ინდ. საცხოვრებელი სახლი დიდ დიღომში

ავტორი: ალექსანდრე კაციტაძე, ბექა ხუციშვილი
ფართობი: 546 m2
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
ინდ. საცხოვრებელი სახლი დიდ დიღომში
ავტორი: ალექსანდრე კაციტაძე, ბექა ხუციშვილი
ფართობი: 546 m2

მდებარეობა: დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობა

ინდ. საცხოვრებელი სახლი დიდ დიღომში წარმოადგენს ორსართულიან შენობას სარდაფით.\\r\\nშენობა კონსტრუქციულად კარკასულია და მონოლითური რკინა-ბეტონის კოლონებისა და რიგელების თამაში არქიტექტურულად მორგებულია შენობის იერ-სახეზე. შენობის სამი სართული ერთმანეთთან დაკავშირებულია კიბის უჯრედით. სახურავი აქვს ბრტყელი და წვიმის წყლის გადაყვანა ხდება შიგნიდან რათა არ დაზიანდეს შენობის ვიზუალური მხარე.\\r\\nეზოში განთავსებულია საცურაო აუზი, თავისი ინფრასტრუქტურით.\\r\\n სარდაფის სართულში განთავსებულია მარანი, საბილიარდო, სან-კვანძი, საკუჭნაო და ავტოფარეხი, რომელიც პანდუსით ამოდის ქუჩის მხარეს. პირველ სართულზე განთავსებულია საერთო ოთახი, კაბინეტი, სამზარეულო და სასადილო/ორსინათლიანი/, სველი წერტილები და სამრეცხაო, მეორე სართულზე - საძინებლები და სან.კვანძები.\\r\\nშენობის ცალ მხარეს კარკასის ორი სინათლე ერთი ბიჯით დათმობილი აქვს შიდა ეზოს, რომელიც არის კავშირი წინა და უკანა ეზოებს შორის.\\r\\nფასადზე კარკასი შიშველი ბეტონია, შემავსებლები ნაწილობრივ მოპირკეთდება ხის პანელებით და ამ სამი კომპონენტის: შიშველი ბეტონის, ხის მოპირკეთების და მინის ვიტრაჟების ერთობლიობა ქმნის საინტერესო არქიტექტურულ იერ-სახეს.\\r\\n

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია