანას" და მოქანდაკე დავით ყიფშიძის მიერ. 

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ გამარჯვებული  ნომინანტებისთვის საჩუქრები დააწესეს კოპანიებმა:
- კომპანია "დურუჯი მინერალმა"
-  ბაგრატიონმა
- " ჰერბოვიტალ 2-ს წარმომადგენლობამ საქართველოში"

წელს, უკვე მეორედ, "არქიტექტორთა კლუბის" პარტნიორმა კომპანიამ " ჰერბოვიტალ 2-ს წარმომადგენლობა საქართველოში" კონკურსის ექვსი ნომინაციის ლაურეატს გადასცა მოსაწვევები, იტალიაში ერთკვირიან ვორკშობში მონაწილეობის მისაღებად.

არქიტექტორების სტიმულირებისათვის, მათი ნამუშევრების პოპულარიზაციისათვის და საზოგადოებაში მშენებლობისა და არქიტექტურის რეიტინგის ასამაღლებლად - საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრებისა და საუკეთესო ინტერიერების გამოსავლენად2006 წელსჟურნალი,,სტილის" ეგიდით, საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს - საქართველოში პირველად ჩატარდა კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2006". პროექტმა პროფესიონალების, სამშენებლო თუ არქიტექტურული კომპანიების, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესი გამოიწვია. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა არეალი გაფართოვდა და პროექტმა საერთაშორისო დატვირთვა მიიღო.

2007 წელს, ჟურნალი "სტილის" და კომპანია "კაპაროლ-ჯორჯიას" ორგანიზატორობით, ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2007".

2008 წელს, თბილისობის დღესასწაულზე, 26 ოქტომბერს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ჟურნალი "სტილისა" და სამშენებლო კომპანიის "პლანეტას" ორგანიზატორობით ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2008".

2009 წელს, ჟურნალი "სტილის" და "არქიტექტორთა კლუბის" ეგიდით და თბილისის მერიის თანაორგანიზატორობით ჩატარდა საერთაშორისო  გამოფენა-კონკურსი, "არქიტექტურული პრემია 2009".

დღეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პროექტი კიდევ უფრო აქტუალურია, მითუმეტეს, მის მიმართ ინტერესი პროფესიონალების მხრიდან (როგორც ქართველების, ასევე უცხოელების), კვლავ მზარდია, შედეგად, პროექტი გრძელდება: წელს, ჟურნალი "სტილის" და "არქიტექტორთაკლუბის" ეგიდით კვლავ ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსი, "არქიტექტურული პრემია 2010".

- საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2010" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.
- საერთაშორისო კონკურსი ტარდება არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილება რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2010".
საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები დამტკიცდა კონკურსის ორგანიზატორების მიერ.

კონკურსზე წარმოდგენილი იქნა 310 ობიექტი შემდეგ ნომინაციებში:
საერთაშორისო კონკურსზე განიხილება ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  1. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
  2. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (პროექტი)
  3. საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
  4. საზოგადოებრივი ნაგებობა (პროექტი)
  5. მრავალბინიანისაცხოვრებელისახლიანკომპლექსი (რეალიზებული)
  6. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (პროექტი)
  7. საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
  8. საცხოვრებელი ინტერიერი (პროექტი)
  9. საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
  10. საზოგადოებრივი ინტერიერი (პროექტი)
  11. რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
  12. რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (პროექტი)
  13. ქალაქგეგმარებითი პროექტები (რეალიზებული)
  14. ქალაქგეგმარებითი პროექტები (პროექტი)
  15. ლანდშაფტური არქიტექტურა (რეალიზებული)
  16. ლანდშაფტური არქიტექტურა (პროექტი)
  17. სტუდენტური პროექტი
  18. კონკურსგარეშე მონაწილე*

მონაწილეობა მიიღო 248 არქიტექტორმა და დიზაინერმა, მათ შორის უცხოელმა არქიტექტორებმა - აზერბაიჯანიდან, ლიტვიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან.

არქიტექტურულ პრემიას წარმოადგენს:

  • პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
  • ლაურეატის დიპლომი;
  • ალტერნატიული ჟიურის პრემია;
  • პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.

საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ყალიბდება კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს ასრულებს წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.

ამჯერად ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, წინამდებარე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატებიც არიან.
საერთაშორისო კონკურსის ჟიური:
- საერთაშორისო პროფესიონალური საბჭო (ჟიური);
- საზოგადოებრივი საბჭო (ალტერნატიული ჟიური).
- გარდა ამისა,  კონკურსის ვებ-გვერდზე, პროექტების შესაფესებისას დაფიქსირდა საზოგადოებრივი აზრი.  მათ მიერ
ნამუშევრების შეფასებისას შეირჩა სამი ნომინაცია:

" საუკეთესო შენობა" ,
"საუკეთესო ინტერიერი".
"საუკეთესო არქიტექტურული პროექტი"

"არქიტექტურული პრემია 2010"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, შეარჩია ბოლოწლების განმავლობაში განხორციელებული საუკეთესო პროექტები (ობიექტები წარმოდგენილი იყო სპეციალურ ვებსაიტზე და ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი), ობიექტურად შეაფასა (ჟიურის წევრებმა ვებსაიტზე 10 ბალიანი სისტემით შეაფასეს ობიექტები - შედეგები ავტომატურად დაჯამდა და გამოავლინა
გამარჯვებულები)
 თანამედროვე არქიტექტურის განვითარების დონე და ახალი
აქტუალური ტენდენციები ამ სფეროში.

კონკურსში გამარჯვებულ ნომინანტთა დასახელება შედგა დაჯილდოების
საზეიმო ცერემონიალზე 2010 წლის 24 ოქტომბერს სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია"
დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - თბილისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს, კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, საგამოფენო დარბაზში ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია. დაჯილდოების ცერემონიალი 5 საათზე დაიწყო. იგი მიჰყავდათ მსახიობებს - ცისია მეტრეველს და ლევან ხურციას.  ცერემონიალს მუსიკალურად აფორმებდა თბილისი მერიის სიმფონური კვარტეტი.

დაჯიდოების საზეიმო ცერემონიალზე ჟურნალი "სტილის" რედაქტორმა ნინო ლაღიძემ დამსწრე პუბლიკას მოახსენა კლუბის საქმიანობის და ჟურნალი "სტილის" და "არქიტექტორთა კლუბის ახალ პროექტის შესახებ. . მან მადლობა გადაუხადა კონკურსის ყველა მესვეურს, მხარდამჭერს, კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს.

საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2010" საუკეთესო ნომინანტებს და ლაურეატებს პრიზები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა ზაალ სამადაშვილმა, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბატონმა ნიკა ვაჩეიშვილმა, ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა  ბატონმა დავით ავალიანმა, "ქალაქპროექტის" დირექტორს, თბილისის განვითარების ფონდის მთავარმა არქიტექტორმა,  ბატონმა მანუჩარ მახათაძემ, ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა,  ბატონმა არესი ბოჭოიძემ, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ ბატონმა დავით აბულაძემ, საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2010" გენერალური სპონსორის, კომპანია "ვაით დეველოპმენტ გრუპ"-ს და კომპანია "საიმონის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ქალბატონმა, ნინო მაჭავარიანმა, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის დეკანმა, ბატონმა გოჩა მიქიაშვილმა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანმა ნოდარ ამაშუკელმა, წინა წლებში ჩატარებული კონკურსების ლაურეატებმა.

ცერემონიის დასასრულს, საზოგადოებას მოკლე სიტყვით მიმართა ჟურნალი "სტილის" და "არქიტექტორთა კლუბის" დამფუძნებელმა, ბატონმა, დიმიტრი მოსულიშვილმა. მიმოიხილა საერთაშორისო კონკურსის მნიშვნელობა ქართულ სინამდვილეში, მისი შედეგები და გახსნილად გამოაცხადა შემდგომი საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2011".

დასასრულს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს.
კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები გამოქვეყნდება ჟურნალ "სტილში" და გამოიცემა კატალოგის სახით; გამარჯვებული პროექტები გამოიფენილი იყო დაჯილდოების ცერემონიალისათვის განკუთვნილ სივრცეში; გაშუქდა ტელევიზიის, რადიოსა და მასმედიის საშუალებით; საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება ყოველწლიურად.

დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
ავტორიზაცია