მრავალფუნქციური შენობის განაშენიანების რეგულირების გეგმა

ავტორი: ემ არქიტექტურა. გიორგი გეგელაშვილი, რატი ხეცურიანი
ფართობი: 8989 m2
ქალაქგეგმარებითი პროექტი
მრავალფუნქციური შენობის განაშენიანების რეგულირების გეგმა
ავტორი: ემ არქიტექტურა. გიორგი გეგელაშვილი, რატი ხეცურიანი
ფართობი: 8989 m2

მდებარეობა: თბილისი, გორგასლის ქ. N61

მრავალფუნქციური შენობის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი თბილისში, გარე ავლაბარში, გორგასლის ქუჩაზე. \\r\\nკომპლექსი, პირობითად დაყოფილია ბლოკებად, სულ 5 ბლოკი.\\r\\nშენობას გააჩნია მიწისქვეშა 2 სართული, რომლებსაც გააჩნიათ პარკინგის ფუნქცია, ოთხი დამოუკიდებელი შესასვლელით და გამოსასვლელით, ისინი ასევე დაკავშირებულია ერთმანეთთან შიდა, საავტომობილო პანდუსებით. \\r\\nშენობის პირველი სართული გათვალისწინებულია კომერციული და საოფისე დანიშნულებით. \\r\\nკომპლექსი მიწისზედა სართულების მიხედევით, არის 12- 17 სართულიანი. მათი ზედა სართულები დატერასებულია, რომლებიც შენობას აძლევს საინტერესო არქიტექტონიკას და ხსნის პანორამულ ხედებს „ძველი თბილისის“ მიმართულებით. \\r\\nფასადების გარე ზედაპირის ძირითადი ნაწილი მოპირკეთდება მაღალი ხარისხის კომპაქტლამინატის (შეკიდული ფასადის) პანელებით და ხელოვნური, მოსაპირკეთებელი აგურის დეკორატიული ფილებით. ფასადების გაფორმებაში გამოყენებულია ძირითადად ორი ფერი.\\r\\nგასათვალისწინებელია ის ფაქტი,რომ კომპლექსი ისე არის განლაგებული მიწის ნაკვეთზე, რომ ძირითადად ნარჩუნდება არსებული ხენარგავები. მათი ნაწილი გადაირგვება, დენდროლოგიური პროექტის მიხედვით.\\r\\nპროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის კეთილმოწყობას და გამწვანებას. ამ მიზნით გამოყენებულია პარკინგის (სარდაფის) სართულის გადახურვის ფილა როგორც ეზო-ტერასის ფუნქციით. ტერიტორიაზე გათვალისწინებული იქნება ბეტონის დეკორატიული ფილებით მოკირწყვლა, მწვანე ნარგავების მოწყობა, გარე სანათების დამონტაჟება, სარეკრეაციო სივრცის ორგანიზება, ბავშვთა სათამაშო მოედნის მოწყობა, ველო და სარბენი ბილიკები. შენობის გარეთ, წითელ ხაზებში დარჩენილი ტერიტორია ძირითადად გამწვანებულია და დაგებულია ბეტონის ქვაფენილი.\\r\\nპროექტი შედგენილია საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილების მიხედვით, ასევე აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნილ ხანძარუსაფრთხოების ნორმებს.\\r\\n

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია