ორგანიზატორები
Organizersდაჯილდოების ცერემონია
საუკეთესო ნამუშევრები
„საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის” და ჟურნალი STYLE-ს ორგანიზატორობით, თბილისში, 2024 წლის 12 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილთმორის” -ის საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა: მე - 18 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის „ არქიტექტურული პრემია 2024” – ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
„არქიტექტურული პრემიის” ოქროს სპონსორი:
ევროპის მასშტაბით, სამშენებლო საღებავების სფეროში, უმსხვილეს საწარმოებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო და ლიდერი კომპანია „კაპაროლი”
„არქიტექტურული პრემიის” გენერალური სპონსორი:
კომპანია „გროე”, რომელიც უკვე 25 წელია მსოფლიოს მომხმარებელს პრემიუმ კლასის სანტექნიკური პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს.
კონკურსის სპონსორები:
კომპანია „ზოდი”. სარემონტო მოსაპირკეთებელი მასალები. ბუნებრივი ქვებისა და შიდა და გარე კარის ყველაზე დიდი არჩევანი საქართველოში.
კომპანია „ორიონი” – ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი დეკორატიული სანათების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია.
სასტუმრო „შატო მეფის ქალაქი”. მე-18-ე საუკუნის ისტორიულ შენობაზე დაფუძნებული თანამედროვე ბუტიკის სტილის სასტუმრო კომპლექსი - თბილისთან ახლოს, გარიყულაში.
კომპანია „არქისტუდიო”. იტალიური ქარხნების წარმომადგენლი საქართველოში. კომპანია წარმოადგენს ბრენდებს: Artemide, Kartell, Poltrona Frau, Fiam Italia, Paolo Castelli, Agape, Mosaico +, Caccaro, Missoni Home , Macrolux, Contardi, Astep, Innate Collection, LAPALMA, Altrenotti, Tonin Casa, VG, Karakter , Grippo Fox, L'Origine, Arte Veneziana
„არქიტექტურული პრემიის” მხარდამჭერები:
კომპანია „მისონი” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი ტექსტილის სფეროში; კომპანია „არტემიდე”. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განათების ბრენდი. ლანდშაფტის დიზაინის და საბაღე ცენტრის კომპანია - „გრინლენდი”.
მედია მხარდამჭერები:
რადიო ” ფორტუნა” და „ფორტუნა პლიუსი”
პროექტის ფოტო უზრუნველყოფა - ახალგაზრდა არქიტექტორი მარიამ გოგრიჭიანი, კომპანია „რაჭა მაუნთაინსი”
პროექტის ვიდეოგადაღება - კომპანია „შოუმედია პროდაქშენი”
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები. „არქიტექტურული პრემია 2024” - ში მონაწილეობის მისაღებად, სულ 11 ნომინაციაში შემოვიდა 170 ნამუშევარი. მონაწილეობა მიიღო 157 ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორმა დიზაინერმა და სტუდენტმა. - საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები დამტკიცდება კონკურსის ორგანიზატორების მიერ: წელს, საკონკურსო ნამუშევრების შეფასებაში სიახლე იქნა შეტანილი. ზოგიერთ ნომინაციაში საკონკურსოდ ატვირთულ ნამუშევრებს შორის გამოვლინდა რამდენიმე (სამი და მეტი) ერთი და იგივე დანიშნულების ობიექტთა ჯგუფი, ამიტომ კონკურსის ორგკომიტეტმა, საკონკურსო პირობების შესაბამისად, ეს ობიექტები გამოყო ქვე-ნომინაციების მიხედვით და შეიქმნა 17 ნომინაცია.
საერთაშორისო კონკურსზე განიხილული იქნა რეალიზებული, სარეალიზაციო პროექტები და სტუდენტური ნამუშევრები - შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
1. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
2. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
3. საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
4. საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
5. საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული) სასტუმრო
6. საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
7. საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)რესტორანი
8. რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
9. ლანდშაფტის არქიტექტურა (რეალიზებული)
10. სტუდენტური პროექტი
11. სტუდენტური პროექტი (ურბანული ქალაქგეგმარება)
12. სტუდენტური პროექტი (მრავალფუნქციური კომპლექსი)
13. არქიტექტურული პროექტი
14. არქიტექტურული პროექტი (რეკონსტრუქცია)
15. არქიტექტურული პროექტი (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი)
16. ქალაქგეგმარებითი პროექტი
17. ავეჯის დიზაინი
ნამუშევრები ფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
• ფორმა; • ფუნქცია; • ინოვაცია;• კონცეპტუალურობა; • რეალობასთან სინქრონი (ადაპტაცია).
საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულებს მიენიჭათ „არქიტექტურული პრემია 2024”. ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, საერთაშორისო კონკურსების „არქიტექტურული პრემია”-ს ლაურეატებიც არიან. საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსის „არქიტექტურული პრემია 2024” ერთ-ერთი ორგანიზატორის - საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ.
საბოლოოდ თითოეულ ნომინაციაში შეირჩა ორი, სამი და ოთხი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან განსაკუთრებულად აღინიშნა ერთერთი, ყველაზე მაღალი ქულის მფლობელი.
„საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის” სპეციალური საპატიო ჯილდო გადაეცა „ახალი ნათების” , „ფორუმის” და სასტუმრო „შატო მეფის ქალაქის” დამფუძნებელს, ბატონ ზურაბ გაბინაშვილს, არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის სფეროში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის.
არქიტექტორთა ასოციაციამ დააწესა ასოციაციის საპატიო ჯილდო. წელს უკვე მეთორმეტედ, ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ეს ჯილდო გადაეცათ საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორებს: მერაბ ბოლქვაძეს და ნიკოლოზ ზაზუნიშვილს.
საჩუქრები გამარჯვებულებს გადასცა კონკურსის ოქროს სპონსორმა - „კაპაროლი”.
თავის რჩეული ნომინანტები დაასაჩუქრა კონკურსის გენერალურმა სპონსორმა „გროემ”.
კონკურსის სპონსორმა კომპანია “არქისტუდიომ” საჩუქარი ხუთი ნომინაციისთვის დააწესა და ნომინანტები დაასაჩუქრეს კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიებმა: „მისონიმ” და „არტემიდემ”.
თავისი რჩეული ნომინანტები დაასაჩუქრეს კონკურსის სპონსორებმა „შატო მეფის ქალაქმა” და კომპანიებმა „ორიონი”, „ზოდი”, „გრინლენდი”.
აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის ბატონი ელბაი კასიმ ზადეს გადაწყვეტილებით სამივე სტუდენტური ნომინაციის საუკეთესო ნომინანტებისთვის დაწესდა ფულადი პრიზები.
დაჯილდოების ცერემონიალის დასასრულს, საერთაშორისო ფესტივალის და კონკურსის შედეგების მიმოიხილვის შემდეგ, გამოცხადდა შემდგომი საერთაშორისო კონკურსი - „არქიტექტურული პრემია 2025”.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის და პრეზენტაციის ამსახველი მასალა გაშუქდა მასმედიაში, ვებ გვერდებზე: www.archiaward.com; www.Archias.ge, სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/archigeorgia და იბეჭდება ჟურნალ „სტილში” (#86).
საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალით დაინტერესების შემთხვევაში - მასში მონაწილეობის მისაღებად და მხარდაჭერისთვის. დეტალურად, ინფორმაციას გაეცანით ვებ-გვერდებზე: www.archiaward.com; www.archias.ge













