მდებარეობა: რუსთაველის ქ 5 - მთაწმინდის პარკი
პროექტირების საგანს წარმოადგენდა რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პლატოზე აღმავალი საბაგირო გზის ქვედა და ზედა სადგურების რეაბილიტაციის პროექტი. რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადეემის შენობის მიმდებარედ, არსებული საბაგირო გზის ქვედა სადგური წარმოადგენდა ტექნიკურად გაუმართავ შენობას, რომელსაც ესაჭიროებოდა კაპიტალური გადამაგრება და აგრეთვე ძირითადი არსებული სამანქანე შენობის ნაწილის დემონტაჟი. მის ნაცვლად განხორციელდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საბაგირო გზის სადგური. ავსტრიული კომპანია ,,დოპპელმაიერი“ რომელიც მსოფლიოში არის ლიდერი საბაგირო გზების მშენებლობაში წარმოადგინა 21 გონდოლიან სისტემა, თითეული გონდოლა 8 ადგილიანია. აღნიშნული სისტემის მეშვეობით შესაძლებელი იქნება 1 სთ-ის განმავლობაში 1100 მგზავრის გადაადგილება. ქვედა სადგურის სამანქანე კონსტრუქციული ნაწილი შეიმოსა თანამედროვე იერსახის ლითონის კარკასით, რომელმაც გაიმეორა ისტორიული ოვალური შენობის ვიტრაჟების ორნამენტის არქიტექტურა. შენარჩუნდა ისტორიული ოვალური შენობის იერსახე და მოხდა საფუძვლიანი რესტავრაცია. მთაწმინდის პარკში არსებული საბაგირო გზის ზედა სადგური ადგიმდებარეობა უცვლელია, ძველი შენობა-ნაგებობა დემონტირებულია და მის ნაცვლად მოეწყო თანამედროვე იერსახის ლითონ კონსტრუქციით აგებული ნაგებობა, რითიც ძირითადი ამძრავი საბაგირო გზის სისტემა შემოსილი. საბაგირო გზის ხაზის მანძილი შეადგენს 870 მ-ს