ჩვენი სპონსორები
Sponsorsდაჯილდოების ცერემონია
საუკეთესო ნამუშევრები
პროექტი ჩატარდა თბილისის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით
პროექტის ორგანიზატორები: ჟურნალი "სტილი", სამშენებლო კომპანია "პლანეტა"
კონკურსის მხარდამჭერები კომპანიები: "მეიდან ჯგუფი",
საქართველოს ეროვნული მუზეუმი,
"e-info.ge", "Photolife ჯგუფი", "მოდერნ გრაფიკი", "ზარაფხანა", "ვიპ დიზაინ ენდ ბილდინგ კომპანი", "ფლაუერს ჯე", "ბაგრატიონი".
ჟურნალები: "პირველი", "შთაბეჭდილება", "ანაბეჭდი", "სახელები"
გაზეთი: "24 საათი", რადიო: "ფორტუნა"
არქიტექტორების სტიმულირებისათვის, მათი ნამუშევრების პოპულარიზაციისათვის და საზოგადოებაში მშენებლობისა და არქიტექტურის რეიტინგის ასამაღლებლად -- საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრებისა და საუკეთესო ინტერიერების გამოსავლენად, 2006 წელს, ჟურნალი"სტილის" ეგიდით, საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს - საქართველოში პირველად ჩატარდა კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2006". პროექტმა პროფესიონალების, სამშენებლო თუ არქიტექტურული კომპანიების, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესი გამოიწვია. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა არეალი გაფართოვდა და პროექტმა საერთაშორისო დატვირთვა მიიღო.
2007 წელს, ჟურნალი "სტილის" და კომპანია "კაპაროლ-ჯორჯიას" ორგანიზატორობით, ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2007".
დღეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პროექტი კიდევ უფრო აქტუალურია, მითუმეტეს, მის მიმართ ინტერესი პროფესიონალების მხრიდან (როგორც ქართველების, ასევე უცხოელების), კვლავ მზარდია,
შედეგად, 2008 წელს ჟურნალი "სტილის" ეგიდით კვლავ ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი, "არქიტექტურული პრემია 2008". წინამდებარე კონკურსის დამთავრებისთანავე, ჩვენს ვებ გვერდზე მთელი წლის განმავლობაში 2008 წლის 17 ოქტომბრამდე შემოდიოდა საკონკურსო ნამუშევრები.
- საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2008" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.
- საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
- საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილული იქნა რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
- საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
- საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2008".
- საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები დამტკიცდა ჟიურისა (პროფესიული და საზოგადოებრივი საბჭო) და კონკურსის ორგანიზატორების მიერ.
საერთაშორისო კონკურსზე განიხილული იქნა ნამუშევრები შემდეგი ნომინაციებისმიხედვით:
- იდივიდუალური საცხოვრებელი შენობა;
- საზოგადოებრივი შენობა;
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი;
- საცხ. სახლის ინტერიერი;
- საზოგადოებრივი შენობის ინტერიერი;
- რეკონსტრუქცია-რესტავრაცია;
- არქიტექტურული პროექტები;
- სტუდენტური პროექტები;
- კონკურსგარეშე მონაწილე.
არქიტექტურული პრემიას წარმოადგენდა:
- პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
- ლაურეატის დიპლომი;
- ალტერნატიული ჟიურის პრემია;
- პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.
საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს შეასრულა წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.
ამჯერად ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2006" -ს და საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2007"-ს ლაურეატებიც იყვნენ.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა. სულ დაფიქსირდა 131 მონაწილე.
წარმოდგენილი იქნა 163 ობიექტი.
"არქიტექტურული პრემია 2008” - მიენიჭათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისათვის.
17 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, საერთაშორისო კონკურსზე "არქიტექტურული პრემია 2008", წარმოდგენილ ნამუშევრებს, საუკეთესო ნომინანტებს, ლაურეატებს განიხილავდა და განსაზღვრავდა საერთაშორისო პროფესიული ჟიური და საზოგადოებრივი ჟიური.
ჟიურის შემადგენლობა დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსის"არქიტექტურული პრემია 2008" ერთ-ერთი ორგანიზატორის - ჟურნალი "სტილის" ორგკომიტეტისმიერ.
პროფესიულ ჟიურის წარმოადგენდნენ:
დიმიტრი მოსულიშვილი. ნინო ლაღიძე. კილასონია ნიკა. გიორგი ქობულია. ვატო ლეჟავა. ნიკა ჩხაიძე. გიორგი მოსულიშვილი. ნიკა აბაშიძე. კახა აბულაძე. გაგა კიკნაძე. ლევანი მუშკუდიანი. ზურა ნიკოლაიშვილი. დავითი ნიკოლაიშვილი. მარიკა ქურთიშვილი. ნია მგალობლიშვილი. გოგი კვიწინაშვილი. გოჩა ხოფერია. გოგი სულაბერიძე. მანუჩარი მახათაძე. ვალერი ბახტაძე. ხათუნა ფირცხალავა. გოჩა მიქიაშვილი. დიეთერ ფვანენშტეილი. ტომას სკარპა. ანეტა რევიაკინა. ელჩინ ალიევი. რაგიმ სეიფულაევი. კახა დეკანოიძე. გია აბულაძე. მაკა შავიშვილი. ნოდარი ამაშუკელი. დათო აბულაძე. გივი მეტრეველი. არჩილი ქურდიანი.ელსე კეტუნენი. ზურა ნემსაძე. დავით ბაირამაშვილი
საზოგადოებრივ ჟიურის წარმოადგენდნენ:
ეკა ჯაფარიძე. შოთა გლურჯიძე. გიორგი კალანდია. ეკა ჯავახიშვილი. ზაზა ნიშნიანიძე. დავით ლორთქიფანიძე. გიგი უგულავა. ზაალ სამადაშვილი. მამუკა ახვლედიანი. მიხეილ ავალიანი. გიორგი პატარიძე. მურაზ მურვანიძე. დავით ცხადაძე. ნინო არაზაშვილი. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
"არქიტექტურული პრემია 2008"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, შეარჩია ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტები (სპეციალურვებ გვერდზე წარმოდგენილიობიექტებიყველასთვის იყო ხელმისაწვდომი),
ობიექტურად შეაფასა (ჟიურისწევრებმა ვებ გვერდზე 10 ბალიანი სისტემით შეაფასეს ობიექტები - შედეგები ავტომატურად დაჯამდა და გამოავლინდა გამარჯვებულები) თანამედროვე არქიტექტურის განვითარების დონე და ახალი აქტუალური ტენდენციები ამ სფეროში.
ყოველ ნომინაციაში შერჩეული იქნა ორი, სამიან ოთხი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან საბოლოოდ გამოვლინდა ერთი ლაურეატი. მხოლოდ ამის შემდგომ გახდა ცნობილი ავტორთა ვინაობა.
26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში "ქარვასლა", 5 საათზე, საზეიმო ვითარებაში დაიწყო დაჯილდოების პრეზენტაცია.
კონკურსანტთა დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - თბილისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს, კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, სიმებიანი კვარტეტის (მაია მამარდაშვილი, რუსუდან კიკნაძე, მარინა კუტუბიძე, სოფიო ხოსროშვილი) მიერ შესრულებული მუსიკის ფონზე, შესაძლებლობა ჰქონდათ, "ქარვასლას" საგამოფენო დარბაზში ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია.
დაახლოებით ექვსი საათისთვის დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც მიჰყავდა მსახიობს, მიხეილ გომიაშვილს. გამარჯვებულ ნომინანტებს და საზოგადოებას მიესალმა საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი: ჟურნალი "სტილის" მთავარი რედაქტორი ნინო ლაღიძე.
ნომინანტთა დაჯილდოებამდე წამყვანმა სცენაზე მიიწვია:
ბატონი, გივი შავდია - სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრკორესპონდენტი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, პროფესორი,
თბილქალაქპროექტის დირექტორი ტერიტორიის სივრცეთა დაგეგმარების და არქიტექტურულ საკითხებში;
ბატონი, რევაზ ბაირამაშვილი-თარხნიშვილი - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი,
სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დოცენტი;
ქალბატონი, ქეთევან კობახიძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამსახურებული პედაგოგი. პროფესორი არქიტექტორი;
ბატონი, ჰამლეტ მოსულიშვილი – არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი, აღმოსავლეთ ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის დამსახურებული პედაგოგი, რომლებიც კონკურსის მხარდამჭერის - თბილისის მერიის გადაწყვეტილებით არქიტექტურის სფეროში მოღვაწეობისათვის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. მათ პრიზები ქალაქის მერმა, ბატონმა გიგი უგულავამ გადასცა.
ამის შემდგომ, მუსიკის და კონკურსანტთა ნამუშევრების ეკრანზე ჩვენების ფონზე დასახელდა გამარჯვებული ნომინანტები და ნომინაციათა ლაურეატები. მათ გადაეცათ სპეციალური პრიზები და დიპლომები.
საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2008" მთავარ ჯილდოს წარმოადგენდა მცირე ზომის სკულპტურა, რომლის დიზაინი შესრულდა კონკურსის მხარდამჭერის შ.პ.ს. "ზარაფხანას" მიერ.
ნომინაციების მიხედვით, ნომინანტებს აჯილდოებდნენ: თბილისის მერი ბატონი, გიგი უგულავა; საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ზაალ სამადაშვილი, ;კონკურსის თანაორგანიზატორის - სამშენებლო კომპანიის არქიტექტორი, ბატონი ირაკლი კვარაცხელია; წინამდებარე კონკურსის პრიზიორები - არქიტექტორები, გოგი სულაბერიძე, გაგა კიკნაძე, ამირან პატარქალაშვილი. ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის დეკანი, ბატონი გოჩა მიქიაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკანი, ბატონი ნოდარ ამაშუკელი, კონკურსის ორგანიზატორი - ჟურნალი "სტილის" გამომცემელი, ბატონი დიმიტრი მოსულიშვილი, "არქ. პრემია 2008" -ს საზოგადოებრივი ჟიურის წევრი ნინო არაზაშვილი.
ყველა ნომინანტისათვის საჩუქრები დააწესა "ვიპ დიზაინ ენდ ბილდინგ კომპანიმ" და "ფლაუერს ჯე"-მ.
დაჯილდოების ცერემონიალის დასასრულს, საზოგადოებას მოკლე სიტყვით მიმართა ჟურნალი "სტილის" გამომცემელმა დიმიტრი მოსულიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა კონკურსის ყველა მესვეურს, მხარდამჭერს, კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს.
მიმოიხილა საერთაშორისო კონკურსის მნიშვნელობა ქართულ სინამდვილეში, მისი შედეგები და გახსნილად გამოაცხადა შემდგომი საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2009".
დასასრულს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს.
კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის ამსახველი მასალა გამოქვეყნებულია საერთაშორისო კონკურსის ვებ გვერდზე:
www.archiaward.com
ფოტო მასალა მოგვაწოდა: Photolife ჯგუფმა
პროექტი გრძელდება. ჟურნალი "სტილი" კვლავ იწვევს არქიტექტორებს და დიზაინერებს საერთაშორისო კონკურსში"არქიტექტურული პრემია 2009" მონაწილეობის მისაღებად.