არქიტექტურული პრემია 2022

ჩვენი სპონსორები

Sponsors
  • ოქროს სპონსორი
  • გენ.სპონსორი

ჩვენი მხარდამჭერები

საუკეთესო ნამუშევრები

"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" და ჟურნალი "STYLE"-ს  ორგანიზატორობით,

თბილისში, 2022 წლის  31  ივლისს, 18:00 საათზე, ფუნიკულიორის “ანდერვილის კლუბი“ ტერასაზე

არქიტექტურის X  საერთაშორისო  ფესტივალის ფარგლებში გაიმართა:

მე - 16 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2022" – ის დაჯილდოების  საზეიმო  ცერემონიალი.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები

           "არქიტექტურული პრემია 2022" - ში მონაწილეობის მისაღებად:

 -  საკონკურსო ნამუშევრების ატვირთვა დაიწყო 2022 წ. 3 აპრილიდან.

- ნამუშევრების ატვირთვა მიმდინარეობდა – 2022 წლის 30 ივნისის 17:00 საათამდე;

- საერთშორისო ჟიურიმ  იმუშავა 2022 წლის 10 ივლისის 24:00 საათამდე.

არქიტექტურული პრემია 2022-ის  ოქროს სპონსორია კომპანია კაპაროლი

არქიტექტურული პრემია 2022-ის გენერალური სპონსორია

გალერეა დემასი

კონკურსის სპონსორები:

კომპნია ბოგაჩო ჯორჯია - შოურუმი „ჰოუმ ვიჟენი“

კომპანია „ახალი ნათება“

საერთაშორისო კონკურსის მხარდამჭერი კომპანიები:

 „ზოდი“:

 „აი სი არ ჰოუმიდალაბორატორია ჩემი სახლი

 „გრინლენდი

 „ვინოთელსი“

 ფუნიკულიორის პარკის კლუბი  „ანდერვილი“

 მედია მხარდამჭერები  - რადიო « ფორტუნა» და «ფორტუნა პლიუსი »

 პროექტის ფოტო უზრუნველყოფას ახორციელებდა – ფოტოხელოვანი მიქაელ ქავთარაძე

 არქიტექტურული კონკურსი   ჟურნალი «სტილის“ ორგანიზებით პირველად  2006 წელს ჩატარდა.  მას შემდეგ ტრადიციულად, ის ყოველ წელს ტარდება არქიტექტურისა და ინტერიერის დიაზინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის -  ჟურნალი „სტილის“  და  „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“ ორგანიზატორობით.

 კონკურსი ქალაქმშენებლობის,  შენობების, საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, ინტერიერის დიზაინის სფეროს და სტუდენტურ არქიტექტურულ თუ ინტერიერულ პროექტებს მოიცავს. საერთაშორისო კონკურსი  ტარდება  არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.  საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო  პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.

      საერთაშორისო კონკურსში  -  არქიტექტურული პრემია -   მკაფიოდ აისახება არქიტექტურაში მომხდარი ყველა უახლესი აქტუალური მოვლენა, შედეგი საზოგადოების ჯეროვან ინტერესს იწვევს და მის წარმატებას განაპირობებს.

 საერთაშორისო კონკურსში -  არქიტექტურული პრემია -    2006 წლიდან დღემდეrnმრავალმა არქიტექტორმა, დიზაინერმა, თუ სტუდენტმა წარმოუდგინა პროფესიონალებს და  საზოგადოებას საკუთარი ინოვაციურიr პროექტი თუ ხედვა.    

 2006 წლიდან დღემდე საერთაშორისო კონკურსში შემოსული იყო 4000-მდე არქიტექტურული ნამუშევარი. ამ პერიოდში  მრავალი მონაწილესთვის კონკურსში წარმატების მიღწევა, რეალურად, პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა შემოქმედებითი აღმავლობის  და წარმატებულად თვითრეალიზაციის გზაზე.

      საერთაშორისო კონკურსმა  საქართველოშიც და საერთაშორისო სარბიელზეც, არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროსთან ასოცირებული კომპანიების საკმაო ინტერესი და აქტიური მხარდაჭერა გამოიწვია. ჩვენი კონკურსის ისტორიის მანძილზე  90-ზე მეტმა კომპანიამ დაგვიჭირა მხარი. ეს ყოველივე კი ინვესტორსა და არქიტექტორს შორის სრულყოფილ, წარმატებულ ალიანსს განაპირობებს.

 საერთაშორისო კონკურსზე განიხილება ნამუშევრები -  რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და სტუდენტური პროექტები - შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

1. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)

2. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)

3. საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)

4. საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)

5. საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)

6. რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)

7. ლანდშაფტური არქიტექტურა  (რეალიზებული)

8. სტუდენტური პროექტი

9. არქიტექტურული პროექტი

10. ქალაქგეგმარებითი პროექტი

 -        ნამუშევრები  ფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  •  ფორმა;
  •  ფუნქცია;
  •  ინოვაცია;
  •  კონცეპტუალურობა;
  •  რეალობასთან სინქრონი (ადაპტაცია).

 - საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს ენიჭებათ "არქიტექტურული პრემია 2022".

 არქიტექტურული პრემიას წარმოადგენს:

 პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა

  - ლაურეატის დიპლომი;

  - ალტერნატიული ჟიურის პრემია;

  - პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.

 საერთაშორისო კონკურსის  ჟიურის შემადგენლობა მტკიცდება საერთაშორისო კონკურსის"არქიტექტურული პრემია 2022"  ორგანიზატორის - საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ.

 "არქიტექტურული პრემია 2022"-ის საერთაშორისო  ჟიურიმ, საკონკურსო ნამუშევრებიდან  აირჩია  ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტები. (პროფესიული ჟიურის წევრებს ურიგდებათ (ეგზავნებათ) პერსონალური კოდები და კონკურსის ვებ გვერდზე:  www. archiaward.com  – 10 ბალიანი სისტემით აფასებენ  ობიექტებს.

 სპეციალურვებ გვერდზე: www. archiaward.com - ზე წარმოდგენილი ობიექტები ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი და საზოგადოების თითოეულ წევრს, თავად, შეეძლო,  ასევე 10 ბალიანი სისტემით შეეფასებინა ისინი. რაც კონკურსის საერთაშორისო ჟიურის  შედეგების პარალელურად ავტომატურად ჯამდება და  ფიქსირდება .

 ყოველი საკონკურსო პროექტი, საბოლოო შეფასებამდე,  ავტორის  (ავტორთა ჯგუფის ) მითითების გარეშე, პერსონალური  ნომრით  იყო წარმოდგენილი. 

 10 ნომინაციაში წარმოდგენილი იყო 150 არქიტექტურული და დიზაინერული პროექტი.

 საბოლოოდ თითოეულ  ნომინაციაში შეირჩა სამი ან ოთხი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან განსაკუთრებულად აღინიშნა ერთ-ერთი -  მათგან ყველაზე მაღალი ქულის მფლობელი და მხოლოდ ამის შემდგომ გახდა ცნობილი კონკურსში მონაწილე ავტორთა ვინაობა.

 ყოველ წელს, საერთაშორისო კონკურსისარქიტექტურული პრემიისდაჯილდოების ცერემონიის მსვლელობისას, „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციააღნიშნავს და ასოციაციის საპატიო ჯილდოს გადაცემს ქვეყანაში განხორციელებული მნიშვნელოვანი არქიტექტურული ობიექტის მესვეურებს თუ არქიტექტორებს

  წელს, თბილისის არქიტექტურული იერსახის და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“ საპატო ჯილდო გადაეცა  პროექტის ავტორს, დეველოპერს და „აქსისის“ დამფუძნებელს,  ალექსანდრე მეჟევიძეს და არქიტექტორებს: ნინო მოსულიშვილს, გეგა ასტახიშვილსა და ნიკოლოზ კილასონიას. 

 საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციამ  დააწესა  ასოციაციის საპატიო ჯილდო და წელს უკვე მეათედ  ქართული კულტურის განვითარების და  პოპულარიზაციაში შეტანილი  დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური  მოღვაწეობისათვის ეს ჯილდო გადაეცა  საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს,  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის MAAM-ის წევრ-კორესპონდენს,  ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის გამარჯვებულს, არქიტექტორს,  ვლადიმერ ცინცაძეს.

 კავკასიის უნივერსიტეტის შენობის რეკონსტრუქციის პროექტს პირველად, ,,არქიტექტურის პრემიის,, ისტორიაში, გადაეცა ჟურნალი ,,სტილის,, სპეციალური პრიზი.

 ნომინანტები დააჯილდოვეს:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა იოანე მენაბდემ;  თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ ბოლოთაშვილმა; თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომიისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ; კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს თავმჯდომარემ, დავით აბულაძემ. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ, ნუგზარ ხვედელიანმა, „არქიტექტურული პრემია 2022“ის ორგანიზაორებმა და წინა წლების კონკურსების  ლაურეატებმა.  

დაჯილდოების ცერემონიალის დასასრულს, საერთაშორისო ფესტივალის და  კონკურსის შედეგების მიმოიხილვის შემდეგ,   გამოცხადდა  შემდგომი საერთაშორისო  კონკურსი  -  "არქიტექტურული პრემია 2023".

 დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის და პრეზენტაციის ამსახველი მასალა შუქდება მასმედიაში, ქვეყნდება   ვებ გვერდებზე: www.archiaward.com ;  www. Archias.ge, სოციალურ ქსელებში და იბეჭდება ჟურნალ ,,სტილში“ (#80).

 PS. დეტალურად, ინფორმაციას საერთაშორისო კონკურსების და ჩვენი საქმიანობის შესახებ გაეცანით ვებ-გვერდებზე: www.archiaward.com ;  www. Archias.ge

  

დაგვიკავშირდით

გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
ვწუხვართ, მაგრამ შეიქმნა გაგზავნის პრობლემა

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია