არქიტექტურული პრემია 2016

ჩვენი სპონსორები

Sponsors
  • თანაორგანიზატორი
  • თანაორგანიზატორი
  • ექსკლუზიური სპონსორი
  • გენ.სპონსორი
  • სპონსორი

ჩვენი მხარდამჭერები

საუკეთესო ნამუშევრები

"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის", ჟურნალი "STYLE"-ს ეგიდით, და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა

თბილისის მეოთხე საერთაშორისო არქიტექტურის ფესტივალი


არქიტექტურის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში:
2016 წლის 15 ოქტომბერს - გაიმართა მე-11 საერთაშორისო კონკურსში - "არქიტექტურული პრემია 2016" - გამოვლენილი საუკეთესო არქიტექტურული  და დიზაინერული ნამუშევრების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები:

"საერთაშორისო მე-5 არქიტექტურული ფესტივალის" -ის 
გენერალური სპონსორი:
 კომპანია  "AS Group Investment"

სპონსორი:
კომპანია "კაპაროლი"
 მხარდამჭერები:
კომპანია "დიო",
კომპანია: "კახური ტრადიციული მეურნეობა"
ნამცხვრის სახლი : "ტკბილისი"
კონმპანია "ევრო ეზო"
"ფაუნა ლანდი"

ფოტოუზრუნველყოფა:
ხატია ფარსმანაშვილი

საინფორმაციო მხარდამჭერები:
ინტერნეტპორტალი "სახლი და დიზაინი"
"რადიო საქართველო"
"დიზაინთბილისი" 

  •   საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2016" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.
  • საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
  • საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილული იქნა რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
  • საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
  • საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2016".
  • საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები დამტკიცდა ჟიურისა (პროფესიული ) და კონკურსის ორგანიზატორების მიერ.

საერთაშორისო კონკურსზე განიხილული იქნა ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
  • საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
  • საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
  • საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
  • რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
  • სტუდენტური პროექტი
  • არქიტექტურული პროექტები
  • ქალაქგეგმარებითი პროექტი
  • მწვანე არქიტექტურა (რეალიზებული)

არქიტექტურული პრემიას წარმოადგენდა:

  • პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
  • ლაურეატის დიპლომი;
  • პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.

საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს შეასრულა წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.
ამჯერად ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია -ს ლაურეატებიც იყვნენ.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა.

სულ დაფიქსირდა 107 მონაწილე.

წარმოდგენილი იქნა 128 ობიექტი.

"არქიტექტურული პრემია 2016" - მიენიჭათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისთვის.
 ჟიურის შემადგენლობა დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსის" არქიტექტურული პრემია 2016" ერთ-ერთი ორგანიზატორის - საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ"არქიტექტურული პრემია 2016"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, შეარჩია ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტები. სპეციალურ ვებ გვერდზე წარმოდგენილი ობიექტები ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. ჟიურის წევრებმა ვებ გვერდზე 10 ბალიანი სისტემით ობიექტურად შეაფასეს ობიექტები - შედეგები ავტომატურად დაჯამდა და გამოავლინდა გამარჯვებულები.

ყოველ ნომინაციაში შერჩეული იქნა სამი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან საბოლოოდ გამოვლინდა ერთი ლაურეატი. მხოლოდ ამის შემდგომ გახდა ცნობილი ავტორთა ვინაობა.

15 ოქტომბერს სასტუმროს "რედისონ ბლუ ივერიას" დიდ დარბაზში , 17:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში დაიწყო დაჯილდოების პრეზენტაცია.

კონკურსანტთა დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, საგამოფენო დარბაზში ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია.

დაჯილდოების ცერემონიალი, მიჰყავდა ცნობილ მსახიობს და ტელე-რადიო წამყვანს დავით ველიჯანაშვილს.

გამარჯვებულ ნომინანტებს და საზოგადოებას მიესალმა საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი: "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ჟურნალი "სტილის" მთავარი რედაქტორი ნინო ლაღიძე.

ნომინანტთა დაჯილდოებისას საქართველოს არქიტექორთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, არქიტექტურის სფეროში მოღვაწეობისათვის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ბატონი თეიმურაზ ჯორჯაძე – თბილისის საპატიო მოქალაქე, თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკილტეტის და საერთაშორისო აკადემიის "დაადის" პროფესორი,

ბატონი თენგიზ მახარაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის  პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი. კონკურსის ორგანიზატორის მათ ფესტვალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა ბატონმა დიმიტრი მოსულიშვილმა გადასცა.

ასევე დაჯილდოების მსვლელობისას " საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" გადაწყვეტილრბით სპეციალური პრიზებით იქნა დაჯილდოებული რამდენიმე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ობიექტი, თუ ანსამბლი, კერძოდ: უმაღლესი კლასის საკონცერტო დარბაზი " ბლექ სი არენა" , "დირსის" საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში და თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის "ახალი ტფილისის" ფარგლებში, განხორციელებული დავით აღმაშენებლის გამზირის რესტავრაცია–რეაბილიტაციის და ნაწილობრივი რეკონსტრუქციის პროექტი.
პროექტის ავტორებს ასოციაციის ჯილდოები გადასცეს თბილისის მერმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

მუსიკის და კონკურსანტთა ნამუშევრების ეკრანზე ჩვენების ფონზე დასახელდა გამარჯვებული პროექტები და ნომინაციათა ლაურეატები. მათ გადაეცათ სპეციალური პრიზები და დიპლომები.

ყველა ნომინანტისათვის საჩუქრები დააწესა:

კომპანია "დიომ"
კომპანია "კაპაროლმა"
კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობამ"
კომპანია " ევრო ეზომ"
"ფაუნ ლენდმა"

დაჯილდოების დასარულს ფესტივალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა  დიმიტრი მოსულიშვილმა.  მადლობა გადაუხადა კონკურსის ყველა მესვეურს, მხარდამჭერს, კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს. აღნიშნა საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის მნიშვნელობა და შემდგომი საერთაშორისო არქიტექტურის  კონკურსი  - "არქიტექტურული პრემია 2017" გახსნილად გამოაცხადა. დასასრულს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს.

არქიტექტურის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში:
2016 წლის 17 ოქტომბერს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიმართა საქართველოს რეგიონების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის  დოკუმენტაციის  შემუშავების  მიზნით,  სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის და საქართველოს   ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების  სამინისტროს  მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგების  - გამარჯვებულთა პროექტების - პრეზენტაცია.

კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის და არქიტექტურული პროექტების პრეზენტაციის ამსახველი მასალა გამოქვეყნდება ჟურნალი "სტილის" დეკემბრის თვის ნომერში.  

პროექტი გრძელდება. "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია"და ჟურნალი "სტილი" კვლავ იწვევს არქიტექტორებს და დიზაინერებს საერთაშორისო კონკურსში "არქიტექტურული პრემია 2017" მონაწილეობის მისაღებად.

დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია