ურბან კიბუცი იერუსალიმში

ავტორი: გიორგი ვარდანაშვილი
სტუდენტური პროექტი
ურბან კიბუცი იერუსალიმში
ავტორი: გიორგი ვარდანაშვილი

მდებარეობა: კატამონი, იერუსალიმი, ისრაელი.

პროექტი დამუშავებულ იქნა ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. rnურბან კიბუცის მცნება არამარტო არქიტექტორებისთვის არის ახალი, არამედ თვით კიბუცის მაცხოვრებელთათვის. დღევანდელი გადმოსახედიდან კიბუცის მომავალი უცნობია. სწორედ ამიტომ ახლის ძიებაში ისრაელის ტრადიციული კიბუცის წევრები ქმნიან საკუთარ იდეოლოგიაზე დაყრდნობილ ურბან კიბუცებს.rnსაპროექტო ტერიტორიად არჩეულ იქნა მალჰის უბანი, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.ხანგრძლივი სამოდერნიზაციო სამუშაოების შედეგად მალჰის აუზში მოქცეულ იქნა მრავალი ფუნქციის შენობა-ნაგებობები. მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა სახლების რაოდენობაც, რამაც გამოიწვია სხვადასხვა ყოველდღიურად საჭირო ფუნქციების გაჩენა, როგორიცაა: სკოლები, საბავშვო ბაღები სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობები,სავაჭრო ცენტრები, ზოოპარკი, ტექნოპარკი და რკინიგზის სადგური.rnკიბუცი 2000 მაცხოვრებელზე განთავსებულია მიწის ნაკვეთზე ფართობით 100 ჰა. მისი ლოკაცია განპირობებულ იქნა მძლავრი ინფრასტრუქტურით, რაც ამცირებს მანძილს უახლოეს ავტო თუ სარკინიგზო მაგისტრალამდე.rnკიბუცის გეგმარების ტოპოლოგია აგებულია მართკუთხა ბადეზე, რომელიც სხვადასხვა დონეებზე კვეთს ერთმანეთს. ბადის შიგთავსად აღებულია საცხოვრისი, რომლის გეგმარება შესდგება 5 ტიპის საცხოვრებელი ერთეულისაგან.მათი უნივერსალური, რკინაბეტონის კარკასი იძლევა გადაადგილების, რეკონსტრუციის გაფართოვება-შემცირების მარტივი კომბინაციების საშუალებებს. პროექტირებას საფუძვლად ჩაედო კიბუცის ზემოხსენებული დინამიური და ცვალებადი ცხოვრების ციკლი.rnპროექტი სრულად დამუშავდა მდგრადი სამშენებლო პროცესების გათვალისწინებით. დაწყებული ადგილობრივი სამშენებლო მასალების მოპოვებით და დამთავრებული სრული კიბუცის მიკრო კლიმატის ანალიზით. კედლები აშენებულია დატკეპნილი მიწის ტექნიკით, რადგან მას გააჩნია ბევრად უკეთესი მახასიათებლები, ვიდრე ტრადიციულ ბეტონის კედელს.rn

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია