არქიტექტურული პრემია 2009

ჩვენი სპონსორები

Sponsors

ჩვენი მხარდამჭერები

  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა

საუკეთესო ნამუშევრები

2009 წლის 25 ოტომბერს, 17:00, სასტუმროში "შერატონ მეტეხი პალასი" გაიმართა საერთაშორისო გამოფენა -კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2009"- ს დაჯილდოების ცერემონიალი


პროექტის ორგანიზატორები:
ჟურნალი "სტილი", "არქიტექტორთა კლუბი", თბილისის მერია

გამოფენა- კონკურსის სპონსორები:
ბაზისბანკი
კაპაროლ ჯორჯია

მხარდამჭერი კომპანიები:
Werk architecture, ზარაფხანა, თელიანი ველი, GGI,
I studio, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტი, Vip Design Building, ეფლის ავტორიზებული დილერი კომპანია "ჰამაკი",
კომპანია "ჰერბოვიტალი", "ავსტრიული განათებების სახლი ორიონი", მოდერნ გრაფიკი,

საინფორმაციო მხარდამჭერები:
ტელეკომპანია რუსთავი 2
გაზეთები: 24 საათი, "პრაიმ თაიმი",
ჟურნალები "პირველი", "გზა"
"ფოტო ლაიფ სტუდიო", ე-ინფო

"არქიტექრურული პრემია 2009" -ს პრიზის დიზაინი შესრულდა თბილისის "ზარაფხანას" მიერ.
ლაურეატებისთვის და საუკეთესო ნომინანტებისთვის საჩუქრები დააწესა
- ბაზის ბანკმა
- თელიანი ველმა
ეფლის ავტორიზებულ დილერმა კომპანიამ "ჰამაკი"
- კომპამნია "აი სტუდიომ"
- კომპანია " ჰერბოვიტალიმ"
- "ვიპ დიზაინ ენდ ბილდინგ კომპანიმ"
- "ავსტრიული განათებების სახლმა ორიონი"
- თბილისის მერიამ
- სტუდენტური ნომინაციის ლაურეატისთვის - ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა


არქიტექტორების სტიმულირებისათვის, მათი ნამუშევრების პოპულარიზაციისათვის და საზოგადოებაში მშენებლობისა და არქიტექტურის რეიტინგის ასამაღლებლად - საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრებისა და საუკეთესო ინტერიერების გამოსავლენად2006 წელსჟურნალი,,სტილის" ეგიდით, საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს - საქართველოში პირველად ჩატარდა კონკურსი,,არქიტექტურული პრემია 2006". პროექტმა პროფესიონალების, სამშენებლო თუ არქიტექტურული კომპანიების, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესი გამოიწვია. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა არეალი გაფართოვდა და პროექტმა საერთაშორისო დატვირთვა მიიღო.


2007 წელს, ჟურნალი "სტილის" და კომპანია "კაპაროლ-ჯორჯიას" ორგანიზატორობით, ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2007".

2008 წელს, თბილისობის დღესასწაულზე, 26 ოქტომბერს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ჟურნალი "სტილისა" და სამშენებლო კომპანიის "პლანეტას" ორგანიზატორობით ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2008".


საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2008"-ზე იყო წარმოდგენილი 163 პროექტი, აქედან 35 კაციანი პროფესიონალური(რომელშიც შედიოდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები) და 15 კაციანი საზოგადოებრივი ჟიურის მიერ არჩეული იქნა 25 პრემიის ნომინანტი ნამუშევარი. Aამ ნამუშევრებით მოეწყო გამოფენა და გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა 500-მდე სტუმარი.

დღეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პროექტი კიდევ უფრო აქტუალურია, მითუმეტეს, მის მიმართ ინტერესი პროფესიონალების მხრიდან (როგორც ქართველების, ასევე უცხოელების), კვლავ მზარდია, შედეგად, პროექტი გრძელდება:

წელს, ჟურნალი "სტილის" და "არქიტექტორთა კლუბის" ეგიდით და თბილისის მერიის თანაორგანიზატორობით კვლავ ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსი, "არქიტექტურული პრემია 2009".

- საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2009" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.
- საერთაშორისო კონკურსი ტარდება არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილება რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2009".
საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები დამტკიცდა კონკურსის ორგანიზატორების მიერ.

საერთაშორისო კონკურსზე განიხილება ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  • იდივიდუალური საცხოვრებელი შენობა;
  • საზოგადოებრივი შენობა;
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი;
  • საცხ. სახლის ინტერიერი;
  • საზოგადოებრივი შენობის ინტერიერი;
  • რეკონსტრუქცია - რესტავრაცია;
  • არქიტექტურული პროექტები;
  • სტუდენტური პროექტები;
  • კონკურსგარეშე მონაწილე.

კონკურსზე წარმოდგენილიიქნა 134 ნამუშევარი შემდეგ ნომინაციებში:

  • I - ნომინაცია - "ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი" - 9 ობიექტი
  • II - ნომინაცია - "საზოგადოებრივი შენობა" - 13 ობიექტი
  • III - ნომინაცია - "მრავალსართულიანი სახლი ან კომპლექსი" - 5 ობიექტი
  • IV - ნომინაცია - "რეკონსტრუქცია-რესტავრაცია" - 9 ობიექტი
  • V- ნომინაცია - "საცხოვრებელი ინტერიერი" - 15 ობიექტი
  • VI - ნომინაცია - "საზოგადოებრივი ინტერიერი" - 20 ობიექტი
  • VII - ნომინაცია - "არქიტექტურული პროექტი" - 57 ობიექტი
  • VIII - ნომინაცია - "სტუდენტური პროექტი" - 18 ობიექტი
  • IX - ნომინაცია - "კონკურსგარეშე მონაცილე" - 3 ობიექტი

მონაწილეობა მიიღო 110 არქიტექტორმა და დიზაინერმა, მათ შორის უცხოელმა არქიტექტორებმა - აზერბაიჯანიდან, ლიტვიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან.


არქიტექტურულ პრემიას წარმოადგენს:

  • პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
  • ლაურეატის დიპლომი;
  • ალტერნატიული ჟიურის პრემია;
  • პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.

საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ყალიბდება კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს ასრულებს წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.

ამჯერად ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, წინამდებარე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატებიც არიან.

საერთაშორისო კონკურსის ჟიური:
- საერთაშორისო პროფესიონალური საბჭო (ჟიური);
- საზოგადოებრივი საბჭო (ალტერნატიული ჟიური).

"არქიტექტურული პრემია 2009"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, შეარჩია ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტები ( ობიექტები წარმოდგენილი იყო სპეციალურ ვებ საიტზე და ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი),
ობიექტურად შეაფასა (ჟიურის წევრებმა ვებ საიტზე 10 ბალიანი სისტემით
შეაფასეს ობიექტები - შედეგები ავტომატურად დაჯამდა და გამოავლინა
გამარჯვებულები) თანამედროვე არქიტექტურის განვითარების დონე და ახალი
აქტუალური ტენდენციები ამ სფეროში.

კონკურსში გამარჯვებულ ნომინანტთა დასახელება შედგა დაჯილდოების
საზეიმო ცერემონიალზე 2009 წლის 25 ოქტომბერს სასტუმროში "შერატონ მეტეხი პალასი".

დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - თბილისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს, კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, საგამოფენო დარბაზში ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია. დაჯილდოების ცერემონიალი 6 საათზე დაიწყო. იგი მიჰყავდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს წამყვანს, ქალბატონ ნინო არაზაშვილს. ცერემონიალს მუსიკალურად აფორმებდა თბილისი მერიის ჯაზ-ბენდი.

დაჯიდოების საზეიმო ცერემონიალზე შედგა "არქიტექტორთა კლუბის"
ოფიციალური პრეზენტაცია. არქიტექტურული კლუბი - ჟურნალ "სტილთან"
შექმნილი საზოგადოებრივი არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია. კლუბი
შეიქმნა: პროფესიონალური ურთიერთობებისათვის;- ქალაქმშენებლობის, არქიტექტურის, დიზაინი სფეროში არსებული პრობლემების განსახილველად და გადასაჭრელად; კლუბის წევრთა ბიზნესის ხმარდასაჭერად; ჟურნალი "სტილის" პოპულარიზაციისათვისა და პუბლიკაციების გამრავალფეროვნებისათვის; პრეზენტაბელურ გარემოში საინტერესო ადამიანების არაფორმალური ურთიერთობისათვის.

დაჯიდოების საზეიმო ცერემონიალზე ჟურნალი "სტილის" რედაქტორმა ნინო ლაღიძემ დამსწრე პუბლიკას მოახსენა კლუბის საქმიანობის და ჟურნალი "სტილის" და "არქიტექტორთა კლუბის ახალ პროექტის შესახებ - გამოცემის (დასრულების სტადია) პროცესშია წიგნი "თანამედროვე ქართველი არქიტექტორები".

საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2009" საუკეთესო ნომინანტებს და ლაურეატებს პრიზები გადასცეს თბილისის მერმა ბატონმა, გიგი უგულავამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა ზაალ სამადაშვილმა, წინა წლებში ჩატარებული კონკურსების ლაურეატებმა.

დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ დავით აბულაძემ საპატიო დიპლომი გადასცა "სტილის" გამომცემლობას არქიტექტურის პოპულარიზაციისათვის გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის.

ცერემონიის დასასრულს, საზოგადოებას მოკლე სიტყვით მიმართა ჟურნალი "სტილის" და "არქიტექტორთა კლუბის" დამფუძნებელმა, ბატონმა, დიმიტრი მოსულიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა კონკურსის ყველა მესვეურს, მხარდამჭერს, კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს.

მიმოიხილა საერთაშორისო კონკურსის მნიშვნელობა ქართულ სინამდვილეში, მისი შედეგები და გახსნილად გამოაცხადა შემდგომი საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2010".

დასასრულს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს.

კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები გამოქვეყნდება ჟურნალ "სტილში" და გამოიცემა კატალოგის სახით;

გამარჯვებული პროექტები გამოიფენილი იყო დაჯილდოების ცერემონიალისათვის
განკუთვნილ სივრცეში;

გაშუქდა ტელევიზიის, რადიოსა და მასმედიის საშუალებით;

საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება ყოველწლიურად.

დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია