ინფორმაცია საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღების პირობების შესახებ
1. საერთო მდგომარეობა
საერთაშორისო კონკურსის მიზანია:
- ქალაქგეგმარების, არქიტექტურის, ინტერიერის, დიზაინის სფეროში თანამედროვე მსოფლიო ტექნოლოგიებისა და სტილისტიკის განვითარების სტიმულირება;
- საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეების თანამედროვე მსოფლმხედველობის შესაბამისად ფორმირება;
- თანამედროვე მსოფლიო პროცესში სამამულო არქიტექტურის ინტეგრაცია;
- თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დიზაინერული გადაწყვეტებით შექმნილი საუკეთესო პროექტების წარმოჩენა.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის ვიწვევთ არქიტექტორებს, დიზინერებს, რომლებიც მაღალი დიზაინერული ბრენდების გამოყენებით, ინტერიერისა და არქიტექტურის თანამედროვე სტილისტიკას ქმნიან, აგრეთვე ინტეგრირებულ, ნოვატორულ, საინვესტიციო ქალაქგეგმარებით წინადადებებს წარმოაჩენენ.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღების პირობები:
- საერთაშორისო კონკურსზე, 2024 წლის 6 სექტემბრის 24:00 საათამდე მიიღება ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საცხ სახლების, ბინების, საზოგადოებრივი შენობების, რეალიზებული პროექტები, საინტერესო საინვესტიციო ქალაქგეგმარებითი კონცეფციები და არქიტექტურული პროექტები;
- საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2024" ტარდება ძირითადად პროფესიული აუდიტორიისათვის;
- კონკურსანტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ ნამუშევართა ნებისმიერი რაოდენობა და ერთდროულად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ნომინაციებში;
- საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2024" დებულების შესაბამისად, პრემიის მაძიებელებად სახელდებიან პროექტები შესარჩევი ტურის გავლის შემდგომ;
- არქიტექტურული პრემიის მოსაპოვებლად განსახილველი ნამუშევრები მიიღება 2024 წლის 6 სექტემბრის 24:00 საათამდე, ინტერნეტის მეშვეობით კონკურსის სპეციალურ ვებგვერდზე წარმოსაჩენად.
საერთაშორისო კონკურსის ჩატარების თანამიმდევრობა
o "არქიტექტურული პრემიის" მოსაპოვებლად, საერთაშორისო კონკურსის სპეციალურ ვებ გვერდზე წარმოდგენილი ნამუშევრები განიხილება ორგომიტეტის მიერ.
o ნამუშევრების შერჩევა წარმოებს სამ ეტაპად;
- წარმოდგენილი პროექტების განხილვა ორგკომიტეტის მიერ;
- საერთაშორისო ჟიური აფასებს ორგკომიტეტის მიერ შერჩეულ პროექტებს და თითოეულ ნომინაციაში გამოავლენს 2, 3 ან 4 საუკეთესო პროექტს;
- გამარჯვებულ ნომინანტთა დაჯილდოება.
საერთაშორისო კონკურსის - "არქიტექტურული პრემია 2024" - ლაურეატებს განსაზღვრავს საერთაშორისო პროფესიული ჟიური და საზოგადოებრივი აზრი (ინტერნეტის მეშვეობით, საზოგადოების მიერ ნამუშევრების შეფასება კონკურსის საიტზე და სოციალურ ქსელებში).
საერთაშორისო კონკურსის ჟიური
საერთაშორისო პროფესიულ ჟიურის წარმოადგენენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები, დიზაინერები.
ნამუშევართა შეფასება სპეციალური კოდირებული სისტემით ჩატარდება. ვებ გვერდზე წარმოდგენილი, თავისი ნომრით აღნიშნული თითოეული ობიექტი, ვიზუალურად, ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.
საერთაშორისო კონკურსის - "არქიტექტურული პრემია 2024" - პროფესიული ჟიურის თითოეული წევრი და ასევე საზოგადოების ნებისმიერი წევრი ფარული კენჭისყრით (ინტერნეტის მეშვეობით), 10 ბალიანი შკალით აფასებს წარმოდგენილ მასალას, გამოყოფს, რა თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნამუშევარს.
- ნამუშევრების შემფასებელს აქვს მხოლოდ ერთი ხმის მიცემის უფლება;
- იმ შემთხვევაში თუ კონკურსზე წარმოდგენილია საერთაშორისო პროფესიული ჟიურის წევრის ნამუშევარი, იგი (წევრი) ხმას არ აძლევს თავის ნამუშევარს ( წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შეფასება ანულირდება);
- შეფასების საერთო შედეგები (როგორც პროფესიული ჟიურის, ასევე საზოგადოების) ავტომატურად დაჯამდება და გამოავლენს გამარჯვებულ ობიექტს.
- და მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ გახდება ცნობილი ავტორის ვინაობა, შესაბამისად დაფიქსირდება ვებგვერდზე.
- კენჭისყრის შედეგების საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღება ნამუშევრების შეფასებისას, ქულების საბოლოო გადანაწილებით, ამტკიცებს "არქიტექტურული პრემიის" ორგკომიტეტი.
საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები გამოქვეყნდება ჟურნალ "სტილში"
გამარჯვებული პროექტები:
- გამოიფინება დაჯილდოების ცერემონიალისათვის განკუთვნილ სპეციალურ გამოფენაზე.
- გაშუქდება ტელევიზიის, რადიოსა და მასმედიის საშუალებით.
- გამარჯვებულ ნომინანტთა დასახელება შედგება დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე.
საერთაშორისო კონკურსის " არქიტექტურული პრემია 2024"-ის საპრიზო ფონდს ნომინაციების მიხედვით შეადგენს:
ყოველი ნომინაციის ლაურეატისათვის:
- დიპლომი;
- კონკურსის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
- ნომინანტებისათვის ნომინაციების მიხედვით კონკურსის სპონსორებისა და მხარდამჭერების სპეციალური დიპლომი
კონკურსანტთა საყურადღებოდ:
- საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2024" ნებისმიერი ნომინაცია ავტომატურად მოიხსნება იმ შემთხვევაში, თუ კი შემოტანილი მასალის რაოდენობა არ აღემატება სამ ობიექტს;
- ობიექტის ვებგვერდზე დაფიქსირებამდე დაზუსტდეს ავტორთა ვინაობა;
- საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ობიექტების ავტორები, მათი პერსონით თუ პროექტით მასმედიის დაინტერესებისას, ვალდებულნი არიან, ყოველ მოცემულ შემთხვევაში, მზად იყვნენ, შესაბამისი ქმედებისათვის - კომენტარის თუ ინტერვიუს მისაცემად.
საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2024"დაჯილდოების ცერემონიალზე საჯაროდ გამოიფინება თითოეულ ნომინაციაში წარმოდგენილი საუკეთესო ობიექტების ამსახველი სტენდები.
სადემონსტრაციო მასალის მოსამზადებლად ნომინანტებს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ. საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორებს შეუძლიათ შეცვალონ კონკურსის პირობები მონაწილეების წინასწარი ინფორმირების საფუძველზე.