არქიტექტურული პრემია 2007

ჩვენი მხარდამჭერები

საუკეთესო ნამუშევრები

2007 წლის 28 ნოემბერს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო
ცენტრში "მუზა" (დირექტორი: გია ჯანბერიძე) შედგა საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2007" დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.


კონკურსის ორგანიზატორები:
ჟურნალი "სტილი”,
კომპანია "კაპაროლ ჯორჯია"

პროექტის მხარდმჭერები
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრი "მუზა",
კომპანია "აქსისი",
სარეკლამო კომპანია "მოდერნგრაფიკი",
შ.პ.ს. "ზარაფხანა"

საინფორმაციო მხარდამჭერები:
ტელეკომპანიები: "რუსთავი 2", "მზე", "აჭარა".
რადიო: "უცნობი", "იმედი".
ჟურნალები: "ამარტა", "ანაბეჭდი", "პირველი".
გაზეთი: "24 საათი".

საქართველოში, არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროში არსებული რეალობის საფუძველზე, საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრებისა და საუკეთესო ინტერიერების გამოსავლენად, არქიტექტორების სტიმულირებისათვის, მათი ნამუშევრების პოპულარიზაციისათვის და საზოგადოებაში მშენებლობისა და არქიტექტურის რეიტინგის ასამაღლებლად - 2006 წელსჟურნალი ,,სტილის" ეგიდით, საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს - საქართველოში პირველად ჩატარდა კონკურსი ,,არქიტექტურული პრემია 2006". პროექტი გრძელდება - 2007 წელს ჟურნალი "სტილის"და კომპანია "კაპაროლ-ჯორჯიას" ორგანიზატორობით ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2007". წინამდებარე კონკურსის დამთავრებისთანავე ჩვენს ვებ გვერდზე მთელი წლის განმავლობაში, 2007 წლის 13 ნოემბრამდე შემოდიოდა საკონკურსო ნამუშევრები.

საერთაშორისო კონკურსზე განხილული იქნა ბოლო ხუთი წლის მანძილზე განხორციელებული საცხოვრებელი სახლების, ბინების, საზოგადოებრივი შენობების რეალიზებული პროექტები და საინტერესო, რეალიზებადი საპროექტო გადაწყვეტები.

საერთაშორისო კონკურსში "არქიტექტურული პრემია 2007" ნამუშევრები განიხილებოდა შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  • საუკეთესო ინდივიდუალური საცხოვრებელი შენობა;
  • საუკეთესო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ან კომპლექსი;
  • საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა;
  • საუკეთესო რეკონსტრუირებული - რესტავრირებული შენობა;
  • საუკეთესო საცხ. სახლის ინტერიერი;
  • საუკეთესო საზოგადოებრივი შენობის ინტერიერი;
  • კონკურსგარეშე მონაწილე.

კონკურსის ორგკომიტეტის დადგენილებით ჩატარდა კონკურსგარეშე პროგრამა, რომლის მიზანი იყო, განსახილველი მასალის ფონზე გამოკვეთილიყო მომავალი კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2008" ახალი ნომინაციები, არქიტექტურის, მშენებლობის სფეროში არსებული სიახლეები და მიმდინარე პროცესები.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა. სულ დაფიქსირდა 107 მონაწილე.

წარმოდგენილი იქნა 105 ობიექტი.

"არქიტექტურული პრემია 2007” - მიენიჭად არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისათვის.

14 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო კონკურსზე "არქიტექტურული პრემია 2007" წარმოდგენილ ნამუშევრებს, საუკეთესო ნომინანტებს, ლაურეატებს განიხილავდა და განსაზღვრავდა საერთაშორისო პროფესიული ჟიური და საზოგადოებრივი ჟიური.

ჟიურის შემადგენლობა დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2007" ერთ-ერთი ორგანიზატორის - ჟურნალი "სტილისორგკომიტეტის მიერ.

პროფესიულ ჟიურის წარმოადგენენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები, დიზაინერები:
დიმიტრი მოსულიშვილი, ნინო ლაღიძე, ნიკა კილასონია, გივი ქობულია, ვასილ ქობულია, გაგა კიკნაძე, ლევან მუშკუდიანი, ზურაბ ნიკოლაიშვილი, დავით ნიკოლაიშვილი, მარიკა ქურთიშვილი,
ნია მგალობლიშვილი, გოგი კვიწინაშვილი, დავით ბაირამაშვილი, გოგი სულაბერიძე, დიმიტრი მოსიაშვილი, მანუჩარ მახათაძე, ვალერი ბახტაძე, გია ყიფიანი, ნანა ცომაია, გოჩა მიქიაშვილი, დიეთერ ფვანენშტეილი, მარტინო პედროზი, რაგიმ სეიფულაევი, ვილიუს ადომავიჩიუსი, ტრაინაუსკასი.

საზოგადოებრივს - კულტურის, ხელოვნების სფეროთა და საზოგადო მოღვაწეთა თვალსაჩინო წარმომადგენლები: ბასა ფოცხიშვილი, ეკა ჯაფარიძე, შოთა გლურჯიძე, გიორგი კალანდია, ქეთუსია იგნატოვა, გიო ხუციშვილი, ეკა ჯავახიშვილი, ავთანდილ ცქვიტინიძე, ნიკუშა შენგელაია, ხატია შამუგია.

ნამუშევრები სპეციალური კოდირებული სისტემით შეფასდა.ვებ გვერდზე წარმოდგენილი, თავისი ნომრით აღნიშნული თითოეული ობიექტი, ვიზუალურად, ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი.
საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2007" პროფესიული და საზოგადოებრივი საბჭოების თითოეულმა წევრმა ფარული კენჭისყრით (ინტერნეტის მეშვეობით), 10 ბალიანი შკალით შეაფასა წარმოდგენილი მასალა, ყოველ ნომინაციაში შერჩეული იქნა სამი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან საბოლოოდ გამოვლინდა ერთი ლაურეატი. მხოლოდ ამის შემდგომ გახდა ცნობილი ავტორთა ვინაობა.

5 საათზე საზეიმო ვითარებაში დაიწყო დაჯილდოების პრეზენტაცია. კონკურსანტთა დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, სიმებიანი კვარტეტის (მაია მამარდაშვილი, რუსუდან კიკნაძე, მარინა კუტუბიძე, სოფიო ხოსროშვილი) მიერ შესრულებული მუსიკის ფონზე, შესაძლებლობა ჰქონდათ, "მუზას" საგამოფენო დარბაზში ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია.

დაახლოებით ექვსი საათისთვის დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც მიჰყავდათ მსახიობებს, ნანა შონიას (სარდაფის თეატრი) და ზურაბ გეწაძე (მარჯანიშვილის თეატრი). დაჯილდოების ცერემონიალს მუსიკალურედ აფორმებდა ჯაზ-ტრიო, ოთარ მაღრაძის, ამირან ცქიტიშვილის და ნიკა გვრიტიშვილის მონაწილეობით.

გამარჯვებულ ნომინანტთა და საზოგადოებას მიესალმნენ საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორები: კომპანია "კაპაროლ ჯორჯიას" დირექტორი ბატონი ბორის გამრეკელი, კომპანია "სტილის" დირექტორი ეკა ჯავახიშვილი, ჟურნალი "სტილის" რედაქტორი ნინო ლაღიძე.
წამყვანების მიერ, მუსიკის, ქართული კინოფილმებიდან ამოღებული ფრაგმენტების და კონკურსანტთა ნამუშევრების ეკრანზე ჩვენების ფონზე დასახელდა გამარჯვებული ნომინანტები და ნომინაციათა ლაურეატები. მათ გადაეცათ სპეციალური პრიზები და დიპლომები.
საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2007" მთავარ ჯილდოს წარმოადგენდა მცირე ზომის სკულპტურა, რომლის დიზაინი შესრულდა კონკურსის მხარდამჭერის შ.პ.ს. "ზარაფხანას" მიერ.

ნომინაციების მიხედვით, ნომინანტებს აჯილდოებდნენ: წინამდებარე კონკურსის პრიზიორები - არქიტექტორები, გივი ქობულია, ზურაბ ნიკოლაიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის დეკანი, ბატონი გოჩა მიქიაშვილი, "არქ. პრემია 2007" -ს საზოგადოებრივი ჟიურის წევრი ქეთუსია იგნატოვა, "არქ. პრემია 2007" -ს ორგანიზატორები: ჟურნალი "სტილის" გამომცემელი, ბატონი დიმიტრი მოსულიშვილი, კომპანია "კაპაროლ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ბორის გამრეკელი, მარკეტინგის მენეჯერი ქეთა ყავლაშილი.

საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2007" საინფორმაციო მხარდაჭერისათვის, მისი მიმდინარეობის ვრცლად გაშუქებისათვის, კონკურსის ორგ კომიტეტმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ქალბატონი ნინო არაზაშვილი.

ყველა ნომინანტისათვის საჩუქრები დააწესა კომპანია "კაპაროლ ჯორჯიამ" და კომპანიამ "თელიანი ველი".

დაჯილდოების ცერემონიალის დასასრულს, საზოგადოებას მოკლე სიტყვით მიმართა ჟურნალი "სტილის" გამომცემელმა დიმიტრი მოსულიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა კონკურსის ყველა მესვეურს, მხარდამჭერს, კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს.

მიმოიხილა საერთაშორისო კონკურსის მნიშვნელობა ქართულ სინამდვილეში, მისი შედეგები და გახსნილად გამოაცხადა შემდგომი საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2008".
დასასრულს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს.

ფოტო მასალა მოგვაწოდეს: თამუნა ჯალაღანიამ და თორნიკე გაბინაშვილმა.

პროექტი გრძელდება. ჟურნალი "სტილი" კვლავ იწვევს არქიტექტორებს და დიზაინერებს საერთაშორისო კონკურსში"არქიტექტურული პრემია 2008" მონაწილეობის მისაღებად.

დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია