წესები და პირობები

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღების წესები და პირობები:

კომპანია ააიპ საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია პერიოდულად ატარებს არქიტექტურული ნამუშევრების კონკურსებს თავის ვებ -გვერდის wwwarchiaward.com - ის მეშეობით. კონკურსზე 2022 წლიდან ნამუშევრების წარდგენა (ვებ-გვერდზე ატვირთვა) ფასიანია.ერთ ნომინაციაში ერთი პროექტის ატვირთვის ღირებულება არის 60 ლარი.


  • საერთაშორისო კონკურსზე, 2022 წლის 15 ივნისამდე მიიღება ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საცხ. სახლების, ბინების, საზოგადოებრივი შენობების, რეალიზებული პროექტები,საინტერესო საინვესტიციო ქალაქგეგმარებითი კონცეფციები და არქიტექტურული პროექტები;

  • კონკურსანტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ ნამუშევართა ნებისმიერი რაოდენობა და ერთდროულად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ნომინაციებში;

  • საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2022" დებულების შესაბამისად,პრემიის მაძიებელებად სახელდებიან პროექტები შესარჩევი ტურის გავლის შემდგომ;

  • არქიტექტურული პრემიის მოსაპოვებლად განსახილველი ნამუშევრები მიიღებაrn 2022 წლის 15 ივნისამდე ინტერნეტის მეშვეობით კონკურსის სპეციალურ ვებგვერდზე წარმოსაჩენად.

საერთაშორისო კონკურსის ჩატარების თანამიმდევრობა


  • "არქიტექტურულიr პრემიაr 2022"-ის მოსაპოვებლად წარმოდგენილი ნამუშევრები განიხილება ორგომიტეტის მიერ. ნამუშევრების შერჩევა წარმოებს ვებ გვერდზე სამ ეტაპად:

    • წარმოდგენილიrn პროექტების განხილვა;

    • მათგან საუკეთესოს შერჩევა;

    • გამარჯვებულr ნომინანტთა დაჯილდოება.

საერთაშორისო კონკურსის " არქიტექტურული პრემია 2022" ლაურეატებს განსაზღვრავს საერთაშორისო პროფესიული ჟიური და საზოგადოებრივი აზრი (ინტერნეტის მეშვეობით, საზოგადოების მიერ ნამუშევრების შეფასება კონკურსის საიტზე და სოციალურ ქსელებში).

ნამუშევართა შეფასება სპეციალური კოდირებული სისტემით ჩატარდება. ვებ გვერდზე წარმოდგენილი, თავისი ნომრით აღნიშნული თითოეული ობიექტი, ვიზუალურად, ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2022" პროფესიული ჟიურის თითოეული წევრი და ასევე საზოგადოების ნებისმიერი წევრი ფარული კენჭისყრით (ინტერნეტის მეშვეობით), 10 ბალიანი შკალით აფასებს წარმოდგენილ მასალას, გამოყოფს, რა თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნამუშევარს.

  • ნამუშევრების შემფასებელს აქვს მხოლოდ ერთი ხმის მიცემის უფლება;

  • იმ შემთხვევაში თუ კონკურსზე წარმოდგენილია საერთაშორისო პროფესიული ჟიურის წევრის ნამუშევარი, იგი (წევრი) ხმას არ აძლევს თავის ნამუშევარს 
  • ( წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შეფასება ანულირდება);
  • დაr მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ გახდება ცნობილი ავტორისვინაობა, შესაბამისად დაფიქსირდება ვებგვერდზე.

  • ცვლილების განხორციელება

  • კონკურსის ორგანიზატორი  უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინებით.

  • მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.

დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია