არქიტექტურული პრემია 2019

ჩვენი სპონსორები

Sponsors
  • გენ.სპონსორი
  • სპონსორი

ჩვენი მხარდამჭერები

საუკეთესო ნამუშევრები

"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის", ჟურნალი "STYLE"-ს ორგანიზებით ჩატარდა თბილისის მერვე საერთაშორისო არქიტექტურის ფესტივალი


მე-8 საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის ფარგლებში:
2019 წლის 15 დეკემბერს - გაიმართა მე-14 საერთაშორისო კონკურსში - "არქიტექტურული პრემია 2019" - გამოვლენილი საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინერული ნამუშევრების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები:
საერთაშორისო კონკურსის გენერალური სპონსორი:
„კაპაროლი“

საერთაშორისო კონკურსის სპონსორი:

კომპანია „ორიონი“. ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი
დეკორატიული სანათების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია. საქართველოში ორიონის ოფიციალური წარმომადგენელია „სინათლის სახლი ორიონი“.
საერთაშორისო კონკურსის მხარდამჭერები:
ბელმეზონი“ - მსოფლიოს წამყვანი ბრენდების კონცეპტუალური შოურუმი
კარ-ფანჯრების, მზისგან საჩრდილობელი, ინტერიერისა და ექსტერიერის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია - „დიო“
ლანდშაფტის დიზაინის და საბაღე ცენტრის კომპანია - „გრინლენდი“
ფოტო უზრუნველყოფა – თონო გიორგობიანი
მედია მხარდამჭერები: რადიოები «ფორტუნა» და
«ფორტუნა პლიუსი»

საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2019" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.

  • საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
  • საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილული იქნა რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
  • საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
  • საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2019".

საერთაშორისო კონკურსზე განიხილული იქნა ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
  • საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
  • საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
  • საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
  • რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
  • სტუდენტური პროექტი
  • არქიტექტურული პროექტები
  • ქალაქგეგმარებითი პროექტი
  • მწვანე არქიტექტურა (რეალიზებული)

არქიტექტურული პრემიას წარმოადგენდა:

  • პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
  • ლაურეატის დიპლომი;
  • პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.

საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს შეასრულა წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.
ამჯერად ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემიის“ ლაურეატებიც იყვნენ.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა.

სულ დაფიქსირდა 167 მონაწილე.
წარმოდგენილი იქნა 188 ობიექტი.
"არქიტექტურული პრემია 2019" - მიენიჭათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისთვის.
ჟიურის შემადგენლობა დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსის" არქიტექტურული პრემია 2019" ერთ-ერთი ორგანიზატორის -,, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ"არქიტექტურული პრემია 2019"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, შეარჩია ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტები. სპეციალურ ვებ გვერდზე წარმოდგენილი ობიექტები ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. ჟიურის წევრებმა ვებ გვერდზე 10 ბალიანი სისტემით ობიექტურად შეაფასეს ობიექტები - შედეგები ავტომატურად დაჯამდა და გამოავლინდა გამარჯვებულები.
ყოველ ნომინაციაში შერჩეული იქნა ერთი, ორი, სამი ან ოთხი  საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან საბოლოოდ გამოვლინდა ერთი ლაურეატი. მხოლოდ ამის შემდგომ გახდა ცნობილი ავტორთა ვინაობა.
15 დეკემბერს სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" საპრეზენტაციო დარბაზში „უშბა“, 17:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში დაიწყო დაჯილდოების პრეზენტაცია.
კონკურსანტთა დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, საგამოფენო დარბაზში ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია.
დაჯილდოების ცერემონიალი, მიჰყავდა ცნობილ ტელესახეს  და წარმყვანს ნინო არაზაშვილს გამარჯვებულ ნომინანტებს და საზოგადოებას მიესალმნენ საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორები: ნინო ლაღიძე და დიმიტრი მოსულიშვილი.
ნომინანტთა დაჯილდოებისას საქართველოს არქიტექორთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, არქიტექტურის სფეროში მოღვაწეობისათვის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ:
თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, წმინდა გიორგის ორდენის, ღირსების ორდენის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი ვაჟა ორბელაძე და   საქართველოს დამსახურებული ღვაწლმოსილი არქიტექტორი, მრავალი არქიტექტურული კონკურსის ლაურეატი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიის მფლობელი   ნარგიზა ბუჯიაშვილი
„საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“ გადაწყვეტილებით ობიექტის არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსრუქციისთვის, თბილისის განვითარების ფონდს და მის ხელმძღვანელს ალექსანდრე ტოგონიძეს  გადაეცათ სპეციალური პრიზი.
ასევე „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციამ“ სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის ავტორები: ნანა კუპრაშვილი, სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუბაშვილი,  უფროსი რესტავრატორი   ელენე თორღვაიძე  და „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრი“.
მუსიკის და კონკურსანტთა ნამუშევრების ეკრანზე ჩვენების ფონზე დასახელდა გამარჯვებული პროექტები და ნომინაციათა ლაურეატები. მათ გადაეცათ სპეციალური პრიზები და დიპლომები.
კონკურსის ნომინაციების ავტორებს ჯილდოები გადასცეს:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ;
სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ურბანული განვითარების სამმართველოს უფროსმა ქალბატონმა სოფიო მაისურაძემ;
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტოგონიძემ;

დამსახურებულმა, ღვაწლმოსილმა არქიტექტორებმა და „არქიტექტურული პრემიის“ წინა წლებში გამარჯვებულმა არქიტექტორებმა.
ნომინანტისათვის საჩუქრები დააწესეს კომპანიებმა : „კაპაროლი“, „ბელმეზონი“,  „დიო“, „ორიონი“, „გრინლენდი“ და აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირმა.
დაჯილდოების მსვლელობისას წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემიის" მიმოხილვა 2006 წლიდან დღემდე".
დაჯილდოების მსვლელობისას  საერთაშორისო კონკურსის მხარდამჭერმა კომპანია „დიომ“ დამსწრე საზოგადოებას შესათავაზა მინი ვიქტორინა და გამარჯვებულებს სპეციალური სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.
დასასრულს, აღნიშნა საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის მნიშვნელობა და შემდგომი საერთაშორისო არქიტექტურის კონკურსი - "არქიტექტურული პრემია 2020" გახსნილად გამოაცხადა. დაჯილდოების ბოლოს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს.
კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის და არქიტექტურული პროექტების პრეზენტაციის ამსახველი მასალა გამოქვეყნდება ჟურნალი "სტილის" 70-ე ნომერში.

პროექტი გრძელდება. "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია"და ჟურნალი "სტილი" კვლავ იწვევს არქიტექტორებს და დიზაინერებს საერთაშორისო კონკურსში "არქიტექტურული პრემია 2020" -ში მონაწილეობის მისაღებად.

დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია