მდებარეობა: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. N8
ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N8-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი აგებულია 1910-იან წლებში, შენობაში 1941 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს ენათმეცნიერების ინსტიტუტი. შენობის მთავარი საფასადო კომპოზიცია, სიმეტრიულია, პირველ სამ სართულზე წარმოდგენილი, სარკმლების მწკრივისა და მათში ჩართული აივნებისგან შედგება. ფასადის კიდეები რიზალიტებს წარმოადგენს, დამატებით ორი რიზალიტია ჩასმული ფასადის შუა ღერძიდან თანაბარი დაშორებით. რიზალიტებს შორის კი სწორკუთხა სარკმლების რიგია. შენობა მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია, რაც მარტივად შესამჩნევია როგორც ფასადის ისევე ინტერიერის მხრიდან. სამუშაოები ითვალისწინებს უძრავი ძეგლის რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია მისი ფიზიკური გაძლიერებისა და გაჯანსაღების მიზნით, რესტავრაცია მისი ავთენტური იერსახის დაბრუნებით. რეაბილიტაცია უკეთდება ძეგლის დაზიანებულ ნაწილებსა და ცალკეულ ელემენტებს, ხდება ეზოს კეთილმოწყობა. პროექტი ხორციელდება თბილისის განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი რეაბილიტაციის ფარგლებში.