ჩვენი სპონსორები
Sponsorsდაჯილდოების ცერემონია
საუკეთესო ნამუშევრები
"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის", ჟურნალი "STYLE"-ს ეგიდით,
და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა
თბილისის მეოთხე საერთაშორისო არქიტექტურის ფესტივალი
17-18 ოქტომბერი
17 ოქტომბერს 17:00 საათზე - სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიას" საპრეზენტაციო დარბაზში ჩატარდა "არქიტექტურული პრემია 2015"–ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
"საერთაშორისო მე-4 არქიტექტურული ფესტივალის" -ის გენერალური სპონსორი კომპანია - "კაპაროლი"
მხარდამჭერები:
თბილისის მერია
თბილისი მერიის არქიტექტურის სამსახური
კომპანიები:
"ვიტრა", "კახური ტრადიციული მეურნეობა", "ტკბილი ქვეყანა",
"ევრო ეზო", "ბაგრატიონი"
ფოტოუზრუნველყოფა:
მიქაელ ქავთარაძე
საინფორმაციო მხარდამჭერები:
ტელევიზია "ჯიდიესი"
"რადიო საქართველო"
"დიზაინთბილისი"
მუსიკალური გაფორმება
"ჯაჟ-ქვარტეტი"
კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია და ნამუშევრების მიღება 2015 წლის 15 ივნისიდან დაიწყო
- საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2015" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.
- საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
- საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილული იქნა რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
- საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
- საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2015".
- საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები დამტკიცდა ჟიურისა (პროფესიული ) და კონკურსის ორგანიზატორების მიერ.
საერთაშორისო კონკურსზე განიხილული იქნა ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
- ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
- საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
- საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
- საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
- რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
- სტუდენტური პროექტი
- არქიტექტურული პროექტები
- ლანდშაფტური არქიტექტურა (რეალიზებული)
- საუკეთესო ინტერიერი "ვიტრასთან" ერთად
არქიტექტურული პრემიას წარმოადგენდა:
- პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
- ლაურეატის დიპლომი;
- ალტერნატიული ჟიურის პრემია;
- პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.
საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა.
სულ დაფიქსირდა 142 მონაწილე.
წარმოდგენილი იქნა 176 ობიექტი.
"არქიტექტურული პრემია 2015" - მიენიჭათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისთვის.
საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსის"არქიტექტურული პრემია 2015"-ს ერთ-ერთი ორგანიზატორის - " საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" მიერ
"არქიტექტურული პრემია 2015"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, შეარჩია ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტები. კონკურსის ვებ გვერდზე წარმოდგენილი ობიექტები ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. ჟიურის წევრებმა ვებ გვერდზე 10 ბალიანი სისტემით ობიექტურად შეაფასეს ობიექტები - შედეგები ავტომატურად დაჯამდა და გამოავლინდა გამარჯვებულები.
ყოველ ნომინაციაში შერჩეული იქნა სამიან ოთხი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან საბოლოოდ გამოვლინდა ერთი ლაურეატი. მხოლოდ ამის შემდგომ გახდა ცნობილი ავტორთა ვინაობა.
17 ოქტომბერს სასტუმრო " რედისონ ბლუ ივერიას" საპრეზენტაციო, 17:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში დაიწყო დაჯილდოების პრეზენტაცია.
კონკურსანტთა დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია.
დაჯილდოების ცერემონიალის წამყვანი გახლდათ ცნობილი არტისტი მიხეილ გომიაშვილი.
გამარჯვებულ ნომინანტებს და საზოგადოებას მიესალმა საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორი, "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" დირექტორი, ჟურნალი "სტილის" მთავარი რედაქტორი ნინო ლაღიძე.
ნომინანტთა დაჯილდოებისას წამყვანებმა სცენაზე მიიწვიეს:
- საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,არქიტექტურის,ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი და სწავლული მდივანი - ბატონი გიორგი სალუქვაძე
და
- საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,არქიტექტურის,ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრი და აკადემიკოსი ბატონი გიული გეგელია. ისინი საქართველოს არქიტექორთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, ფესტივალის ორგანიზატორების მიერ არქიტექტურის სფეროში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
მუსიკის და კონკურსანტთა ნამუშევრების ეკრანზე ჩვენების ფონზე დასახელდნენ ნომინანტები და ნომინაციათა ლაურეატები. მათ გადაეცათ სპეციალური პრიზები და დიპლომები.
ნომინანტისათვის საჩუქრები დააწესეს:
- თბილისისმერიის არქიტექტურის სამსახურმა
კომპანიებმა:
"კაპაროლმა"
"ვიტრამ"
"ახალმა ნათებამ"
"კახური ტრადიციული მეურნეობამ"
"ევრო ეზომ"
"ბაგრატიონმა"
საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2015"-ის მხარდამჭერმა კომპანიამ ვიტრა", მის მიერ დაწესებულ ექსკლუზიურ ნომინაციაში -"საუკეთესო ინტერიერი ვიტრასთან ერთად - კონკურსზე წარმოჩენილი ნამუშევრებიდან ორი ნომინანტი და ასევე, " არქიტექტურული პრემია 2015"–ის სტუდენტური ნომინაციის გამარჯვებული ნომინანტი დააჯილდოვა. ნომინანტებს, პრიზები კომპანია - "ვიტრას" -მარკეტინგის მენეჯერმა, ელენე ნიკოლაიშვილმა გადასცა.
ასევე, წელს უკვე მესამედ, "არქიტექტურული პრემია 2015"-ის მხარდამჭერი კომპანიის - "კახური ტრადიციული მეღვინეობის" მიერ დაწესებული პრიზით, კომპანიის წარმომადგენელმა ანა ქევხიშვილმა კონკურსის ორგანიზატორები დააჯილდოვა.
დაჯილდოების მსვლელობისას ნომინაციების – "საცხოვრებელი ინტერიერის", "საზოგადოებრივი ინტერიერის" და " სტუდენტური პროექტის" საუკეთესო ნომინანტები სპეციალური პრიზით დაასაჩუქრა ჟურნალი "სტილის"პარტნიორმა კომპანიამ – "ახალი ნათება".
ამის შემდგომ, საზოგადოებას მოკლე სიტყვით მიმართა საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა დიმიტრი მოსულიშვილმა. მან მიმოიხილა საერთაშორისო კონკურსის მნიშვნელობა ქართულ სინამდვილეში, მისი შედეგები და გახსნილად გამოაცხადა შემდგომი არქიტექტურის მე– 5 საერთაშორისო ფესტივალი და საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2016".
დასასრულს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს.
18 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბილიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა " არქიტექტურული გამოფენა".
გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები: აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, ასევე, გაიხსნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული არქიტექტურული პროექტების და "არქიტექტურული პრემია 2015"-ის საუკეთესო სტუდენტური პროექტების გამოფენა და შედგა მათი პრეზენტაცია.
მე-4 საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის ამსახველი მასალა გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ გვერდზე.
ფოტო მასალა მოგვაწოდა: მიქაელ ქავთარაძემ
პროექტი გრძელდება. "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია"და ჟურნალი "სტილი" კვლავ იწვევს არქიტექტორებს და დიზაინერებს საერთაშორისო კონკურსში "არქიტექტურული პრემია 2016" მონაწილეობის მისაღებად.