მდებარეობა: გუდიაშვილის მოედანი
‘თბილისის განვითარების ფონდის’ დაკვეთით და პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში 2019 წლის დეკემბერში ‘არტსტუდიო პროექტი’ თავის პარტნიორებთან და ქვეკონტრაქტორებთან ერთად ჩაერთო გუდიაშვილის მოედანზე და მის მიმდებარედ 9 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირების პროცესში. ეს პროცესი მოიცავდა არსებული შენობების ფიზიკური მდგომარეობის დეტალურ კვლევას და შესწავლას და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროეტის ფარგლებში სრულ აღდგენა ჩაუტარდა 30-მდე შენობას, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლს. ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელდა შემდეგ მისამართებზე მდებარე შენობების რეაბილიტაციის პროექტები, სულ 9 პროექტი, მათ შორის 5 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია: ლერმონტოვის ქ. 3; ლერმონტოვის ქ. 1/9; აბო თბილელის ქ. 2; აბო თბილელის ქ. 6; საიათნოვას . 1; ახოსპირელის I ჩიხი 2-4; ახოსპირელის III ჩიხი 5/6; გუდიაშვილის მოედნის 9; გუდიაშვილის მოედნის 4.