ხელოვნების მუზეუმი მცხეთაში

ავტორი: ალექსანდრე ნოზაძე
ფართობი: 7800 m2
სტუდენტური პროექტი*
ხელოვნების მუზეუმი მცხეთაში
ავტორი: ალექსანდრე ნოზაძე
ფართობი: 7800 m2

მდებარეობა: მცხეთა,საქართველო

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, სამთავროს მონასტერთან. მთავარ სირთულეს წარმოადგენდა ობიექტის ისე გადაწყვეტა, რომ შენარჩუნებულიყო არეალის ისტორიული, მხატვრული და კულტურული ღირებულებები. ამავდროულად, მოცულობას არ უნდა დაეჩრდილა ახლომდებარე საეკლესიო კომპლექსი. კონტექსტის გასათვალისწინებლად, აუცილებლობას წარმოადგენდა ქართული ეთნიკური მახასიათებლების ინტეგრირებაც. პროექტი შედგება ოთხი თანაბარი სიმაღლის სართულიგან, რომელთაგან მხოლოდ ერთია განთავსებული მიწის ნიშულის ზემოთ, დანარჩენები მიწისქვეშ განლაგდნენ. ამგვარად, შენობის სიმაღლის მხოლოდ მეოთხედი ჩანს ქუჩიდან და არ იფარება სამთავროს კონტური. კონტექსტის შესანარჩუნებლად, დომინანტ საფასადე მასალად შეირჩა ბუნებრივი ქვა, მოყითალო-მოყავისფრო შეფერილობით. გეგმარების სტრატეგიად შეირჩა მოდულური სისტემა, რადგან ასე უფრო ხელსაყრელია მასშტაბების რეგულირება, კომპოზიციის შემუშავება და აუცილებელი სივრცეების ურთიერთდაკავშირება. გათვალისწინებულია თანამედროვე მუზეუმისთვის აუცილებელი თვისებები.შიდა გადაწყვეტა კომპლექსურია და აერთიანებს ცალკეულ ფუნქციებს ერთ მოცულობაში. ზემოხსენებული სისტემა განაპირობებს დინამიკურობას და იძლევა საშუალებას განისაზღვროს სამომავლო გაფართოება. გეგმარებით ობიექტი მოქნილია, რადგან შესაძლებელია სათავსთა გადაგეგმარება და სხვადასხვა ფუნქციის მინიჭება. ფასადები თავშეკავებულია და დეკორაციული დამუშავებით არ გადატვირთულია, რადგან დამთვალიერებლის ყურადღება სრულად მიემართებოდეს ექსპონატებისკენ. ერთადერთი მხატვრული ელემენტი თაღებისა და ცრუ თარებსგან შემდგარი რიტმია, რომელიც მცხეთის ეთნიკურ იდენტობას უსვამს ხაზს. ნაგებობაში გაერთიანებულია კულტურულ-საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და სამუზეუმო ფუნქციები და იქმნება ერთი მთლიანი სტრუქტურა, რომელშიც გათვალისწინებულია დროებითი და მუდმივი საექსპოზიციო გალერეები, აუდიტორია, ღონისძიებების დარბაზი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო ოთახი, მოსასვენებელი სივრცეები, ტერასები, საცავი, მიმღები, სახელოსნოები, პერსონალთა იზოლირებული ტერიტორია, დაცვის სამყოფელი და გარე სცენა. ყველა სათავსი მორგებულია ადეკვატურ სამოძრაო გრაფიკს და თითოეული, ფუნქციურობიდან გამომდინარე, დაკავშირებულია ისე, რომ არ დაემთხვეს თანამშრომელთა და დამთვალიერებელთა მიმართულებები და ერთმა მეორე არ შეაფერხოს. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სამოძრაო გრაფიკი ისეა დაგეგმილი, რომ დამთვალიერებლის მიერ ექსპონატების გაცნობის პროცესი წააგავდგეს არქეოლოგიურ ექსპედიციას. პირველ სართულს სრულად მოიცავს საგანმანათლებლო ფუნქციის ოთახები. რაც უფრო უახლოვდება მნახველი მუზეუმის სიღრმეს, მით მეტი საექსპოზიციო სივრცე ეშლებება თვალწინ. ეს პროცესი ანიჭებს მისტიკურობას და ზრდის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების და ძიების სურვილს. ამგვარად, შენობის არქიტექტურა განაპირობებს ფუნქციის შესაბამის ემოციას.

ჟიურის ავტორიზაცია

სახელი
პაროლი
რეგისტრაცია ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

ელ-ფოსტა
აღდგენა

მონაწილის რეგისტრაცია

სახელი
პაროლი
გაიმეორეთ პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია