თბილისი-რუსთავის აგლომერაცია

ავტორი: მარიამ მეგენეიშვილი, სალომე მუქერია, ნათია გოგიტიძე
ფართობი: 23435 m2
სტუდენტური პროექტი - ურბანული ქალაქგეგმარება
თბილისი-რუსთავის აგლომერაცია
ავტორი: მარიამ მეგენეიშვილი, სალომე მუქერია, ნათია გოგიტიძე
ფართობი: 23435 m2

მდებარეობა: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N98

საქალაქო ტიპის დასახლებების გაერთიანებას ერთი დიდი ქალაქის გარშემო აგლომერაცია ეწოდება. ჩვენი პროექტის სავარაუდო შედეგიც სწორედ აგლომერაციაა. განხილული მარშუტით მეტროს ხაზი ხანგრძლივ პერსპექტივში გაცილებით დიდ ცვლილებებს გამოიწვევს ვიდრე დღეს არსებული პრობლემების მოგვარებაა. ურბანული აგლომერაცია ინტეგრირებული ქალაქების მაღალგანვითარებული სივრცითი ფორმაა. ის ყალიბდება მაშინ როდესაც ქალაქებს შორის კონკურენტული ურთიერთობები იცვლება და ერთდროულად ხდება როგორც კონკურენტული, ასევე თანამშრომლური. პროექტის იდეა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დედაქალაქთან არსებულ საქალაქო ტიპის დასახლებებს, რომ განვითარდნენ, ჰქონდეთ კავშირი თბილისთან და უშუალოდ ჩაერთონ საქალაქო სისტემაში. ეს პირდაპირპროპორციულად აისახებოდა დედაქალაქის გამსუბუქებაზე. არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად შევარჩიეთ მარტივი სწრაფი და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალება-ინვერსიული მეტრო. კონცეფცია რომელიც გამოწვევას უქმნის ტრადიციულ ურბანულ სატრანსპორტო სტრუქტურას იქნება სიმაღლეზე დაპროექტებული რელსებზე მოძრავი გერმანიისა და იაპონიის „upside down” მეტროს ანალოგი. თბილიში რსებული მეტრო წარმოადგენს ორ ხაზსა და ორ სადგურის მოედანს, ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პროექტში იგეგმება შეიქმნას მეტროს მესამე ხაზი და მესამე სადგურის მოედანი, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელით ისევე დაუკავშირდება მეტრო ისანს როგორც სადგურის მოედანი ერთი სადგურის მოედან ორს. უშუალოდ მესამე სადგურის შენობა განთავსდება თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირ N98-ში და წარმოადგენს სამ სართულიან ნაგებობას, რომლის პირველი და მეორე სართული დაეთმობა სხვადასხვა ტიპის კომერციულ ფართებს, ხოლო მესამე სართული სრულად განკუთვნილია მეტროს გაჩერებისთვის.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია