არქიტექტურული პრემია 2012

ჩვენი სპონსორები

Sponsors
  • გენ.სპონსორი
  • სპონსორი
  • სპონსორი
  • სპონსორი
  • სპონსორი
  • სპონსორი

ჩვენი მხარდამჭერები

საუკეთესო ნამუშევრები

2012 წლის 16 დეკემბერს, 17:00 საათზე საერთაშორისო გამოფენების ცენტრის "ექსპოჯორჯიას" მე-3 -ე პავილიონში საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრებისა და ინტერიერების, გამოსავლენად ჩატარდა მე-7 ე საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2012"-ს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი

საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორები:
ჟურნალი "სტილი",
"არქიტექტორთა კლუბი",
"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია

პროექტის გენერალური სპონსორი:
კომპანია "კაპაროლ ჯორჯია";

პროექტის სპონსორები:
კომპანია ,,არქთრეიდი,,;
კომპანია "მედინვესტჯორჯია";
კომპანია ,,ფლორენსი";
კომპანია "ვიტრა",
მაღაზიათა ქსელი "საგა "

მხარდამჭერები:
"ბაზისბანკი"
"აი სტუდიო",
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტი,
კომპანიები: "ჰერბოვიტალ 2-ს წარმომადგენლობა საქართველოში", 
მოდერნ გრაფიკი", 
"კარამელი",
ყვავილების მაღაზია "ფლაუერს ჯი"

საინფორმაციო მხარდამჭერები:
რადიო: "ფორტუნა" - "ფორტუნა+"
ტელეკომპანია "რუსთავი 2" 

არქიტექრურული პრემია 2012" -ს პრიზი დამზადდა  მოქანდაკე დავით ყიფშიძის მიერ.  
აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ გამარჯვებული  ნომინანტებისთვის საჩუქრები დააწესეს:

- კომპანიამ "ვიტრამ "

- "ალავერდის მონასტრის მარანში დაყენებულმა ბერების ღვინომ",

- ყვავილების მაღაზიამ - "ფლაუერს ჯი"-მ

- "აი სტუდიომ" - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების  ფაკულტეტმა.

- " ჰერბოვიტალ 2-ს წარმომადგენლობამ საქართველოში".

წელს, უკვე მეოთხედ, "არქიტექტორთა კლუბის" პარტნიორმა კომპანიამ " ჰერბოვიტალ 2-ს წარმომადგენლობა საქართველოში" კონკურსის ექვსი ნომინაციის ლაურეატს გადასცა მოსაწვევები, იტალიაში ერთკვირიან ვორკშობში მონაწილეობის მისაღებად. 

არქიტექტორების სტიმულირებისათვის, მათი ნამუშევრების პოპულარიზაციისათვის და საზოგადოებაში მშენებლობისა და არქიტექტურის რეიტინგის ასამაღლებლად - საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრებისა და საუკეთესო ინტერიერების გამოსავლენად2006 წელს,ჟურნალი,,სტილის" ეგიდით, საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს - საქართველოში პირველად ჩატარდა კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2006". პროექტმა პროფესიონალების, სამშენებლო თუ არქიტექტურული კომპანიების, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესი გამოიწვია. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა არეალი გაფართოვდა და პროექტმა საერთაშორისო დატვირთვა მიიღო. 

2007 წელს, ჟურნალი "სტილის" და კომპანია "კაპაროლ-ჯორჯიას" ორგანიზატორობით, ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2007".

2008 წელს, თბილისობის დღესასწაულზე, 26 ოქტომბერს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ჟურნალი "სტილისა" და სამშენებლო კომპანიის "პლანეტას" ორგანიზატორობით ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2008".

2009 და2010  წლებში, ჟურნალი "სტილის" ,"არქიტექტორთა კლუბის" და თბილისის მერიის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო  გამოფენა-კონკურსები, "არქიტექტურული პრემია 2009" ,"არქიტექტურული პრემია 2010" და "არქიტექტურული პრემია 2011". 

დღეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პროექტი კიდევ უფრო აქტუალურია, მითუმეტეს, მის მიმართ ინტერესი პროფესიონალების მხრიდან (როგორც ქართველების, ასევე უცხოელების), კვლავ მზარდია, შედეგად, პროექტი გრძელდება: წელს, ჟურნალი "სტილის", "არქიტექტორთა კლუბის"და "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" ეგიდით  კვლავ ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსი, "არქიტექტურული პრემია 2012". 

- საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2012" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.

- საერთაშორისო კონკურსი ტარდება არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილება რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.

საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.

საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2012".

საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები დამტკიცდა კონკურსის ორგანიზატორების მიერ.

კონკურსზე წარმოდგენილი იქნა 300 ობიექტი. 

საერთაშორისო კონკურსზე განიხილება ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი  (პროექტი)
  • საცხოვრებელი  ინტერიერი (რეალიზებული)
  • საცხოვრებელი  ინტერიერი (პროექტი)
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (პროექტი)
  • საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
  • საზოგადოებრივი ნაგებობა (პროექტი)
  • საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
  • საზოგადოებრივი ინტერიერი (პროექტი)
  • რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
  • რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (პროექტი)
  • პარკები და ბაღები (რეალიზებული)
  • საკულტო-რელიგიური ნაგებობები (რეალიზებული)
  • კონცეპტუალური პროექტი
  • სტუდენტური პროექტი

მონაწილეობა მიიღო 196 არქიტექტორმა და დიზაინერმა, მათ შორის უცხოელმა არქიტექტორებმა - აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, დანიიდან, ინგლისიდან იაპონიიდან. 

არქიტექტურულ პრემიას წარმოადგენს:

  • პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა 
  • ლაურეატის დიპლომი; 
  • პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია. 

საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ყალიბდება კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს ასრულებს წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.

ამჯერად ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, წინამდებარე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატებიც არიან.

საერთაშორისო კონკურსის ჟიური:
- საერთაშორისო პროფესიონალური საბჭო (ჟიური);
- გარდა ამისა,  კონკურსის ვებ-გვერდზე, პროექტების შესაფესებისას დაფიქსირდა საზოგადოებრივი აზრი.  მათ მიერ ნამუშევრების შეფასებისას შეირჩა ორი საუკეთესო ობიექტი 
"არქიტექტურული პრემია 2012"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, შეარჩია ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული საუკეთესო პროექტები (ობიექტები წარმოდგენილი იყო სპეციალურ ვებსაიტზე და ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი), ობიექტურად შეაფასა(ჟიურის წევრებმა ვებსაიტზე 10 ბალიანი სისტემით შეაფასეს ობიექტები - შედეგები ავტომატურად დაჯამდა და გამოავლინა
გამარჯვებულები)
თანამედროვე არქიტექტურის განვითარების დონე და ახალი
აქტუალური ტენდენციები ამ სფეროში. 

კონკურსში გამარჯვებულ ნომინანტთა დასახელება შედგა დაჯილდოების
დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, საგამოფენო დარბაზში ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია. დაჯილდოების ცერემონიალი 5საათზე დაიწყო. იგი მიჰყავდათ ჩვენს კოლეგებს- ვახტანგ მესხს და გიორგიკორკოტაშვილს.

დაჯიდოების საზეიმო ცერემონიალზე ჟურნალი "სტილის" რედაქტორმა და პროექტის ორგანიზატორმა ნინო ლაღიძემ დამსწრე პუბლიკას მოახსენა კლუბის საქმიანობის და ჟურნალი "სტილის" და "არქიტექტორთა კლუბის ახალ პროექტების შესახებ. . მან მადლობა გადაუხადა კონკურსის ყველა მესვეურს, მხარდამჭერს, კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს.

საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2012" საუკეთესო ნომინანტებს პრიზები და ჯილდოები გადასცეს: ცნობილმა, საერთაშორისო კონკურსების პრიზიორმა და ლაურეატმა არქიტექტორებმა, საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე,  თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის დეკანმა, ბატონმა გოჩა მიქიაშვილმა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანმა ნოდარ ამაშუკელმა; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, პიროფესორმა, ნანა იაშვილმა. წინა წლებში ჩატარებული კონკურსების ლაურეატებმა.   

წელს ნომინაციების - საცხოვრებელი  და საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული და პროექტი) - გამარჯვებული ნომინანტებისთვის"არიტექტურული პრემია 2012"-ის სპონსორი კომპანიების - "არქთრეიდი", "ვიტრა" , "ფლორენსი",  "მედინვესტჯორჯია",  და "საგა"-ს  მიერ პრიზები დაწესდა.  გარდა ამისა, - "ალავერდის მონასტრის მარანში დაყენებულმა ბერების ღვინომ",  დააწესა სპეციალური პრიზი კონკურსის ორგანიზატორებისთვის.

დასახელებულ ადრესატებს პრიზები გადასცეს  საქართველოში კომპანია "ვიტრას" ოფიციალური წარმომადგენლობის - "ბი ემ სი შარმის" მარკეტინგის მენეჯერმა ქალბატონმა  ელენე ნიკოლაიშვილმა ; იტალიური ავეჯის სალონის -" ფლორენსის" დირექტორმა, ქალბატონმა ნატალია ტეტებაშვილმა ; მაღაზიათა ქსელის "საგას" პიარ მენეჯერმა ქალბატონმა ნატალია ნოღაიდელმა ; კომპანია "არქთრეიდის" პროექტების მენეჯერმა ქალბატონმა  ნატალია ხოტელაშვილმა ; "მედინვესტჯორჯია"- საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა ნატალია კვანტალიანმა;  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრმა, ალავერდის მონასტრის მარნის ენოლოგ-კონსულტანტმა, ბატონმა თეიმურაზ ღლონტმა

ცერემონიის დასასრულს, საზოგადოებას მოკლე სიტყვით მიმართა ჟურნალი "სტილის" და "არქიტექტორთა კლუბის" დამფუძნებელმა, ბატონმა და პროექტის ორგანიზატორმა დიმიტრი მოსულიშვილმა მიმოიხილა საერთაშორისო ფესტივალის შედეგები და გახსნილად გამოაცხადა შემდგომი საერთაშორისო გამოფენა და კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2013".

დასასრულს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები ფურშეტზე მიიწვიეს, რომელსაც ამშვენებდა უგემრიელესი, ვებერთელა ტორტი, საუკეთესო ღვინო და ულამაზესი ფეიერვერკი.

კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები გამოქვეყნდება ჟურნალ "სტილში" და გამოიცემა კატალოგის სახით; გამარჯვებული პროექტები გამოფენილი იყო დაჯილდოების ცერემონიალისთვის განკუთვნილ სივრცეში; გაშუქდა ტელევიზიის, რადიოსა საშუალებით. საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალი ჩატარდება ყოველწლიურად.

დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია