მდებარეობა: სამტრედია
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ სამტრედიაში, უშუალოდ, ქალაქისგან მოშორებულ ადგილზე. სტადიონი გათვლილია 25 000 გულშემატკივარზე. რაც შეეხება საპროექტო არეალს, არის 310 000 კვ.მ. მხოლოდ სტადიონის შენობა კი მოიცავს 102 000 კვ.მ-ს. ამ შენობის არქიტექტურა მინიმალისტურია, პროექტის იდეა ითვალისწინებს კონკრეტული დანიშნულების არქიტექტურული ობიექტისა და საზოგადოებრივი სივრცეების შერწყმას. სწორედ ამიტომ, შენობა თითქოს ორ ნაწილად არის გაყოფილი, პირობითად, ქვედა ნაწილს აქვს პლასტიური ფორმა. ის დაფარულია ბალახის საფარით, რაც თითქოს ბალახით დაფარულ გორაკს მოგვაგონებს, ამ გადაწყვეტით ის ერწყმის გარემოს და მწვანე სივრცეში არ იჭრება უხეშად, თითქოს “აპარებს” შენობის ზედა ნაწილს, რომელიც არის განსხვავებული, პლასტიური ფორმიდან ამოწეული, თუმცა მინიმალურად გადაწყვეტილი. მისი ფასადი მონოტონურია და ერთფეროვნად არის დაფარული ლითონის პანელებით. პანელებს შორის არის დაშორება, რაც ფასადს უფრო ღრმას და ჰაეროვანს ხდის, რადგან პანელებს მიღმა მოჩანს კონსტრუქციული ელემენტები, როგორიცაა რკინა ბეტონის საყრდენი ჩარჩო, ტრიბუნები საფეხურებად და გადახურვის ელემენტები. პანელები მიყვება შენობის კონტურს. მაყურებელბის სტადიონზე წვდომა შესაძლებელია პლასტიური ფორმიდან, Რომელიც ადის +5.350 დონეზე. სტადიონს გარშემო აქვს 9 შესასვლელ-გასასვლელი. ამ დონიდან ხდება განაწილება ქვედა და ზედა იარუსებზე. Ზედა იარუსზე დასაკავშირებლად არის კიბეები, რომელიც მთლიანი სტადიონის გარშემოა, სულ 19 კიბე. შენობის 0.000 ნიშნულზე განთავსებულია მიქს ზონა, ფეხბურთელების გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზები ფეხბურთელებისთვის, VAR-ის ოთახი, მსაჯების ოთახი, საპრესკონფერენციო დარბაზი, ვიპ სივრცის ლობი, ლუდის ბარი, ფან-შოპები, სპორტული მაღაზიები, მულტიფუნქციული სივრცე/საფეხბურთო მუზეუმი, სპორტული კომპლექსი, რომელიც მოიცავს სატრენაჟორო დარბაზს გასახდელებით, საცურაო აუზს გასახდელებით, ასევე სპორტული აქსესუარების მაღაზიას და კაფეს, ასევე, პერსონალის სივრცეები, საბილიარდო, პარკინგი ტვ მანქანებისთვის, მედიის ლობი, მედიის სამუშაო ოფისები. Რაც შეეხება +5.350 დონეს, აქ განთავსებულია ვიპ სივრცე 4 სქაიბოქსით, ვიპ ადგილები ტრიბუნაზე შეადგენს 250 ადგილს. ასევე არის მედიის სივრცე და ტრიბუნაზე ადგილები მათთვის. Შშმ პირებზე გათვლილი 30 ადგილი, რომელიც სტადიონის შემოსასვლელის პირდაპირ არის განთავსებული, რაც აადვილებს მათ გადაადგილებას. ამ დონეზე ვხვდებით სველ წერტილებს ქალებისთვს და მამაკაცებისთვის და კვების ობიექტებს. შემდეგი დონე არის +9.350. Ამ დონეზე განთავსებულია მეორე იარუსის ტრიბუნები, ასევე სველი წერტილები ქალებისთვიოს და მამაკაცებისთვის, კვების ობიექტები და კომერციული ფართები. რაც შეეხება საპროექტო ტერიტორიის დანარჩენ ნაწილს აქ განთავსებულიაა სამი პარკინგი, ჯამში 750 ავტომობილზე. Პარკინგები შედარებით მოშორებით არის სტადიონისგან, რაც გარემოს იცავს გადატვირთვისა და ჰაერის დაბინძურებისგან. შენობის წინ არის ხელოვნური ტბა/წყლის სარკე, სადაც სტადიონის აღმოსავლეთ ფასადს ირეკლავს, რაც აძლიერებს ესთეტიკურ მიმზიდველობას, ასევე ემსახურება ფუნქციურ მიზნებს, როგორიცაა სადრენაჟო სისტემები. კონსტრუქციული ჩონჩხის აღწერა საბაზისო ფენა მოიცავს მთავარ სტადიონის ტრიბუნას დასაჯდომი მოწყობილობით და საძირკვლის ელემენტებით. დასაჯდომი ადგილები ცენტრალური ველის გარშემო წრიულადაა მოწყობილი. შემდეგი ფენები მოიცავს სტრუქტურულ საყრდენებს და ჩარჩოებს, რომლებიც ვერტიკალურ ბეტონისგან ჩამოსხმულ ელემენტებს წარმოადგენს, რომლებიც უზრუნველყოფენ სტაბილურობასა და სიმყარეს ორივე ტრიბუნის და სახურავისთვის. შუალედური ფენებზე განლაგებულია სტადიონის სხვადასხვა ფუნქციური კომპონენტები, როგორიცაა: მედია სივრცეები, ვიპ სივრცეები, სველი წერტილები და კვების ობიექტები ზედა ფენები აჩვენებს სტადიონის სახურავის სტრუქტურას. ის მოიცავს სახურავის ძირითად დამხმარე სტრუქტურას მეორადი საყრდენებს და სამაგრებს. თავად სახურავი არის რომელიც, ბადისებრი ლითონის კონსტრუქცია ყველაზე ზედა ფენა წარმოადგენს სახურავის საბოლოო გარე საფარს, რომელიც უზრუნველყოფს მეორე იარუსის მთლიან გადაფარვას და ავსებს სტადიონის მთლიან ესთეტიკას.