კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ავტორი: გოჩა ბზეკალავა, ლუკა ცხადაია, ალექსანდრე ჩიკვაიძე, გიორგი ქურციკიძე, ანრი ილურიძე
ფართობი: 1025 m2
არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი) - რეკონსტრუქცია (პროექტი)
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ავტორი: გოჩა ბზეკალავა, ლუკა ცხადაია, ალექსანდრე ჩიკვაიძე, გიორგი ქურციკიძე, ანრი ილურიძე
ფართობი: 1025 m2

მდებარეობა: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. N6

ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N6-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი აგებულია 1887 წელს, სახელგანთქმული არქიტექტური - ა. შიმკევიჩის პროექტით. შენობა წარმოადგენს მაღალ ცოკოლზე მდგომ ორსართულიან საცხოვრებელი სახლს, ფსევდორენესანსული იერის მქონე გრძივი ფასადით გამოდის ქუჩის პერიმეტრზე, ეზოს მხარე ფასადი გადაწყვეტილია ხის შუშაბანებისა და აივნების სისტემით, რომელსაც გვიანდელი მიშენება-ამოშენებების გამო დაკარგული აქვს პირვანდელი იერსახე. სამუშაოები ითვალისწინებს უძრავი ძეგლის რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია მისი ფიზიკური გაძლიერებისა და გაჯანსაღების მიზნით, რესტავრაცია მისი ავთენტური იერსახის დაბრუნებით. რეაბილიტაცია უკეთდება ძეგლის დაზიანებულ ნაწილებსა და ცალკეულ ელემენტებს, ხდება ეზოს კეთილმოწყობა. პროექტი ხორციელდება თბილისის განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი რეაბილიტაციის ფარგლებში.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია