ჩვენი სპონსორები
Sponsorsდაჯილდოების ცერემონია
საუკეთესო ნამუშევრები
"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის", ჟურნალი "STYLE"-ს ეგიდით,
და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა
თბილისის მესამე საერთაშორისო არქიტექტურის ფესტივალი
29-30 სექტემბერი
29 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბილიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა "საერთაშორისო არქიტექტურული გამოფენა".
გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები: აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან.
გამოფენის მსვლელობისას ჩატარდა სემინარები არქიტექტურის თემაზე.
30 სექტემბერს, 18:00 საათზე.- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბილიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ჩატარდა "არქიტექტურული პრემია 2014"–ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
"საერთაშორისო მე-3–ე არქიტექტურული ფესტივალის" -ის გენერალური სპონსორი კომპანია - "ახალი ნათება"
სპონსორები:
კომპანია "კაპაროლი", კომპანია "აპ დიზაინი"
მხარდამჭერები:
კომპანია "დიო",
"აი სტუდიო",
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტი,
კომპანია: "ჰერბოვიტალ 2-ის წარმომადგენლობა საქართველოში",
კომპანია: "კახური ტრადიციული მეურნეობა"
კომპანია: "ტკბილი ქვეყანა"
ჰოლანდიური ყვავილების მაღაზია "ფიორი";
კომპანია "ბაგრატიონი"
ფოტოუზრუნველყოფა:
გია ჯაველიძე
საინფორმაციო მხარდამჭერები:
"რადიო საქართველო "
"ჟურნალი გზა"
მუსიკალური გაფორმება: ჯაზ–ტრიო ოთარ მაღრაძის ხელმძღვანელობით
სინქრონული თარგმნა: მარინა უსეინაშვილი
2014 წლის 5 მაისიდან დაიწყო ნამუშევრების მიღება და გამოფენებში და კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია.
- საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2014" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.
- საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
- საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილული იქნა რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
- საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
- საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2014".
- საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები დამტკიცდა ჟიურისა (პროფესიული ) და კონკურსის ორგანიზატორების მიერ.
საერთაშორისო კონკურსზე განიხილული იქნა ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
- საერთაშორისო კონკურსზე განიხილა ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
- ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
- საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
- საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
- საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
- რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
- სტუდენტური პროექტი
- არქიტექტურული პროექტები
- ინტერიერი (პროექტი)
- საკულტო ნაგებობები (კონკურსგარეშე მონაწილე)
არქიტექტურული პრემიას წარმოადგენდა:
- პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
- ლაურეატის დიპლომი;
- ალტერნატიული ჟიურის პრემია;
- პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.
საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს შეასრულა წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.
ამჯერად ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია -ს ლაურეატებიც იყვნენ.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა.
სულ დაფიქსირდა 135 მონაწილე.
წარმოდგენილი იქნა 170 ობიექტი.
"არქიტექტურული პრემია 2014" - მიენიჭათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისთვის.
ჟიურის შემადგენლობა დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსის"არქიტექტურული პრემია 2014" ერთ-ერთი ორგანიზატორის - საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ
პროფესიულ ჟიურის წარმოადგენდნენ: ვახტანგ დავითაია, დიმიტრი მოსულიშვილი, ნინო ლაღიძე, გაგა კიკნაძე, გოჩა მიქიაშვილი, ნანა იაშვილი, ნიკა კილასონია, გიორგი მოსულიშვილი, ზურაბ ნემსაძე, ვასილ ქობულია, გოგი სულაბერიძე, გია ჭანჭალეიშვილი, ვლადიმერ ხმალაძე, შაქრი ქურდიანი, ნინო ღოღობერიძე, ოთარ ნემსაძე, მანანა ხვედელიანი, ნიკოლოზ აბაშიძე, კოტე
იაშვილი, ბორის პაიჭაძე, Elbay Gasim-zada, Elchin Aliyev, Rasim Babakishiyev, Victoriya Yakusha, Sasha Lukich, Ilgar Beylarov, Vladimir Yeksarev, Nadiya Yeksareva, Jahangir Akhundov, Kamal Musakhanov, Andrea Vigano, Manish Dikshit
"არქიტექტურული პრემია 2014"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, შეარჩია ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტები. სპეციალურ ვებ გვერდზე წარმოდგენილი ობიექტები ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. ჟიურის წევრებმა ვებ გვერდზე 10 ბალიანი სისტემით ობიექტურად შეაფასეს ობიექტები - შედეგები ავტომატურად დაჯამდა და გამოავლინდა გამარჯვებულები.
ყოველ ნომინაციაში შერჩეული იქნა სამი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან საბოლოოდ გამოვლინდა ერთი ლაურეატი. მხოლოდ ამის შემდგომ გახდა ცნობილი ავტორთა ვინაობა.
30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში , 18:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში დაიწყო დაჯილდოების პრეზენტაცია.
კონკურსანტთა დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, საგამოფენო დარბაზში ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია.
დაჯილდოების ცერემონიალი, მიჰყავდა ცნობილ ტელეწამყვანს ნინო არაზაშვილს .
გამარჯვებულ ნომინანტებს და საზოგადოებას მიესალმა საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი: "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" დირე ქტორი, ჟურნალი "სტილის" მთავარი რედაქტორი ნინო ლაღიძე.
ნომინანტთა დაჯილდოებისას წამყვანებმა სცენაზე მიიწვიეს:
ბატონი ელბაი გასიმ – ზადე – იუნესკოს არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორი, აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, აზერბაიჯანის დამსახურებული არქიტექტორი, აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე;
ბატონი ტარიელ ქუთათელაძე – თბილისის საპატიო მოქალაქე, თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკილტეტის პროფესორი, 1979–2005 წლებში სამხატვრო აკადემიის არქიტექტური ფაკულტეტის დეკანი და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი;
ბატონი გიორგი (გია) შაიშმელაშვილი– არქიტექტურის დოქტორი. პროფესორი, 1989–1992 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალაქგეგმარების კათედრის გამგე, სახელმწიფო ჯილდოს–"ღირსების ორდენის" კავალერი;
არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ურბანული დაგეგმარების
(ურბანისტიკის) მიმართულების ხელმძღვანელი 2006 წლიდან დღემდე.
ეს ბატონები კონკურსის ორგანიზატორის – საქართველოს არქიტექორთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, არქიტექტურის სფეროში მოღვაწეობისათვის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. მათ პრიზები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა გადასცა.
მუსიკის და კონკურსანტთა ნამუშევრების ეკრანზე ჩვენების ფონზე დასახელდა გამარჯვებული ნომინანტები და ნომინაციათა ლაურეატები. მათ გადაეცათ სპეციალური პრიზები და დიპლომები.
ყველა ნომინანტისათვის საჩუქრები დააწესა:
– თბილისის მერიამ
- კომპანიამ "ახალმა ნათება"
– კომპანიამ "აპ დიზაინი"
- კომპანიამ "კახური ტრადიციული მეურნეობა"
- " ჰოლანდიური ყვავილების მაღაზიამ "ფიორი"
- "აი სტუდიომ " - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის
მედია ხელოვნების ფაკულტეტმა.
- აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირმა.
- " ჰერბოვიტალ 2-ს წარმომადგენლობამ საქართველოში", რომელიც
კონკურსის ინტერიერის ნომინაციების ლაურეატებს, გადასცემს
მოსაწვევებს - იტალიაში ერთკვირიან ვორკშოპში მონაწილეობის
მისაღებად.
წელს უკვე მეხუთედ, საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2014"-ის სპონსორმა კომპანიამ "ახალი ნათება", მის მიერ დაწესებულ ექსკლუზიურ ნომინაციაში -"საუკეთესოდ განათებული ობიექტი" - კონკურსზე წარმოჩენილი ნამუშევრებიდან ორი ნომინანტი დააჯილდოვა. ნომინანტებს, პრიზები ნომინანტებს , კომპანიის - "ახალი ნათება" - პროექტების მენეჯერმა, შოთა გაბინაშვილმა გადასცა.
ასევე, წელს უკვე მეორედ, "არქიტექტურული პრემია 2014"-ის მხარდამჭერი კომპანიის"კახური ტრადიციული მეღვინეობის" მიერ დაწესებული პრიზით, კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა, ნანიკო რატიანიძემ კონკურსის ორგანიზატორები დააჯილდოვა.
დაჯილდოების მსვლელობისას ნომინაციის – "საცხოვრებელი ინტერიერის"საუკეთესო ნომინანტები სპეციალური პრიზით დაასაჩუქრა ფესტივალის სპონსორმა – კომპანია "აპ დიზაინის"პიარ მენეჯერმა თეონა თავაძემ.
ასევე, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ, ნომინაციის – "საზოგადოებრივი ინტერიერის"საუკეთესო ნომინანტები, ფესტივალის მხარდამჭერის – კომპანია "დიოს"აღმასრულებელ დირექტორის, თამაზ დაუშვილის მიერ.
დაჯილდოების ცერემონიალის მიწურულს", საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციამ, კერძოდ – დიმიტრი მოსულიშვილმა – "არქიტექტურის საერთაშორისო ფესტივალის, ჟურნალი "სტილის"და ქართველი არქიტექტორების მრავალგზის მხარდაჭერისთვის, სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა:
– კომპანია "ახალი ნათების"დამფუძნებელი, ბატონი ზურაბ გაბინაშვილი;
–კომპანია "კაპაროლის"დირექტორი, ბატონი ბორის გამრეკელი;
– კომპანია "ინსტას"დირექტორი, ბატონი გიორგი ბახსოლიანი.
ამის შემდგომ, საზოგადოებას მოკლე სიტყვით მიმართა საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა დიმიტრი მოსულიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა კონკურსის ყველა მესვეურს, მხარდამჭერს, კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს. მიმოიხილა საერთაშორისო კონკურსის მნიშვნელობა ქართულ სინამდვილეში, მისი შედეგები და გახსნილად გამოაცხადა შემდგომი არქიტექტურის მე–4 საერთაშორისო ფესტივალი და საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2015".
დასასრულს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს.
კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის ამსახველი მასალა გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ გვერდზე.
ფოტო მასალა მოგვაწოდა: გია ჯაველიძემ
პროექტი გრძელდება. "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია"და ჟურნალი "სტილი" კვლავ იწვევს არქიტექტორებს და დიზაინერებს საერთაშორისო კონკურსში "არქიტექტურული პრემია 2015" მონაწილეობის მისაღებად.