ჩვენი სპონსორები
Sponsorsდაჯილდოების ცერემონია
საუკეთესო ნამუშევრები
"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" ეგიდით,
"არქიტექტორთა კლუბის" და ჟურნალ " STYLE"-ს მხარდაჭერით ჩატარდა
თბილისის მეორე საერთაშორისო არქიტექტურის ფესტივალი
23-24 ნოემბერი
,,საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის" -ის გენერალური სპონსორი:
კომპანია - "კაპაროლი"
სპონსორები :
კომპანია "ახალი ნათება" . კომპანია "კორპის სახლი" -
მხარდამჭერები:
კომპანია "დიო",
კომპანია "რონიკო";
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
"აი სტუდიო", თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტი,
კომპანია: "ჰერბოვიტალ 2-ის წარმომადგენლობა საქართველოში", კაფეტერიათა ქსელი "ასორტი",
"კახური ტრადიციული მეღვინეობა"
ჰოლანდიური ყვავილების მაღაზია "ფრეზია";
"ბაგრატიონი"
ფოტოუზრუნველყოფა:
გია ჯაველიძე
საინფორმაციო მხარდამჭერები:
ტელეკომპანია "რუსთავი 2"
" რადიო საქართვლო "
"დიზაინთბილისი"
მუსიკალური გაფორმება: ბენდი "ბანდეროლი"
სინქრონული თარგმნა: მარინა უსეინაშვილი
30 სექტემბრიდადან დაიწყო ნამუშევრების მიღება და გამოფენებში და კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია
ფესტივალის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
წელს პირველად არქიტექტურის მეორე საერთაშორისო ფესტივალის პარალელურად და მასსთან ალიანსში ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, კერძოდ, მედიახელოვნების ფაკულტეტის (არქიტექტურული ფესტივალის მხარდამჭერი) და ფლორენციის უნივერსიტეტის - Degli studi di Firenze - არქიტექტურის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტი - ფესტივალი " ხარისხი და პროფესია" (18-24 ნოემბერი)
არქიტექტურის მეორე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში (23-24 ნოემბერი):
2013 წლის 23 ნოემბერს,
გაიხსნა არქიტექტურისა და დიზაინის საერთაშორისო გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა, აგრეთვე უმაღლესი არქიტექტურული სკოლების სტუდენტებმა
გამოფენის სივრცეში (23 ნოემბერს ) პროფესიონალებმა (არქიტექტორები, დიზაინერები, სამშენებლო კომპანიები) ჩაატარეს სემინარები, არქიტექტურისა და დიზაინის თემებზე.
2013 წლის 24 ნოემბერს
გაიმართა მე-8-ე საერთაშორისო კონკურსში - "არქიტექტურული პრემია 2013" - გამოვლენილი საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინერული ნამუშევრების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი
- საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2013" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.
- საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
- საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილული იქნა რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
- საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
- საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2013".
- საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები დამტკიცდა ჟიურისა (პროფესიული ) და კონკურსის ორგანიზატორების მიერ.
საერთაშორისო კონკურსზე განიხილული იქნა ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
საერთაშორისო კონკურსზე განიხილა ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
- ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
- საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
- საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
- საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
- რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
- საპარკო არქიტექტურა (რეალიზებული)
- სტუდენტური პროექტი
- არქიტექტურული პროექტები
- ინტერიერი (პროექტი)
- საკულტო ნაგებობები (კონკურსგარეშე მონაწილე)
არქიტექტურული პრემიას წარმოადგენდა:
- პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
- ლაურეატის დიპლომი;
- ალტერნატიული ჟიურის პრემია;
- პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.
საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს შეასრულა წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.
ამჯერად ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია -ს ლაურეატებიც იყვნენ.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა. სულ დაფიქსირდა 100 მონაწილე.
წარმოდგენილი იქნა 180 ობიექტი.
"არქიტექტურული პრემია 2013” - მიენიჭათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისათვის.
ჟიურის შემადგენლობა დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსის"არქიტექტურული პრემია 2013" ერთ-ერთი ორგანიზატორის - საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ
პროფესიულ ჟიურის წარმოადგენდნენ:
ნინო ლაღიძე, ნიკოლოზ აბაშიძე, დიმიტრი მოსულიშვილი, ვახტანგ დავითაია
გიორგი გოგოლაშვილი, ნანა იაშვილი, თეიმურაზ ჯორჯაძე, გაგა კიკნაძე, ნიკა კილასონია, გოჩა მიქიაშვილი, გიორგი მოსულიშვილი, ლევან მუშკუდიანი, ზურაბ ნემსაძე, ბორის პაიჭაძე, ამირან პატარქალაშვილი, ვასილ ქობულია, გოგი სულაბერიძე, სულხან სულხანიშვილი, გია ჭანჭალეიშვილი, ვლადიმერ ხმალაძე, გიორგი ხმალაძე, ელჩინ ალიევი, რეი ჰადჩინსონი, ვიქტორია იაკუშა, ალეკსანდრე კუდრიავცევი საშა ლუკიჩი, გულჩორა მამედოვა, პაოლა პუმა, იური საფარიანი ილგარ ბეილიაროვი, ვლადიმირ ეკსარევი, ნადია ეკსარევა, არჩილ ქურდიანი.
"არქიტექტურული პრემია 2013"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, შეარჩია ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტები (სპეციალურვებ გვერდზე წარმოდგენილი ობიექტები ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი),
ობიექტურად შეაფასა (ჟიურისწევრებმა ვებ გვერდზე 10 ბალიანი სისტემით შეაფასეს ობიექტები - შედეგები ავტომატურად დაჯამდა და გამოავლინდა გამარჯვებულები)თანამედროვე არქიტექტურის განვითარების დონე და ახალი აქტუალური ტენდენციები ამ სფეროში.
ყოველ ნომინაციაში შერჩეული იქნა ორი, სამიან ოთხი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან საბოლოოდ გამოვლინდა ერთი ლაურეატი. მხოლოდ ამის შემდგომ გახდა ცნობილი ავტორთა ვინაობა.
24 ნოემბერს სასტუმრო "რედისონ ბლუ" -ს საპრეზენტაციო დარბაზში , 5 საათზე, საზეიმო ვითარებაში დაიწყო დაჯილდოების პრეზენტაცია.
კონკურსანტთა დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, საგამოფენო დარბაზში ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია.
დაახლოებით ექვსი საათისთვის დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც მიჰყავდათ მსახიობებს, დუტა სხირტლაძეს და ეკა სამხარაძეს.
გამარჯვებულ ნომინანტებს და საზოგადოებას მიესალმა საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი: "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი", ჟურნალი "სტილის" მთავარი რედაქტორი ნინო ლაღიძე.
ნომინანტთა დაჯილდოებისას წამყვანებმა სცენაზე მიიწვიეს:
ბატონი, გიგა ბათიაშვილი - სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრკორესპონდენტი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი,
ბატონი, ვახტანგ დავითაია - სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრკორესპონდენტი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
რომლებიც კონკურსის ორგანიზატორის – საქართველოს არქიტექორთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, არქიტექტურის სფეროში მოღვაწეობისათვის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. მათ პრიზები ასოციაციის დამფუძნებელმა, ნინო ლაღიძემ გადასცა.
მუსიკის და კონკურსანტთა ნამუშევრების ეკრანზე ჩვენების ფონზე დასახელდა გამარჯვებული ნომინანტები და ნომინაციათა ლაურეატები. მათ გადაეცათ სპეციალური პრიზები და დიპლომები.
ყველა ნომინანტისათვის საჩუქრები დააწესა:
- კომპანია " კაპაროლმა"
- კომპანია "რონიკომ"
- კომპანია "ახალმა ნათებამ"
- " ჰოლანდიური ყვავილების მაღაზიამ "ფრეზია"
- "აი სტუდიომ " - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტმა.
- " ჰერბოვიტალ 2-ს წარმომადგენლობამ საქართველოში".
- აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირმა
წელს უკვე მეოთხედ, საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურულიპრემია 2013"-ისსპონსორმაკომპანიამ "ახალინათება", მის მიერ დაწესებულ ექსკლუზიურ ნომინაციაში -"საუკეთესოდ განათებული ობიექტი" - კონკურსზე წარმოჩენილი ნამუშევრებიდან სამი ნომინანტი დააჯილდოვა. ნომინანტებს, პრიზები ნომინანტებს , კომპანიის - "ახალი ნათება" - საზოგადოებასთანურთიერთობისმენეჯერმაქალბატონმათათამორჩილაძემ გადასცა.
"არქიტექტურული პრემია 2013 " სპონსორის - "კორპის სახლის" პორტუგალიიდან მომწოდებელი კომპანიის ,,ჯელინეკ კორკ გრუპის,, დირექტორმა ბატონმა ფრედერიკო მაიამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ნომინაცია - "საზოგადოებრივი ინტერიერის"- საუკეთესო ნომინანტები.
წელს, გამარჯვებული ნომინანტებისთვის "არიტექტურულიპრემია 2013"-ისმხარდამჭერი კომპანიის "რონიკოს" მიერ პრიზი დაწესდა. გარდა ამისა, კომპანია "რონიკომ" დააწესა სპეციალური პრიზი კონკურსის ორგანიზატორებისთვის და ნომინაციაში ,,ბაღები და პარკები" გამარჯვებულისთვის. დასახელებულ ადრესატებს პრიზი გადასცა კომპანია "რონიკოს" პროექტების მენეჯერმა, ქალბატონმალედი ანთიძემ.
ასევე, წელს პირველად, "არქიტექტურულიპრემია 2013"-ისმხარდამჭერიკომპანიის"კახური ტრადიციული მეღვინეობის" მიერ, დაწესდა პრიზი. კომპანიის ოფის -მენეჯერმა თეონა უტიაშვილმა სპეციალური პრიზით, კონკურსის ორგანიზატორები დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიალის დასასრულს, საზოგადოებას მოკლე სიტყვით მიმართა საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა დიმიტრი მოსულიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა კონკურსის ყველა მესვეურს, მხარდამჭერს, კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს.
მიმოიხილა საერთაშორისო კონკურსის მნიშვნელობა ქართულ სინამდვილეში, მისი შედეგები და გახსნილად გამოაცხადა შემდგომი საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2014".
დასასრულს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს.
კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის ამსახველი მასალა გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ გვერდზე.
ფოტო მასალა მოგვაწოდა: გია ჯაველიძემ
პროექტი გრძელდება. ჟურნალი "სტილი" კვლავ იწვევს არქიტექტორებს და დიზაინერებს საერთაშორისო კონკურსში"არქიტექტურული პრემია 2014" მონაწილეობის მისაღებად.