კონკურსის საერთაშორისო პროფესიული ჟიურის შესახებ
საერთო მდგომარეობა
პროფესიული ჟიური ფორმირდება ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისაგან, დიზაინერებისაგან და იმ პირთაგან, რომლებიც პროფესიულ კავშირში არიან საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობათა არქიტექტურასთან და დიზაინთან;
საერთაშორისო პროფესიული ჟიურის მოღვაწეობას კურირებს პროფესიული საბჭო. მის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს ორგკომიტეტი. პრეზიდიუმში ორი ადგილი განკუთვნილია კონკურსის დამფუძვნელთათვის;
საერთაშორისო პროფესიული ჟიურის საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს კონკურსის ორგკომიტეტი;
საერთაშორისო პროფესიული ჟიურის მუშაობის თანრიგი
- საერთაშორისო კონკურსის - "არქიტექტურული პრემია 2025" - ვებ გვერდზე წარმოდგენილი, თავისი ნომრით აღნიშნული თითოეული ობიექტი, ვიზუალურად ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.
- პირველ ეტაპზე წარმოდგენილი პროექტებს განიხილავს საერთაშორისო კონკურსის ორგკომიტეტი;
- მეორე ეტაპზე საერთაშორისო ჟიურის თითოეული წევრი ფარული კენჭისყრით, 10 ბალიანი შკალით აფასებს ორგკომიტეტის მიერ შერჩეულ პროექტებს და თითოეულ ნომინაციაში გამოავლენს 2, 3 ან 4 საუკეთესო პროექტს;
- პროფესიული ჟიურის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის მიცემის უფლება.
- იმ შემთხვევაში თუ კონკურსზე წარმოდგენილია საერთაშორისო პროფესიული ჟიურის რომელიმე წევრის ნამუშევარი, იგი (წევრი) ხმას არ აძლევს თავის ნამუშევარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეფასება ანულირდება;
- ნამუშევრების შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება, ასევე საზოგადოებრივი აზრი (ინტერნეტის მეშვეობით,საზოგადოების მიერ ნამუშევრების შეფასება კონკურსის საიტზე ).
- შეფასების საერთო შედეგები (როგორც პროფესიული ჟიურის, ასევე საზოგადოების) ავტომატურად დაჯამდება და გამოავლენს გამარჯვებულ ობიექტს.
- საერთაშორისო პროფესიული ჟიურის კენჭისყრის შედეგებს ამტკიცებს "არქიტექტურული პრემია 2025"-ის ორგანიზატორი
- ხმის მიცემისას წამოჭრილი საკამათო საკითხების გადაჭრისას, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის ორგანიზატორი.