სკოლა-პანსიონ

ავტორი: თორნიკე დადიანი
ფართობი: 1995.4 m2
საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
სკოლა-პანსიონ
ავტორი: თორნიკე დადიანი
ფართობი: 1995.4 m2

მდებარეობა: ქუთაისის ქუჩა 20, თბილისი, საქართველო

შენობა მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ქაოტურად განაშენიანებულ ურბანულ ქსოვილში, კერძოდ დიდუბის რაიონში, ქუთაისის ქუჩაზე.\r\nპროექტის მიზანს წარმოადგენს მაქსიმალურად გაწმენდილი შენობის განთავსება არსებულ ურბანულ უწესრიგობაში. \r\nსკოლის შენობის მარტივი გეომეტრიული ფორმები ერთგვარ კონფლიქტში შედის უმასშტაბო და არასწორად განვითარებულ გარემოსთან და კონტრასტულად გამოკვეთილი არქიტექტურული ენით უპირისპირდება არამეგობრულ ურბანულ ქსოვილს.\r\nსაპროექტო არეალს სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება 2000-იანი წლების დასაწყისში აგებული და მრავალჯერ სახეცვლილი საცხოვრებელი კორპუსების ანსამბლი. ასევე XX საუკუნის შუა წლებში აგებული ერთ და ორსართულიანი კერძო სახლები. \r\nქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილების შედეგად, სკოლა-პანსიონ \"IB მთიების\" ტერიტორიაზე, რომელზეც XX საუკუნის 50-იან წლებში აშენებული a და b კორპუსები მდებარეობს, განთავსდა დამოუკიდებელი მოცულობა c ბლოკის სახით, რომლის ამგვარი ფორმით გაჩენამ ტერიტორიაზე შექმნა იზოლირებული შიდა ეზო და ერთგვარად დაკეტა კავშირი ე.წ. პარაზიტულად განაშენიანებულ ელიავას ქუჩის საცხოვრებელ კორპუსებთან . \r\nშენობის მთავარ არქიტექტურულ ელემენტებს წარმოადგენს თეთრი მასიური კედლები, მინაბლოკი და ლენტური ღიობები, რომელიც ინტერიერში (საკლასო აუდიტორიებში) თანაბრად ანაწილებს ბუნებრივ განათებას. სასწავლო აუდიტორიებიდან ხედები კონცენტრირდება მხოლოდ საპროექტო ტერიტორიის შიდა ეზოზე და სრულიად დისტანცირდება არსებული ურბანული გარემოდან, რომელიც შენობას გარს აკრავს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.\r\nშენობის ინტერიერი იყოფა ოთხ დონედ. სართულების ფუნქციურ განსხვავებაზე მიგვანიშნებს სხვადასხვა ფერის იატაკის ზედაპირები, რომლებიც განსაზღვრავს შენობის დატვირთვების განაწილებას პროფილური სკოლების მიხედვით. \r\n

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია