მრავალბიანიანი საცხოვრებელი კომპლექსი ნინოშვილისა და ფოცხვერაშვილის ქუჩების კვეთაზე

ავტორი: ემ არქიტექტურა
ფართობი: 6412 m2
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)
მრავალბიანიანი საცხოვრებელი კომპლექსი ნინოშვილისა და ფოცხვერაშვილის ქუჩების კვეთაზე
ავტორი: ემ არქიტექტურა
ფართობი: 6412 m2

მდებარეობა: თბილისი, ნინოშვილის ქ. N64

მრავალფუნქციური სახლი ქ. თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე.rnპროექტი სტადია - მშენებარე.rnპროექტი დამუშავებულია თანამედროვე გეგმარებითი და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე.rn ნაკვეთს სამხრეთისა და დასავლეთის მხარეს ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები. აღმოსავლეთით ესაზღვრება ნინოშვილის ქუჩა, რომელიც თავის მხრივ ავითარებს საზოგადოებრივ სივრცეს მის მოპირდაპირე მხარეს. ჩრდილოეთით ნაკვეთს ესაზღვრება ფოცხვერაშვილის ქუჩა.rnშენობა საშუალოდ ხუთი სართულია მიწის ზემოთ და ერთი სართული მიწის ქვეშ. შენობის 1-ლი სართული კომერციული დანიშნულებისაა, დანარჩენი სართულები კი საცხოვრებელი ფუქნქციის. მიწისქვეშა სართული პარკინგის ფუნქციით არის დატვირთული, სადგომი 108 ავტომობილზე. rnშენობა „დანაწევრებულია“ არქიტექტონიკით და ფასადების მოსაპირკეთებელი მასალის ცვალებადობით, რამოდენიმე მოცულობად, რომლებიც დინამიკაში არის ერთმანეთის მიმართ და საერთო ჯამში ქმნიან არაერთგვაროვანი სახლების კომპლექსის იმიტაციას.rn ფასადების მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებულია: აგური და კლინკერი; ტრავერტინის და ბაზალტის ბუნებრი ქვის ფილები; დამუშავებული ხის ფიცარი და ფაქტურიანი ლესვა. rnპროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის კეთილმოწყობას და გამწვანებას. ამ მიზნით გამოყენებულია პარკინგის (სარდაფის) სართულის გადახურვის ფილა როგორც ეზო-ტერასის ფუნქციით. ტერიტორიაზე გათვალისწინებული იქნება ბეტონის დეკორატიული ფილებით მოკირწყვლა, მწვანე ნარგავების მოწყობა, გარე სანათების დამონტაჟება, სარეკრეაციო სივრცის ორგანიზება, ბავშვთა სათამაშო მოედნის მოწყობა. ბეტონის ქვაფენილი (მოკირწყვლა). დამატებითი ვიზუალური ეფექტისათვის, ფასადებზე დამონტაჟდება გარე (ფასადის) განათება.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია