ხელოვნების ცენტრი ავლაბარში

ავტორი: თამარ გურგენიძე
ფართობი: 1000 m2
სტუდენტური პროექტი
ხელოვნების ცენტრი ავლაბარში
ავტორი: თამარ გურგენიძე
ფართობი: 1000 m2

მდებარეობა: ა.წურწუმიას ქუჩა, ავლაბარი

შერჩეული უბანი - ა.წურწუმიას ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია საინტერესოა თბილისისთვის დამახასიათებელი დაქსაქსული სტრუქტურით, ძველი უბნის მახასიათებელი ნიშნებით - რამდენიმე მხატვრულ- შინაარსობრივად ღირებული შენობით. სწორაედ, ამ ქუჩაზე დგას ყოფილი ყაზარმის ორი შენობა, რომლებიც, თავისი უბრალო და მკაცრი ძველი არქიტექტურით, მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ. ნაგებობები გამოირჩევა ასევე წინ გადაშლილი უზარმაზარი სივრცით, რაც ასე უჩვეულოა ამ მჭიდროდ დასახლებული უბნისთვის. ავლაბრის ეს კონკრეტული მონაკვეთი სავალალო მდგომარეობაშია როგორც ტექნიკური, ასევე მხატვრული თვალსაზრისით. ასევე, არ არსებობს რეკრეაციული და საზოგადოებრივი დანიშნულების ზონები - რაც უბნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნეოვანია. მიღებულმა შთაბეჭდილებამ, რომელიც ამ ადგილისა და გარშემო უბნის კონტრასტით, შენობების სიძველითა და გაშლილობით იყო გამოწვეული, გადამაწყვეტინა ამ ადგილზე გამეკეთებინა ისეთი პროექტი, რომელიც შემოიტანდა რაღაც ახალსა და თავისებურს, და ამავდროულად ჰარმონიულად შევიდოდა კონტაქტში არსებულ ძველ ნაწილთან. აშკარა იყო, რომ ამ ადგილს ესაჭიროებოდა ერთგვარი ცენტრი/საზოგადოებრივი ადგილი. აქედან გამომდინარე, გაჩნდა მწვანე რელიეფური პარკის იდეა, სადაც ხალხი დასასვენებლად, განსატვირთავად, მოვიდოდა. ასევე გაჩნდა იდეა, რომ ამის გარდა "მწვანე ადგილს" რაღაც სხვა ფუნქციები აეღო თავის თავზე - ის ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო უფასო ერთგვარი კულტურული ცენტრი - თავისუფალი პერფორმანსების, არტისა და კონცერტების სივრცე. პროექტი ორი ნაწილისგან შედგება - ეს არის ძველი ნაგებობები და მათ წინ, მათ ანარეკლად მდგარი ახალი შენობა. ნაგებობები კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულებისაა. საგამოფენო და კომერციული ფართი განთავსებულია თანამედროვე შენობებში, ხოლო საგანმანათლებლო სექცია - ძველ შენობებში. პროექტის ამ ორ - ძველ და ახალ ნაწილს - აკავშირებს ხიდი, რომელიც ერთგვარი ქუჩის ფუნქციასაც ასრულებს და რომელიც, როგორც ფიზიკურად, ასევე სიმბოლურადაც, შემაერთებელია ამ ორი ფენომენის. ამ ორის კავშირი ძველისა და ახლის ჰარმონიუი ურთიერთობის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს. შენობებს შორის განთავსებულია, ერთგვარი მწვანე ამფითექტრი, რაც ერთდროულად მრავალი ფუნქციის მატარებელია - ასრულებს, როგორც ბავშვებისათვის მწვანე მოლის, ასევე სამაყურებლო ამფითეატრის, საზოგადოების შეკრების, სცენის, ფუნქციებს. განსხვავებული ლანდშაფტიდან გამომდინარე ის მიმზიდველია ყველასათვის. მწვანე ამფიტეატრის გაჩენა პროექტს აბსოლიტურად სხვა მიმართულებას აძლევს, ეს არის ადგილი, რომელსაც გამვლელი გულგრილად გვერდს ვერ აუვლის - მწვანე ამფითეატრი მუშაობს მუზეუმისგან და საგანმანათლებლო სექციისგან დამოუკიდებლად. აქ ეწყობა სხვადასხვა პერფორმანსები, აქტები, თავისუფალი გამოფენები, ამ ტერიტორიით სარგებლობენ მაცხოვრებლები. მოცემული ადგილი ხდება უბნის ეპიცენტრი თავისი შინაარსიდან გამომდინარე.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია