ორგკომიტეტის შესახებ

საერთო მდგომარეობა

საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2024" ორგკომიტეტი იქმნება იმ მიზნით, რომ მოახდინოს კონკურსთან დაკავშირებული ყოველგვარი მიმართულების სამუშაოების და მათი ორგანიზების კოორდინაცია თუ კონტროლი.

ორგკომიტეტის შემადგენლობა მტკიცდება საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორის - "არქიტექტორთა ასოციაციის" და ჟურნალი "სტილის" მიერ.

ორგკომიტეტი ახორციელებს თავის საქმიანობას არსებულ მდგომარეობასთან შესაბამისად - საერთაშორისო კონკურსის პირობებისა და კონკურსზე განსახილველად პროექტების მიღების პირობების შესაბამისად.

ორგკომიტეტს აქვს უფლება, საერთაშორისო კონკურსის მომზადებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს დასახული მიზნის შესრულების დრო. სამუშაო ჯგუფების რაოდენობა შეუზღუდავია.

სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ფორმირდება ორგკომიტეტის მიერ.

ორგკომიტეტისა და სამუშაო ჯგუფის მუშაობის თანრიგი განისაზღვრება არსებული მდგომარეობით.


ორგკომიტეტისა და სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაცია

ორგკომიტეტის თათბირები ტარდება აუცილებლობის შემთხვევაში (არანაკლებ თვეში ერთხელ).

ორგკომიტეტის თათბირს ატარებს ორგკომიტეტის ხელმძღვანელი, ცალკეულ შემთხვევაში იგი უფლებამოსილია თათბირის წამართვა დაავალოს ორგკომიტეტის ერთერთ წევრს.

ორგკომიტეტის თათბირებზე განიხილება საკითხები,სამუშაო გეგმის შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია - საერთაშორისო კონკურსის დამფუძნებლების მიერ.

სამუშაო ჯგუფის თათბირებზე მუშავდება საორგანიზაციო, ტექნიკური, ფინანსური, შემოქმედებითი საკითხები, აგრეთვე განიხილება წინადადებები საერთაშორისო კონკურსის რეალიზაციისათვის, საზოგადოებრივი ინიციატივები.

სამუშაო ჯგუფის სამუშაო გეგმა მტკიცდება ორგკომიტეტის მიერ.

ორგკომიტეტის სხდომის ჩატარების შესახებ ორგკომიტეტისა და სხდომაზე მოწვეულთა დროულად ინფორმირებას ახდენს ორგკომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი.

ორგკომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე, ორგკომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობის მიხედვით.

ორგკომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტები მზადდება ამდაგვარი საკითხების გადამჭრელი პასუხისმგებელ პირთა მიერ და განიხილება ორგკომიტეტში თათბირამდე არაუგვიანეს ორი დღისა.

ორგკომიტეტის ფუნქციები

ორგკომიტეტის ფუნქციებს მიეკუთვნება:


  1. საერთაშორისო კონკურსის ჩატარების კონტროლი და კოორდინაცია;

  2. საერთაშორისო კონკურსის ჩატარების განსაზღვრა (ჩატარების ეტაპები, მონაწილეთა შეფასების მეთოდები);

  3. ჟიურის შემადგენლობის ფორმირების მეთოდიკის განსაზღვრა;

  4. გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებრივი საბჭოს შემადგენლობის შესახებ;

  5. პუბლიკაცია საერთაშორისო კონკურსის ჩატარების შესახებ;

  6. დამტკიცებული გეგმის მიხედვით, კონკურსის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებების ჩატარება;

  7. საერთაშორისო კონკურსის საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად, საინფორმაციო სპონსორებთან სამუშაოს კოორდინაცია;

  8. საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების თავმოყრა და მათი შესაბამისობის კონტროლი კონკურსის მოთხოვნებთან და ჟიურის მუშაობის კოორდინაცია;

  9. პროფესიული ჟიურის მიერ მიღებულ რეზულტატთა დარეგისტრირება;

  10. საერთაშორისო კონკურსის ლაურეატებისა და ნომინანტთა დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზაცია.

 ორგკომიტეტის უფლებები

ორგკომიტეტს აქვს უფლება:

1.    პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მართებულობის შემოწმებისა;

2.    საერთაშორისო კონკურსის მოთხოვნებისადმი შეუსაბამისობის შემთხვევაში, უარი განუცხადოს პრეტენდენტს კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე;

3.    მოახდინოს მონაწილეთა დისკვალიფიკაცია დადგენილი წესების, საერთაშორისო კონკურსის მოთხოვნებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში; აგრეთვე არასწორი ინფორმაციის წარმოდგენისას.

 

ორგკომიტეტის მოვალეობანი

ორგკომიტეტი ვალდებულია:

  1. შექმნას თანაბარი პირობები კონკურსის ყველა მონაწილესათვის;

  2. უზრუნველყოს საერთაშორისო კონკურსის ჩატარების პიარი;

  3. უზრუნველყოს მონაწილეთაგან მიღებული მონაცემთა კონფიდენციალურობა;

  4. დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიამდე საჯაროდ არ განავრცოს საერთაშორისო კონკურსის შედეგები.

ორგკომიტეტის პასუხისმგებლობა

ორგკომიტეტი პასუხისმგებლობას იღებს მასზედ, თუკი:


  • დაარღვევს საერთაშორისო კონკურსის მომზადებისა და ჩატარების ნებისმიერ პროცედურას, რომელიც პროექტის ჩატარების პროგრამის მიხედვით არის გათვალისწინებული;  

  • დაარღვევს საერთაშორისო კონკურსის ჩატარების ვადებს, კონკურსის მონაწილეთა წინასწარი (არაუგვიანეს 10 დღისა) გაფრთხილების გარეშე.  

ორგკომიტეტი არ არის პასუხისმგებელი თუკი:

  • განაცხადი არასრულად და გაურკვევლად არის შევსებული;  

  • გარკვეული პრეცენდენტის შედეგად დაირღვა კონკურსის ვადები;

 


 

დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია