,,ახალი სიცოცხლე''

ავტორი: გვანცა ნორაკიძე
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი)
,,ახალი სიცოცხლე''
ავტორი: გვანცა ნორაკიძე

მდებარეობა: თბილისი, კრწანისის რაიონი, ვახტანგ გორგასლის მე-5 შესახვევი.

სენტიმენტალურად განმაწყობს ყველა ერთ დროს სიცოცხლით სავსე, დღეს- მიტოვებული შენობა-ნაგებობა, რომელიც ინახავს ისტორიებს, ადამიანთა ურთიერთობებს, ვისთვის მნიშვნელოვან მოგონებებს, დღეს კი მათ აღარავინ სტუმრობს. rnსაპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის მე-5 შესახვევში მდებარე მიწის შემაღლებულ ფერდზე. ეს გახლავთ ძველი ავტოსადგომის პანდუსიანი შენობა, რომელიც დაანგრიეს. rnარქიტექტურას ადამიანზე მძაფრი ფსიქო-ემოციური ზემოქმედება შეუძლია. ვფიქრობ, როდესაც კონკრეტულ ადგილას, კონკრეტული ფორმა უხსოვარი დროიდან ღირსეულად იმკვიდრებს ადგილს და ის ერთი ხელის მოსმით ნადგურდება ეს ადამიანთა ქვეცნობიერზე დადებითად არ აისახება და რადგან არქიტექტურა ყველაზე ჰუმანური ხელოვნებაა გადავწყვიტე პროექტში აღმედგინა უკვე დანგრეული ძველი შენობის კონსტრუქციული ნაწილი და მისთვის ხელახლა სული შემებერა.rn,,ახალი სიცოცხლე'' - პროექტის სახელწოდება უკავშირდება მის რამდენიმე ახალ ფუნქციას. მისი ვიზუალური იერსახის იდეა არის ,,ჩარჩოებიდან'' გაქცევა და მოძრაობის დაწყება. პირველი ორი სართული აბსოლუტურად ერთფეროვანი, მონოტონური კოლონებისა და რიგელებისგან შედგება, თითქოს საწყის სართულებზე შენობა ინარჩუნებს და ექცევა წარსულის დოგმებში, რომლის განგრევა სურს და ბოლო სართულებზე თანამედროვე კინეტიკური ფასადით მოძრაობას იწყებს. ფასადით, რომელიც მზის მოძრაობის მიხედვით იცვლის მიმართულებას. rnმისი ვიზუალური იერსახე მის ფუნქციურ გადაწყვეტასაც შეესაბამება.rnძველი ავტოსადგომის მიტოვებული შენობის პირველ სართულზე მოეწყობა ანტიკვარი ავტომობილების მუზეუმი, მეორე სართულზე განთავსდება სივრცეები არქიტექტურული ინსტალაციებისთვის, ხოლო ბოლო სამ სართულზე თანამედროვე ,,ქო-ვორქინგ'' სივრცეები, რომლებიც დღეს ახალგაზრდა სტუდენტებს და არამხოლოდ, ძალიან გვესაჭიროება. rnმიუხედავად პანდუსის ძალიან მცირე 1.3%-იანი დახრისა, ზედა სართულებზე სამუშაო ოთახები განთავსდება საფეხურეობრივად. rn

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია