ჩვენი სპონსორები
Sponsorsდაჯილდოების ცერემონია
საუკეთესო ნამუშევრები
"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის", ჟურნალი "STYLE"-ს ორგანიზებით ჩატარდა თბილისის მეცხრე საიუბილეო საერთაშორისო არქიტექტურის ფესტივალი
წელს „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია“ – 10 წლის გახდა
საერთაშორისო კონკურსი „არქიტექტურული პრემია“ – 15 წლის
ჟურნალი „სტილი“ – 20 წლის
მე-9 საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის ფარგლებში:
2021 წლის 10 ივლისს - გაიმართა მე-15 საერთაშორისო კონკურსში - "არქიტექტურული პრემია 2021" - გამოვლენილი საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინერული ნამუშევრების
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები
საერთაშორისო კონკურსის გენერალური სპონსორი:
კომპანია „კაპაროლი“
საერთაშორისო კონკურსის სპონსორები:
კომპანია „ახალი ნათება“, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან წარმოგვიდგენს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქციას.
კომპანია „საოფისე ტექნოლოგიები“ - საოფისე ავეჯის მომწოდებელი წამყვანი ორგანიზაცია და ავეჯის მწარმოებელი ყველაზე დიდი ფრანგულ-ამერიკული ბრენდის – “სთილ ქეისის” ავტორიზებული დილერი საქართველოში.
კომპანია „ლეთა“ - 20 წლიანი გამოცდილების მქონე თურქული წარმოება, რომელიც ქმნის ფურნიტურას სასტუმროებისთვის, კაფეებისა და რესტორნებისთვის.
სამშენებლო-სარემონტო მასალების კომპანია „ციტადელი“ - გერმანული კომპანია „პერის“ წარმომადგენელი საქართველოში. პოზიციონირებს 2011 წლიდან. „ციტადელის“ პრიორიტეტია პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მაღალი ხარისხი და კვალიფიციური პერსონალი.
კომპანია „ზოდი“: - სარემონტო მოსაპირკეთებელი მასალების,
ბუნებრივი ქვების, შიდა და გარე კარის ყველაზე დიდი არჩევანი საქართველოში
„ორიონი“ - ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი დეკორატიული სანათების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია. საქართველოში ორიონის ოფიციალური წარმომადგენელია „სინათლის სახლი ორიონი“.
საერთაშორისო კონკურსის მხარდამჭერები:
ლანდშაფტის დიზაინის და საბაღე ცენტრის კომპანია - „გრინლენდი“,
კომპლექსი ღვინის წარმოება და ღვინის ბუტიკ მაღაზია „ვინოთელსი“
მთაწმინდის პარკის კლუბი „ანდერვილი“
მედია მხარდამჭერები :
რადიო «ფორტუნა» და «ფორტუნა პლიუსი»
ფოტო უზრუნველყოფა განახორციელა –
კომპანიამ „თაიმენს ინტერიერი“, რომელიც ინტერიერის
საიმიჯო ფოტო-ვიდეო გადაღებაზე მუშაობს.
საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2021" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.
- საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.
- საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის განიხილული იქნა რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და იდეები.
- საერთაშორისო კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
- საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს მიენიჭათ "არქიტექტურული პრემია 2021".
საერთაშორისო კონკურსზე განიხილული იქნა ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
- ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
- საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
- საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
- საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
- რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
- სტუდენტური პროექტი
- არქიტექტურული პროექტები
- ქალაქგეგმარებითი პროექტი
- ლანდშაფტური არქიტექტურა (რეალიზებული)
არქიტექტურული პრემიას წარმოადგენდა:
- პრემიის სიმბოლო - მცირე ფორმის სკულპტურა
- ლაურეატის დიპლომი;
- პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.
საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს შეასრულა წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.
ამჯერად ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემიის“ ლაურეატებიც იყვნენ.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა.
სულ დაფიქსირდა 178 მონაწილე.
წარმოდგენილი იქნა 188 ობიექტი.
"არქიტექტურული პრემია 2021" - მიენიჭათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისთვის.
ჟიურის შემადგენლობა დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსის" არქიტექტურული პრემია 2021" ერთ-ერთი ორგანიზატორის -,, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ" არქიტექტურული პრემია 2021"-ის საერთაშორისო ჟიურიმ, შეარჩია ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტები. სპეციალურ ვებ გვერდზე წარმოდგენილი ობიექტები ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. ჟიურის წევრებმა ვებ გვერდზე 10 ბალიანი სისტემით ობიექტურად შეაფასეს ობიექტები - შედეგები ავტომატურად დაჯამდა და გამოავლინდა გამარჯვებულები.
ყოველ ნომინაციაში შერჩეული იქნა ერთი, ორი, სამი ან ოთხი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან საბოლოოდ გამოვლინდა ერთი ლაურეატი. მხოლოდ ამის შემდგომ გახდა ცნობილი ავტორთა ვინაობა.
10 ივლისს მთაწმინდის პარკში, კლუბ ანდერვილის დარბაზში, 19:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში დაიწყო დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც მუსიკალურად აფორმებდა სიმფონიური კვარტეტი რუსუდან კიკნაძის ხელმძღვანელობით. ანდერვილის ტერასაზე წარმოდგენილი იყო ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიების ინსტალაციები.
კონკურსანტთა დაჯილდოების დაწყებამდე მოწვეულ საზოგადოებას - კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, სამშენებლო, არქიტექტურული კომპანიების, მასმედიის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, საგამოფენო დარბაზში ეხილათ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნომინანტების - ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრებით შექმნილი ექსპოზიცია.
დაჯილდოების ცერემონიალის წამყვანი გახლდათ ცნობილ ტელესახეს და წარმყვანს ნინო არაზაშვილს გამარჯვებულ ნომინანტებს და საზოგადოებას მიესალმნენ საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორები: ნინო ლაღიძე და დიმიტრი მოსულიშვილი.
დაჯილდოების მსვლელობისას წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემიის" მიმოხილვა 2006 წლიდან დღემდე".
საქართველოს არქიტექტორმა ასოციაციამ დააწესა ასოციაციის საპატიო ჯილდო და წელს უკვე მეცხრედ ქართული კულტურის განვითარების და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ეს ჯილდო გადაეცათ საერთაშორისო კონკურსების და „არქიტექტურული პრემიის“ მრავალგზის ლაურეატებს არქიტექტორებს ვასილ და გივი ქობულიებს და ვლადიმერ ხმალაძეს.
ასევე „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“ გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურული მემკვდრეობის დაცვის საქმეში ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“ საპატო ჯილდო გადაეცა მსოფლიოში ცნობილ მეცნიერს იუნესკოს კათედრის ხელმძღვანელს, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორს, გეოლოგს კლაუდიო მარგოტინის.
კონკურსის ნომინანტებს ჯილდოები გადასცეს:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა , პაატა გაფრინდაშვილმა;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გვენცაძემ;
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ ბოლოთაშვილმა.
ასევე, დამსახურებულმა, ღვაწლმოსილმა არქიტექტორებმა და „არქიტექტურული პრემიის“ წინა წლებში გამარჯვებულმა არქიტექტორებმა.
ყველა ნომინანტი, ტრადიციულად წელსაც დასაჩუქრდა. საჩუქრები გამარჯვებულებს გადასცა ფესტივალის გენერალურმა სპონსორმა კომპანიამ „კაპაროლი“. ყველა ნომინანტი დაასაჩუქრა ფესტივალის სპონსორმა კომპანიამ - „ახალი ნათება“ და კომპანიამ „გრინლენდი“.
თავის რჩეულ ნომინანტებს და კონკურსის ორგანიზატორებს საჩუქრები გადასცეს ფესტივალის მხარდამჭერმა კომპანიებმა:
„ორიონი“; „ციტადელი“; „ლეთა“; „ზოდი“; „საოფისე ტექნოლოგიები“; „ვინოთელსი“.
დასასრულს, აღინიშნა საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის მნიშვნელობა და შემდგომი საერთაშორისო არქიტექტურის კონკურსი - "არქიტექტურული პრემია 2022" გახსნილად გამოცხადდა. დაჯილდოების ბოლოს, კონკურსის ორგანიზატორებმა სტუმრები, ფეიერვერკის ფონზე, ფურშეტზე მიიწვიეს.
კონკურსში გამარჯვებულთა პროექტები, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის და არქიტექტურული პროექტების პრეზენტაციის ამსახველი მასალა გამოქვეყნდება ჟურნალი "სტილის" 76-ე ნომერში.
პროექტი გრძელდება. "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია"და ჟურნალი "სტილი" კვლავ იწვევს არქიტექტორებს და დიზაინერებს საერთაშორისო კონკურსში "არქიტექტურული პრემია 2022" -ში მონაწილეობის მისაღებად.