პრემიის შესახებ

რას წარმოადგენს "არქიტექტურული პრემია 2023"

არქიტექტურული პრემია - ენიჭებათ მშენებლებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს მშენებლობის, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში რეალიზებული ან სარეალიზაციო საუკეთესო პროექტებისათვის.

 

რატომ არის საჭირო არქიტექტურული პრემია?

"არქიტექტურული პრემია 2023"-ს პროფესიული საბჭო, ირჩევს ბოლო წლებში რეალიზებულ განმავლობაში რეალიზებულ ან სარეალიზაციო საუკეთესო პროექტებს და ობიექტურად აფასებს თანამედროვე არქიტექტურის განვითარების დონეს თუ ახალ, აქტუალურ ტენდენციებს ამ სფეროში.

არქიტექტურული პრემია ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების ხარისხის და მშენებლობასა და არქიტექტურაში უკეთესი პროექტების შექმნის სტიმულს იძლევა.

 

რითი გამოირჩევა არქიტექტურული პრემია?

საერთაშორისო კონკურსის ჩატარების შედეგად, ნომინანტათათვის არქიტექტურული პრემიის მისანიჭებლად ირჩევა პროფესიული საბჭო.

რატომ უნდა მიიღოს არქიტექტორმა მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსში "არქიტექტურული პრემია 2023"? 

  1. არქიპრემია - კოლეგებისა და ფართო საზოგადოებისათვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის, მიღწეულის წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობაა.
  2. საერთაშორისო კონკურსზე ნამუშევრის ობიექტური შეფასება ელიტარულ, კერძო არქიტექტურაში შესვლის რეალურ შანსს იძლევა.
  3. არქიპრემიის ნომინანტთა ნამუშევრები ჟურნალ "სტილში" გამოქვეყნდება.
  4. ნომინანტთა ნამუშევრები გამოიფინება სპეციალურ გამოფენაზე.
  5. ნომინანტთა ნამუშევრები გამოქვეყნდება მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით.
  6. საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულები და ლაურეატები მონაწილეობას მიიღებენ არქიტექტურული პრემიის P.R.-პროგრამებში.

 

რატომ უჭერენ მხარს პარტნიორები არქიტექტურულ პრემიას?

არქიტექტურულ პრემიაში მკაფიოდ აისახება საქარველოს არქიტექტურაში მომხდარი ყველა უახლესი აქტუალური მოვლენა, შედეგი საზოგადოების ჯეროვან ინტერესს იწვევს და მის წარმატებას განაპირობებს.

ყოველივე კი ფინანსური პარტნიორებისათვის, საზოგადოებისათვის საჭირო და აქტუალურ საქმეში კაპიტალდაბანდების ეფექტური საშუალებაა.


დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია