ენდემური მცენარეების მუზეუმი

ავტორი: გიორგი დალალიშვილი
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)
ენდემური მცენარეების მუზეუმი
ავტორი: გიორგი დალალიშვილი

მდებარეობა: ჭავჭავაძის გამზირი N5

არქიტექტურა აყალიბებს გარემოს გარემო კი ადამიანს. მუზეუმის მთავარ იდეას წარმოადგენს წარმოაჩინოს საერთაშორისო პრობლემა, ადამიანთა უხეში ურთიერთობა ბუნების მიმართ, რაც გამოიხატება მშენებლობის სიხშირით, მწვანე საფარის განადგურებით, ბუნების დაბინძურებით და სხვა ფაქტორებით, რაც უარყოფითად ზეგავლენას ახდენს ეკოსისტემაზე. მუზეუმი შედგება სამი სივრცისგან. პირველი სივრცე, ინტერიერი წარმოადგენს ციხის ბნელ საკანს სადაც დამწყვდეულია ღირებული სიცოცხლე, რომელიც მიისწრაფვის სინათლისკენ რათა თავისუფლებას ეზიაროს. მეორე სივრცეს წარმოადგენს სახურავზე არსებული ტერასა, რაც გამოხატავს თავისუფლებაზე მყოფ სიცოცხლეს. სადაც დამთვალიერებელი შეძლებს დასვენებას იმ ბუნებაში რომელსაც თავად ებრძვის. მესამე სივრცეს მოიცავს მინი ბიბლიოთეკა, რომელიც ფინალურ ნაბიჯს წარმოადგენს ცნობიერების განვითარებისთვის. ბიბლიოთეკა მდებარეობს პირველ და მეორე სივრცეს შორის, რომელიც გზაგასაყარია დამწყვდეული სიცოცხლის, თავისუფლების და მათი გაწონასწორებული ურთიერთობის. რომელიც დააბალანსებს არსებულ ხელოვნურად წარმოქმნილ ეკოსისტემის პრობლემებს. პროექტის ექსტერიერი იმეორებს მთის მკაცრ ფორმებს, რომელიც ასახავს ბუნების სიძლიერეს და დამაკავშირებელ როლს ასრულებს ირგვლივ არსებულ შენობებზე.rn პროექტის 3 სივრცე იყოფა 1) შიდა საგამოფენო 2) სახურავის ღია ტერასა. 3) შემეცნებითი ბიბლიოთეკად. იმისათვის რომ დამთვალიერებელი ესტუმროს სამივე სივრცეს ეტაპობრივად უნდა გაიროს და ეზიაროს მის წინ მდგომ სივრცეებს, რაც წარმოადგენს მიმავალ გზას, რომ მეტად დაფიქრდეს მის როლზე გარემოს მიმართ.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია