აბრეშუმის ქალაქი ქუთაისში

ავტორი: ვლადიმერ გაი
ფართობი: 4000 m2
სტუდენტური პროექტი
აბრეშუმის ქალაქი ქუთაისში
ავტორი: ვლადიმერ გაი
ფართობი: 4000 m2

მდებარეობა: ქუთაისი

გარდამავალი ეკონომიკის ქალაქი - “აბრეშუმის ქალაქი “ საკონკურსო პროექტი წარმოდგენილია საქართველოდან. ჩვენმა ქვეყანამ 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა დამოუკიდებლობა. დღეს ის განვითარებად ქვეყნების სიაშია, თუმცა არის უმდიდრესი ისტორიისა და კულტურის მემკვიდრე ქვეყანა, რომელიც ანტიკური სამყაროსათვის „კოლხეთის“ სახელით იყო ცნობილი. სწორედ „კოლხეთის“ ძლევამოსილი მეფე აიეტი ფლობდა „ოქროს საწმისს“, რომლის მოსაპოვებლად „არგონავტები“ გემით დაადგნენ მეტად რთულ და სახიფათო მოგზაურობას შავ ზღვაზე. უკვდავი მითი ამ მოგზაურობის შესახებ, „არგონავტებზე“, „კოლხი მედეასა და იაზონის სიყვარულზე“ მრავალი საუკუნეები ამოუწურავი თემა იყო ანტიკური მსოფლიოს ლიტერატურისათვის. საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის საზღვარზე. თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ის მუდამ წარმოადგენდა დამაკავშირებელ დერეფანს სავაჭრო კავშირებისათვის. ის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტიური რგოლი იყო ლეგენდარული „აბრეშუმის გზის“ მარშრუტისა, რომელიც ჩვ. წ. აღრიცხვამდე 138 წელს დაიწყო ჩინეთიდან და 18 საუკუნე იარსება. მარშრუტი ორად იყოფოდა: 1. ჩრდილო მარშრუტი- კასპიის ზღვა, ალბანეთი (აზერბაიჯანი ), საქართველო (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, მდ.რიონი, შავი ზღვა) და შემდეგ ევროპის ნავსადგურები. 2. სამხრეთის მარშრუტი- ჩრდილო ირანი, კასპიის ზღვის სამხრეთი, შუამდინარეთი და ბოლოს ხმელთაშუა ზღვა. მთელს მარშრუტზე გაშენდა მრავალი ქალაქი და გაჩნდა დასახლებები. საქართველომ აბრეშუმის წარმოების კულტურა შეისისხლხორცა და გაითავისა, რასაც ხელი შეუწყო იმან, რომ აბრეშუმის ხის - თუთის ხის კულტურა ყოველთვის პოპულარული იყო ჩვენში. მას ხმარობდნენ სხვადასხვა დანიშნულებით : ნაყოფს სასმელის წარმოებაში, საკვებად, მერქანს სამშენებლოდ, ხის დიზაინში და ა.შ. საქართველოში აბრეშუმის წარმოებას დიდი ხნის ისტორია აქვს. დღემდეა შემორჩენილი ტოპონიმები აბრეშუმის კულტურის აქ არსებობისა. საბჭოთა პერიოდშიც გაგრძელდა აბრეშუმის კულტურის აქტიური წარმოება და ხელშეწყობა. „ქუთაისური აბრეშუმი“ დიდი მოწონებით სარგებლობდა. ხუმრობით იმასაც კი ამბობდნენ, რომ არგონავტები „ოქროს საწმისის“ კი არა, მეფე აიეტის დედაქალაქის, „ქუთაისის აბრეშუმის“ და სამკურნალო წამლების, მათ შორის თუთის სასმელის რეცეპტის მცოდნე „მედეას“ მოსატაცებლად იყვნენ ჩამოსულებიო. სამწუხაროდ, დღეს ეს კულტურა რეგრესს განიცდის. ყველა დამპყრობელი, ისინი კი ძალიან ბევრნი იყვნენ, ქვეყნის დასამორჩილებლად, პირველ რიგში ჩეხავდნენ ვაზის და თუთის კულტურას. საკუნკურსო თემა, გარდამავალი ეკონომიკის ქალაქი - „მოლოდნელობების ქალაქი“ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის სწორედ ამ მიმართულების ასაღორძინებლად. პირობითად ჩვენს პროექტს „აბრეშუმის ქალაქი“ დავარქვით. დღეს, როდესაც აბრეშუმის გზის მარშრუტის გავლა ხელმეორედ მიმდინარეობს ისტორიული მოსაზრებით და სურვილით, აღორძინდეს „აბრეშუმის გზა“, ჩვენი საკონკურსო თემა „აბრეშუმის ქალაქი“, ჩვენი მოსაზრებით, აქტუალური და საინტერესოა. ტურისტებს ძლიერ იზიდავს უნიკალური „აბრეშუმის მუზეუმი“, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში 1887 წლიდან ფუნქციონირებს. რადგან ქალაქი ქუთაისი ერთერთი ძირითადი რგოლი იყო „აბრეშუმის გზის“ ჩრდილო მარშრუტისა, ტერიტორია შევარჩიეთ ქუთაისის ტერიტორიაზე. დასახლება „აბრეშუმის ქალაქი“ განვათავსეთ ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ. მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე. პროექტის კონცეფცია შემდეგია: მეწარმეთა გარკვეული რაოდენობა შერჩეულ 4000 კვმ ფართობზე, ქმნის თუთის კულტურის სანერგე მეურნეობას, გათვალისწინებულია ამ სანერგეების გაფართოვება ბოტანიკური ბაღის მიმართულებით, სადაც იზრდება ამ კულტურის რამდენიმე სახეობა. მათთან მჭიდრო კოლეგიალური და პროფესიული კავშირებით თუთის კულტურის ასაღორძინებლად. პარალელურად შეიქმნება საწარმო აბრეშუმის ჭიის წარმოებისათვის: სასელექციო, ძაფის ამოსახვევი საამქროები და სხვა განყოფილებები, სათავსები ჭიის გამოკვებისათვის, ფოთლის მოგროვება-დაბინავებისათვის და ა.შ. აბრეშუმის წარმოება ჩვენთან სეზონურია. ის იწყება თუთის ხის გაფოთლიანების პერიოდიდან და გრძელდება აბრეშუმის პარკის მიღებამდე, მიახლოებით 28-30 დღე. შემდგომ მუშაობას იწყებენ ძაფის ამომხვევი საამქროები. კომპლექსის სრული ფუნქციონირებისათვის წარმოება მიმდინარეობს ძაფის ამოხვევიდან პროდუქციის შექმნამდე, ანუ იმუშავებს ასევე სამოდელო-სამკერვალო განყოფილება, სადაც შეიქმნება აბრეშუმის ქსოვილის ნაწარმი, მოეწყობა ნაწარმის გამოფენა-რეკლამირება პოდიუმებზე. ნაგებობის ექსტერიერი ვეცადეთ მიგვემსგავსებინა მისი ფუნქციისათვის. მისი ძირითადი ნაწილი იმეორებს აბრეშუმის ჭიის ფორმას. ხეებზე ფოთლის შეგროვებისათვის არქიტექტურულ ელემენტად შევიტანეთ ვერტიკალური კიბეები, ასევე სამოძრაოდ მყარი მასალის გზების ქსელი. ნაგებობაში ფუნქციონირებს მცირე სასტუმრო და საკონფერენციო დარბაზი. სახურავებზე გათვალისწინებულია ჰელიოდანადგარები. თსსა არქიტექტურის ფაკ-ს 4-e კურსის სტუდენტი:ვ. გაი ხელ-ლი, პროფესორი: მ. აბულაძე


Warning: imagecreatefromwbmp(): 'Photos/img_1961_19268.jpg' is not a valid WBMP file in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 936

Warning: imagesx() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 940

Warning: imagesy() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 941

Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 962

Warning: imagecolorallocatealpha() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 964

Warning: imagecolortransparent() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 965

Warning: imagealphablending() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 966

Warning: imagesavealpha() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 967

Warning: imagecopyresampled() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 970

Warning: imagejpeg() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 1014

Warning: getimagesize(Photos/img_1961_19268_1200.jpg): failed to open stream: No such file or directory in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 914

Warning: imagecreatefromjpeg(Photos/img_1961_19268_1200.jpg): failed to open stream: No such file or directory in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 927

Warning: imagesx() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 940

Warning: imagesy() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 941

Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 962

Warning: imagecolorallocatealpha() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 964

Warning: imagecolortransparent() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 965

Warning: imagealphablending() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 966

Warning: imagesavealpha() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 967

Warning: imagecopyresampled() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 970

Warning: imagejpeg() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 1014

Warning: getimagesize(Photos/img_1961_19268_800.jpg): failed to open stream: No such file or directory in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 914

Warning: imagecreatefromjpeg(Photos/img_1961_19268_800.jpg): failed to open stream: No such file or directory in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 927

Warning: imagesx() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 940

Warning: imagesy() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 941

Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 962

Warning: imagecolorallocatealpha() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 964

Warning: imagecolortransparent() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 965

Warning: imagealphablending() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 966

Warning: imagesavealpha() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 967

Warning: imagecopyresampled() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 970

Warning: imagejpeg() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/fczx9jxja5tg/public_html/functions.php on line 1014

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია