საერთო დებულებები
- საერთაშორისო გამოფენა-კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2024" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.
- საერთაშორისო კონკურსის დამაარსებელი და ორგანიზატორია "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია" და ჟურნალი "სტილი" .
- საერთაშორისო კონკურსი ტარდება არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
- საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილება რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
- საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერები დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ საქართველოს არქიტექტურის განვითარებისსაქმეში.
- საერთაშორისოr კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭებათ "არქიტექტურული პრემია 2024".
- საერთაშორისოკონკურსის ნომინაციები მტკიცდება ჟიურის (პროფესიული საბჭო) და კონკურსის ორგანიზატორების მიერ.
კონკურსზე განიხილება ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
- ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი(რეალიზებული)
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)*
- საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
- საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)*
- საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)*
- რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)*
- ლანდშაფტური არქიტექტურა (რეალიზებული)
- სტუდენტური პროექტი*
- არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)*
- ქალაქგეგმარებითი პროექტი
- ავეჯის დიზაინი(რეალიზებული)
ყურადღება სიახლე!
1.* - იმ შემთხვევაში, თუ კი მონიშნულ ნომინაციებში საკონკურსოდ ატვირთულ ნამუშევრებს შორის გამოვლინდა რამდენიმე (სამზე მეტი) ერთი და იგივე დანიშნულების ობიექტთა ჯგუფი, მაშინ ეს ობიექტები შეფასდება ცალკე ქვე-ნომინაციების მიხედვით.
მაგალითად: ნომინაციაციაში -„ საზოგადოებრივი შენობა (რეალიზებული)“ - შემოსული ობიექტების ერთი და იგივე დანიშნულებიდან და მათი რაოდენობრივი (სამზე მეტი) მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ეს ნომინაცია შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ქვე-ნომინაციებად: ნომინაცია - „საუკეთესო სასტუმრო“, ნომინაცია - „საუკეთესო საოფისე შენობა“ და ა.შ.
ეს ეხება, სხვა მონიშნულ ნომინაციებსაც.
არქიტექტურული პრემიას წარმოადგენს:
- პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
- ლაურეატის დიპლომი;
- პროექტის მხარდამჭერების ან სპონსორების პრემია.
- საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ყალიბდება კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს ასრულებს წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.
ამჯერად ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, წინამდებარე კონკურსების ლაურეატებიც არიან.
საერთაშორისო კონკურსის ჟიური:
- საერთაშორისო პროფესიული საბჭო(ჟიური);
- საზოგადოებრივი აზრი
ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
- ფორმა;
- ფუნქცია;
- ეკოლოგიურობა;
- ინოვაცია;
- კონცეპტუალურობა;
- რეალობასთან სინქრონი (ადაპტაცია).
საერთაშორისო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების ვადები
- საერთაშორისო კონკურსის ორგკომიტეტი (2024 წლის 20 ივლისიდან) აცხადებს ინფორმაციას კონკურსის პირობების შესახებ.
- საერთაშორისო კონკურსის შესახებ განცხადებაში დადგენილია:
- მიმდინარე წლის საკონკურსო ნომინაციები;
- ნამუშევრების მიღების პირობები;
- პრემიის სახეობა.
- განცხადება საერთაშორისო კონკურსის ჩატარების შესახებ საზოგადოებას წინასწარ მიეწოდება "არქიტექტორთა ასოციაციის" საინფორმაციო სამსახურის საშუალებით.
საერთაშორისო კონკურსის ჩატარების თანამიმდევრობა
- "არქიტექტურული პრემიის" მოსაპოვებლად, საერთაშორისო კონკურსის სპეციალურ ვებ გვერდზე წარმოდგენილი ნამუშევრები განიხილება ორგომიტეტის მიერ.
- წარმოდგენილი ნამუშევრების შერჩევა წარმოებს სამ ეტაპად;
- წარმოდგენილი პროექტების განხილვა ორგკომიტეტის მიერ;
- საერთაშორისო ჟიური აფასებს ორგკომიტეტის მიერ შერჩეულ პროექტებს და თითოეულ ნომინაციაში გამოავლენს 2, 3 ან 4 საუკეთესო პროექტს;
- გამარჯვებულ ნომინანტთა დაჯილდოება.
- საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები გამოქვეყნდება ჟურნალ "სტილში".
- გამარჯვებული პროექტები გამოიფინება სპეციალურ გამოფენაზე.
- გამარჯვებულ ნომინანტთა დასახელება შედგება დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე.
დასკვნითი დებულებები
- საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორებს შეუძლიათ შეცვალონ კონკურსის პირობები მონაწილეების წინასწარი ინფორმირების საფუძველზე.
- საერთაშორისო კონკურსის ვადის შეცვლის შემთხვევაში მონაწილეებს მიეწოდებათინფორმაცია.