რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)*
Radisson RED
ავტორი: სურგულა სტუდიო
ფართობი: 10950 m2
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ისტორიული ძეგლის სასტუმროდ გადაქცევა Radisson-ის ბრენდის მოთხოვნებით იყო გამოწვევა Surgula Studio-ს გუნდისთვის. ძველი ფოსტის შენობის ავთენტურობის შესანარჩუნებლად ბევრი არქიტექტურული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სარესტავრაციო სამუშაოების პარალელურად შევქმენით სივრცეები, რომლებიც დაფარულია თანამედროვე „შუშაბანდის“ პროტოტიპით, რათა სასტუმროს ნომრების რაოდენობა საჭირო რაოდენობამდე გაგვეზარდა. მასალების კომბინაცია, როგორიცაა ბუნებრივი ქვა, აგური, ხე… შენობას ხასიათს მატებს. ამ გზით, ვფიქრობთ, დედაქალაქს კიდევ ერთი მომხიბვლელი ადგილი აქვს, რომელიც თბილისის ისტორიულ მოგონებებს ინახავს.